
რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?
გენეტიკა
შესაძლოა, კატებს ზოგიერთი დაავადება შთამომავლობით გადაეცეს. ჯიშიანებს, როგორც წესი, ამის მეტი შანსი აქვთ, რადგან იმისთვის რომ ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი გამოიყვანონ, ხშირად ხდება ახლო ნათესავების შეჯვარება. ამიტომ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელებად ითვლებიან უჯიშო და მეტისი კატები. მაგრამ ჯიშიანებშიც არიან ისეთები, რომლებსაც შესაშური ჯანმრთელობა აქვთ, ესენია: ბენგალური კატა, მეინ-კუნი, რუსული ცისფერი, სიამის და სხვ. ამ ჯიშების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13-20 წელია, ზოგიერთი მათგანი 2 ათეულ წელზე მეტხანსაც ცოცხლობს.ქრონიკული დაავადებები
სამწუხაროდ, თუ კატას ქრონიკული დაავადება აქვს, ის ვერ შეძლებს ხანგრძლივი სიცოცხლის რეკორდის დამყარებას მაშინაც, თუ მოსიყვარულე პატრონებთან ცხოვრობს, რომლებიც ეფერებიან და უვლიან. შაქრიანი დიაბეტი, შარდკენჭოვანი დაავადება, ზედა სასუნთქი გზების დაავადებები და სხვა დიაგნოზები მათი სოცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.საცხოვრებელი გარემო
ქუჩის კატები საფრთხეებს ყველდღიურად აწყდებიან, ესენია: უკურნებელი ავადმყოფობები და ინფექციები, მოწამლული ან გაფუჭებული საკვები, ძაღლების თავდასხმები, ავტოავარიაში მოყოლის საფრთხე, ასევე, დიდი რისკია მწვალებლების მსხვერპლად იქცნენ. თუ სასეირნოდ სახლის კატა გადის, ეს რისკი იზრდება, რადგან, ქუჩის კატებისგან განსხვავებით, სახლის კატას ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლა არ უწევს. აშკარაა, რომ სახლის ცხოველები რომლებიც საფრთხეებისგან დაცულნი არიან, მეტხანს ცოცხლობენ.
კვება
სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება, რასაკვირველია, კატას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. არ უნდა დავივწყოთ, რომ კატა გარდა იმისა, რომ სწორად უნდა იკვებოს, უნდა იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ ვეტექიმები პატრონებს ურჩევენ კატას მზა საკვები აჭამონ, რომელიც ყველა აუცილებელ ნივთიერებას შეიცავს. საკვები ხარისხიანი უნდა იყოს, იაფფასიან ან საეჭვო ბრენდების მიერ წარმოებულ ვარიანტებში, როგორც წესი, ხორცის 10%-იანი შემცველობაა, ხოლო ქიმიური კომპონენტები გადაჭარბებული რაოდენობით, რომლებიც ცხოველის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებენ და შესაძლოა, მრავალი დაავადების განვითარება გამოიწვიონ. სტერილიზაცია სტერილიზებული და კასტრირებული კატები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მათ არ აქვთ რისკი დაავადდნენ სქესობრივად გადამდები ინფექციებით, მნიშვნელოვნად იკლებს ონკოლოგიურიი დაავადებების რისკიც. ასეთ კატებს არ აქვთ ჰორმონალური დარღვევები, რომლებიც ორგანიზმისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სტერილიზაციას მინუსებიც აქვს: კერძოდ, შესაძლოა ცხოველმა წონაში მოიმატოს და დიაბეტი განუვითარდეს, თუმცა, თუ კატის რაციონს ყურადღებით შეარჩევთ, ზედმეტს არ აჭმევთ, ეს პრობლემები არ შეგექმნებათ.
Leave your comment