რატომ თხრის კატა ტუალეტს?

რატომ თხრის კატა ტუალეტს?

კატების ბევრ პატრონს აინტერესებს, რატომ იწყებენ მათი შინაური ცხოველები ტუალეტში წასვლის შემდეგ, მისი შიგთავსის აქტიურად ჩამარხვას. რა არის ამ ქცევის მიზეზი? თუ ფიქრობთ, რომ ეს ხდება იმის გამო, რომ თქვენი კატა ძალიან სუფთაა, მაშინ იმედი უნდა გაგიცრუოთ. კატები, რა თქმა უნდა, სუფთა ცხოველები არიან, მაგრამ ექსკრემენტებს ამიტომ არ მარხავენ. სინამდვილეში ესაა ინსტინქტი, რომელიც მემკვიდრეობით ველური წინაპრებისგან მიიღეს. ველურ ბუნებაში მცხოვრებმა უპატრონო კატებმა იცოდნენ, რომ ექსკრემენტები ყველაზე ადვილად შესამჩნევი კვალი იყო, რომლითაც მტაცებლებს შეეძლოთ გაეგოთ, ვინ და როდის დატოვა ისინი. სწორედ ამიტომ ველური კატები კვალს ფარავდნენ, სხვა ცხოველისთვის ისიც უცნობი უნდა დარჩენილიყო, ძუა თუ ხვადი, ავადაა თუ ჯანმრთელად და ასე შემდეგ.
кошка копает в лотке
მიუხედავად იმისა, რომ შინაურ კატებს ახლა არ სჭირდებათ მტაცებლებისგან დამალვა, ინსტინქტი მაინც უბიძგებს მათ თავიანთი განავალი დამარხონ. სხვათა შორის, იგივე ინსტინქტი ზოგჯერ კატებს უბიძგებს, რომ დაიწყონ საკვების ჯამში დამარხვა. თუ შეამჩნევთ შინაური ცხოველის ასეთ ქცევას, იცოდეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მან ჯამი ტუალეტში აერია ან გიჩვენებთ, რომ საჭმელი უგემურია – სინამდვილეში, ასე თქვენი კატა ცდილობს ნადავლი სხვა ცხოველებისგან დამალოს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!