რატომ გვეხახუნება კატა ფეხებზე?
გამოთვლა და კონტროლი
როგორც წესი, თქვენი კატა იწყებს ფეხებზე ხახუნს, როდესაც პატრონს ბინის კართან ხვდება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდი წასული იყავით, წასვლისას ტანსაცმელი გამოიცვალეთ, ფეხსაცმელიც, სუნი სხვა გაქვთ და ეს არეულობა, სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.
სხვათა შორის, კატა ხანდახან ეხახუნება არა მარტო ადამიანს, არამედ უსულო საგნებსაც. კედლის კუთხეებს, ავეჯის ფეხებს, თავის სატარებელს, ლეპტოპს, ტელევიზორს, ბალიშს. ცნობილია, ასევე, კატური შურისძიება პარტონის ფეხსაცმლის გაფუჭების სახით, ამ ქმედებაში დამალულია სურვილი, გვიჩვენოს, ვისია სინამდვილეში ეს ფეხსაცმელი და ვის ეკუთვნის მათი პატრონი.
უცხოები და თავისიანები
კარგი, შინაურ ცხოველებთან საქმე გავარჩიეთ და მზად ვართ, რომ მათი მოძრავი ქოენა ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს, კატები იმათ ყავთ, ვისაც უყვართ. მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ქუჩაში სრულიად უცნობი ეზოს კატა მოვა თქვენთან და თავის უბრალო ხახუნის რიტუალს დაიწყებს. მიზეზი იგივეა: ცხოველი ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენის სფეროები. და, პრინციპში, შეგიძლიათ იამაყოთ, რომ თქვენ აგირჩიათ. ცუდ ადამიანთან ახლოს კატა არ მივა – ჩვეულებრივ ისინი მშვენივრად „კითხულობენ“ ენერგეტიკას. მაგრამ აქ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ – ქუჩის კატას ნამდვილად შეუძლია მოგნიშნოთ. ეს ბოროტებით არ მოსდის. ეს გენეტიკაა და მოგეხსენებათ, ქუჩის ცხოველს არავინ ასწავლის, ასე მოქცევა რომ არ შეიძლება. რა ვქნათ, თუ ქუჩის კატა ფეხქვეშ გეგებათ? მინიმუმ, ნუ შეურაცხყოფთ, არავითარ შემთხვევაში არ დაარტყათ. თუ შესაძლებელია, გამოკვებეთ და მოეფერეთ. კიდევ უკეთესი, აიყვანეთ კატა ხელში და მიიყვანეთ უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში. იქ ექიმები შეამოწმებენ ცხოველს, ჩაუტარებენ ტესტებს, მოგცემენ რჩევებს შემდგომი მოვლისა და ვაქცინაციის შესახებ და დააჭრიან კლანჭებს. ამ ყველაფერის შემდეგ, ერთად წადით სახლში. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დაბანოთ, თუ ექიმებმა ამის ნება მოგცეს.
Leave your comment