ბინაში “გამქრალი” კატა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. რა უბიძგებს ცხოველს მყუდრო ადგილი ეძიოს? მრავალი მიზეზი არსებობს, ჩვენ განვიხილავთ მთავარ სიტუაციებს.
“არ მომეკარო, თორემ გავხმები”
რამ შეიძლება აიძულოს კატა ეძებოს მყუდრო ადგილი? წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც სახლში კნუტი შემოიყვანეთ. და რაც უფრო იზრდება ხდება პატარა, მით უფრო დამოუკიდებელი ხდება. ეს ცხოველი თავად ირჩევს, როდის მოვიდეს მოსაფერებლად და როდის დაიმალოს ყველასგან სადმე წყნარ, თბილ და ბნელ ადგილას. როგორია თქვენი ქმედებები? მოექეცით გაგებით და პატივისცემით. იამაყეთ, ფილოსოფოსი კატა გყოლიათ!
კატას საპირისპირო შემთხვევაშიც შეუძლია დამალვა. მაგალითად, თქვენ გადაწყვეტეთ ზრდასრული ცხოველი აიყვანოთ. პასუხად მადლიერებას ელით და ეს ჯიუტი კი, უკვე მესამე თვეა საწოლის ქვეშ ზის. არ ინერვიულოთ, გული აუცილებლად მოულბება. მოემზადეთ იმისთვის, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება. მაგრამ მინიმუმალური საზრუნავი გექნებათ. კატა არ ეკიდება ფარდებს, არ ხტება ჭერზე. გსურთ, კალთაში რაც შეიძლება მალე ჩაისვათ? აიყვანეთ მეორე, მაგრამ ამჯერად უფრო ფრთხილად მიუდექით შერჩევას. და ამასობაში, პირველიც გონს მოეგება, აი, ნახავთ. უბრალოდ მოვლენებს ნუ დაააჩქარებთ.
მეშინია!
„დამალობანა“ შესაძლოა სულ პატრა კნუტსაც უყვარდეს. თავად წარმოიდგინეთ: დედის თბილ მუცელს მოწყვეტილი პატარა არსება მარტო დარჩა.. ირგვლივ ყველაფერი ძალიან უცხო და საშიშია. აუცილებელია გაქცევა, დამალვა – იქნებ მაშინ არავინ შეეხება? ბავშვების მსგავსად, კნუტები შეიძლება იყვნენ მამაცნი და პირიქით. მოუწყვეთ მყუდრო სახლი, მოეფერეთ. ხელით კვებეთ. ასე ყველაფერი გამოგივათ.
ზრდასრული კატა, განსაკუთრებით ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანილი, შეიძლება იყოს ძალიან დასტრესილი. მისმა წარსულმა ცხოვრებამ ასწავლა, რომ ცვლილებები უარესობისკენაა. ამიტომაც ჯდება რადიატორის ქვეშ და სიცოცხლეს ემშვიდობება. შეიძლება იქ დიდხანს იჯდეს. ახლოს დაუდეთ ტუალეტი, ჯამები და დროდადრო შეამოწმეთ როგორ მიდის საქმეები.
თუ დაიწყო ჭამა და წყლის დალევა, ეწვია ტუალეტს – შესანიშნავია. ესაუბრეთ, მოიტყუეთ საკვებით, სცადეთ ეთამაშოთ. ძალიან იშვიათად შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე კატა შეგხვდეთ – საკვებს 3-4 დღეზე მეტხანს რომ არ შეეხო, ამ შემთხვევაში, მოგიწევთ მისი ვეტერინართან მიყვანა, გადასხმის გაკეთება და დამამშვიდებელი საშუალების მიცემა. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია.
Leave your comment