რატომ კნავის კატა?

რატომ კნავის კატა?

კატების კნავილი საშუალებაა პატრონებს მიაწოდონ ინფორმაცია, ან სულაც, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი. ეს კატის საუბარია. და მოგეხსენებათ, სასაუბრო თემა ბევრია. გავაანალიზოთ ძირითადი. ნუ დავვიწყებთ, რომ კატების ტომის თითოეული არსება არის პიროვნება თავისი ხასიათითა და ტემპერამენტით. სწორედ ამიტომ, ერთი ცხოველი გამოსცემს წყნარ, დელიკატურ “მიაუს”, მეორე კი ხმამაღალ “მიააუუუუუს”. ჯიშსაც მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მოლაპარაკეები, ალბათ, არიან აღმოსავლელები, სიამისები, რაგდოლები – საოცარია, როგორ გამოსცემენ ასეთი ნაზი არსებები ასეთ ხმებს.
  1. სიყვარული მინდა! გამრავლების ინსტინქტები მოითხოვს საპირისპირო სქესთან კომუნიკაციას. ზოგჯერ აუტანლად ხმამაღლაც. პრობლემის გადაჭრა: სტერილიზაცია, კასტრაცია. თუ, რა თქმა უნდა, არ აპირებთ მომშენებლი გახდეთ.
  2. საჭმელი! საჭმელი! (ვარიანტი – სხვა საკვები, ეს არა!) კატები შესანიშნავი მანიპულატორები არიან. საცოდავი წუწუნით ეგრევე გინდებათ საკვები მიაწოდოთ… თუმცა, თუ შინაური ცხოველი თავისი მომხიბვლელობით გაცდუნებთ, ჯობს მაინც წინააღმდეგობა გაუწიოთ. თუმცა, ზოგიერთ განსაკუთრებით ნიჭიერ კატას შეუძლია მაცივარი გამოაღოს და სასურველი საკვები თავად მოიპოვოს. პრობლემის გადაჭრა: აჭამეთ ან გადაატანინეთ ყურადღება და აღკვეთეთ ყვირილი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, როგორც წესი, პატრონები პირველები ნებდებიან ხოლმე.
  3. ოჰ, მომფხანეთ, მომფხანეთ! ცხოველი კუდაწეული დადის, გეხახუნებათ, ფეხებში გეხლართებათ, მუხლებზე გიხტებათ.პრობლემის გადაწყვეტა: მართლაც, აუტანელია. კატა მოუფერებელი დადის. ბოდიში მოუხადეთ, მოფხანეთ და მოეფერეთ.
  4. აუ, მტკივა! კატა წუწუნებს. საზიზღარი ხმით კნავის, ან კნავილს იწყებს როდესაც ხელში იყვანთ. პრობლემის გადაჭრა: ცხოველი გადამზიდავში – და სწრაფად ვეტერინართან.
  5. Მეშინია! (ვარიანტი – თავს მარტოდ ვგრძნობ) კატა ყვირის გადამზიდავში გზაზე ან შენობაში, როცა სახლში არ ხართ. პრობლემის გადაჭრა: მიაქციეთ ცხოველს მაქსიმალური ყურადღება; გრძელი მოგზაურობის წინ, კლინიკაში წინასწარ კონსულტაციის შემდეგ, მიეცით კატას დამამშვიდებელი საშუალება.
  6. ქოთანი ჭუჭყიანია! კატას არ სურს ბინძურ შემავსებელში შესვლა ან მოითხოვს პატრონისგან ცოტა ხნის წინ მოსაქმებული დაასუფთაოს. პრობლემის გადაჭრა: ამოასუფთავეთ, შეცვალეთ შემავსებელი.
  7. დამივიწყეს! მე გამომკეტეს! კატა მართლაც შემთხვევით დაკეტეთ – მაგალითად, კარადაში. პრობლემის გადაჭრა: გაათავისუფლეთ და იყავით უფრო ფრთხილად მომავალში.
  8. დიდებულ ხასიათზე ვარ. ცხოველი დადის და თავისთვის კნავის. პრობლემის გადაჭრა: ითამაშეთ კატასთან და ერთად დატკბით ცხოვრებით.
  9. გარეთ მინდა! შინაურ ცხოველს უნდა გარეთ გასვლა (ვარიანტი – ტუალეტში), კარი კი დაკეტილია. პრობლემის გადაჭრა: ლოგიკურია კარზე კატისთვის სპეციალური გასასვლელის გაკეთება, რათა მას ყოველ ჯერზე თავისუფლად შეეძლოს შესვლა და გამოსვლა პატრონების შეწუხების გარეშე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!