რატომ არ აჭმევს დედა კნუტებს? და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

რატომ არ აჭმევს დედა კნუტებს? და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

კატები ძალიან კარგი დედები არიან და არაჩვეულებრივად უვლიან თავის შვილებს. მაგრამ რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ პროცესი დაირღვა და კნუტები მიგდებულები არიან?
მსგავსი სიტუაციის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს.
ყველაზე რთული ვარიანტია როცა დედა მოკვდა ან თქვენ მას ვერ პოულობთ. შესაძლოა თქვენმა საყვარელმა კატამ ვერ გადაიტანა მშობიარობა, ან უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ან თქვენ უბრალოდ იპოვეთ ქუჩაში კნუტებით სავსე ჩანთა, სხვა გზა არ გრჩებათ – თქვენ მათ დედობა უნდა გაუწიოთ.
თქვენ ხართ ახალშობილი კნუტების პატრონი. გაგიმართლათ, თუ იპოვით სხვა მეძუძურ კატას და ის კნუტებს აჭმევს. ცნმობილია შემთხვევები როცა ასეთ კნუტებს მეძუძური ძარლიც აჭმევდა. თუ ამის შანსი არ არსებობს, თვენ შემდეგი სქემის მიხედვით უნდა იმოქმედოთ. კნუტები უნდა განათავსოთ თბილ რბილ ბუდეში. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ძველი სამგზავრო ჩანთა, ყუთი ან რამე მსგავსი. ძირზე დააფინეთ წყალგაუმტარი საფენი, შემდეგ მოაწყვეთ ბუდე. პატარა კნუტები ტემპერატურას ცუდად ინარჩუნებენ, ამიტომ აუცილებლად დაუდეთ სათბურა ან პირსახოცში გახვეული ცხელი წყლის ბოთლები – არაუმეტეს 40 გრადუსის სითბოთი.

რა არის საჭირო ?

სუფთა რბილი მზა ან ძველი თეთრეულისგან გაკეთებული ტილოები. ისინი უნდა ჩააფინოთ ბუდეში. ასევე დაგჭირდებათ ბამბა ან ბამბის დისკები, რომელიც საჭიროა კნუტების დასაბანად და მუცლის მასაჟისთვის. ქლორჰექსიდინი ჭიპის დასამუშავებლად სანამ ჭრილობა არ შეხორცდება. პიპეტები, შპრიცები (ნემსის გარეშე), ბოთლები კვებისთვის.

როგორ ვაჭამოთ კნუტებს?

იდეალურია თუ პირველი 10 დღის განმავლობაში კნუტებს აჭმევთ ყოველ 2 საათში ერთხელ, დრე და ღამე. შემდეგ შეგიძლიათ ნელ ნელა გაზარდოთ კვებათა შორის ინტერვალი. ერთი თვის ასაკის კნუტს, რომელსაც უკვე აქვს დამატებითი კვება, შეუძლია კვების გარეშე ეძინოს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე. დღისით კვების შუალედი შეადგენს 3-3,5 საათი. დაიჭირეთ კნუტი ისე რომ მისი თავი მაღლა იყოს, რათა რძე არ გადასცდეს. დასუსტებულმა კნუტებმა შესაძლოა საწოვარას ვერ მოერიონ. ამ შემთხვევაში ფრთხილად უნდა ჩაუსხათ რძე პირში შპრიცის (ნემსის გარეშე) ან პიპეტის მეშვეობით. ყველაზე მოსახერხებელია ამ შემთხვევაში 2 კუბიანი შპრიცები, როცა შეგიძლიათ ზუსტად ერთი წილი რძე ჩაუსხათ კნუტს პირში. ფრთხილად იყავით – ზოგ შპრიცს ძალიან რთულად ეჭირება, ანუ არსებობს იმის საშიშროება რომ ზედმეტად ბევრ რძეს ჩაუსხავთ კნუტს პირში და შესაძლოა დაიხჩროს.

რა ვაჭამოთ კნუტებს?

იყიდება კარგი მზა კვება, რომელიც ცხოვრებას ბევრად გაგიადვილებთ. იმ შემთხვევაში თუ მზა რძის შეძენის საშუალება ამ მომენტში არ გაქვთ, თვითონ უნდა მოამზადოთ კვება. ყველაზე ადვილი რეცეპტი – 0,5 ლიტრი ძროხის რძე, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი ან შაქარი. ასევე შეგიძლიათ საბავშვო რძე აჭამოთ. მაგრამ შემდეგში უმჯობესი იქნება ვეტერინარულ აფთიაქში შეიძინოთ მზა საკვები, რომელიც არის ბალანსირებული და ყველა საჭირო ელემენტს შეიცავს.

როგორ პორციებად ვაჭამოთ კნუტებს?

ერთი დღე-ღამის დოზირება:
  • ⦁ პირველი 5 დღე — გათვალეთ მზა კვების 30 მლ კნუტის წონის 100 გრამზე;
  • ⦁ მე6–14-ე დღე — 40 მლ წონის 100 გრამზე;
  • ⦁ მე15–25-ე დღე — 50 მლ წონის 100 გრამზე.
თუმცა, როგორც ადამიანის შვილებთან მიმართებაში, გონივრულად უნდა მიუდგეთ კვების მოცულობას. მთავარია კნუტი იზრდებოდეს და ნორმალურად ვითარდებოდეს. თუ პატარამ შეჭამა მისთვის განკუთვნილი პორცია და დამატებას ითხოვს – აჭამეთ დამატებით. თუ ცუდად ჭამს – ცოტა დააძალეთ და მინიმუმი მაინც აჭამეთ.
ჭამის მერე აიღეთ ბამბის დისკი ან სუფთა ტილოს ნაჭერი, თბილის წყლით დაასველეთ და მუცლის მასაჟი გაუკეთეთ საათის ისრის მიხედვით, სანამ პატარა კუჭში არ გავა და არ მოშარდავს. სხვა შემთხვევები კი უფრო ადვილი მოსაგვარებელია თქვენი ან ვეტერინარის დახმარებით.

შესაძლო პრობლემები:

  1. ⦁ დედას რძე არ აქვს ⦁ როგორც წესი, სპეციალურად დანიშნული მკურნალობის შემდეგ ლაქტაცია ყალიბდება/ აღდგენას ექვემდებარება.
  2. ⦁ კატას (როგორც წესი – პირველად მშობიარეს) სტრესი აქვს და ის კნუტებს გაურბის ⦁ ნელ ნელა, თითო კნუტის დამატებით კნუტები დედას მიადეთ. რძე იმატებს და სარძევე ჯირკვლები სივდება, ამიტომ კნუტების ჭმევის მერე კატა თავს უკეთ გრძნობს და კნუტების კვება რეგულირდება.
  3. ⦁ მშობიარობის შემდგომი გართულებები. კატა ცუდად არის ⦁ ვეტერინარი დაუნიშნავს მკურნალობას, ასევე გეტყვით, შეძლებს თუ არა დედა კნუტების გამოკვებას.
  4. ⦁ ძალიან დიდი ნაყარი ⦁ ზოგჯერ კატა აჩენს იმაზე მეტ კნუტს ვიდრე გამოკვება შეუძლია. ინსტინქტის მიხედვით ის უფრო სუსტებს უარყოფს. დაგჭირდებათ კონტროლი და შესაძლო დამატებითი კვება.  
და არ დაგავიწყდეთ, რომ დედა დამატებით მოვლას და ყურადღებას საჭიროებს, ასევე გაძლიერებულ კვებასაც. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ერთი თვე მალე ჩაივლის, და თქვენ შეძლებთ დატკბეთ თვენს საყვარელ პატარებთან თამაშით.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!