რამდენი კნუტის გაჩენა შეუძლია კატას ერთ ჯერზე?

რამდენი კნუტის გაჩენა შეუძლია კატას ერთ ჯერზე?

კატის ნაყოფიერობაზე სხვა და სხვა ფაქტორებს აქვს ზეგავლენა, მაგალითად ჯიში, ასაკი, წონა, ჯანმრთელობის მდგომარეობა. საშუალოდ კნუტების რაოდენობა შეადგენს 8 ცალს. ზოგჯერ კატას შესაძლოა ეყოლოს მხოლოდ ერთი ან ორი კნუტი, იშვიათ შემთხვევაში კი 10 ზე მეტი. საშუალოდ მრავალშვიალიანი დედები აჩენენ 6-8 კნუტს ერთ ჯერზე.
 

რა ახდენს ზაგავლენას კნუტების რაოდენობაზე?

კატის თავისებურებები

  1. ⦁ გენეტიკური მიდრეკილება ⦁ კნუტების რაოდენობაზე პირველ რიგში გავლენა აქვს კატის გენეტიკურ თავისებურებებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მის დედას დააკვირდეთ: თუ მისი დედა იყო ნაყოფიერი და ერთ ჯერზე ბევრ კნუტს აჩენდა, დიდი ალბათობით შვილიც მას დაემსგავსება. თუ კი თქვენს კატას ცოტა და-ძმა ჰყავდა ან სულ არ ჰყავს, დიდი ალბათობით თვითონაც არ გააჩენს ბევრ კნუტს ერთ ორსულობაზე.
  2. ⦁ ასაკი ⦁ კნუტების რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს დედის ასაკი. ასაკით პატარა დედას ან პირიქით დიდი ასაკის კატას შესაძლოა ეყოლოს ერთი ან ორი კნუტი, იშვიათ შემთხვევაში სამი.
  3. ⦁ გადატანილი მშობიარობის რაოდენობა ⦁ პირველ მშობიარობაზე კატას დიდი ალბათობით ეყოლება ერთი ან ორი კნუტი, ზოგჟერ სამი. კატას რომელსაც არაერთხელ გაუჩენია კნუტები, როგორც წესი იმდენივე კნუტი ეყოლება, რამდენიც წინა მშობიარობების დროს ჰყავდა.
  4. ⦁ ცხოვრების ხარისხი ⦁ მომავალი დედის ნაყოფიერება არის დამოკიდებული იმ პირობებზე რომელშიც კატა ცხოვრობს. კატას რომელიც ცხოვრობს სითბოსა და კომფორტში – აქვს თბილის სახლი მოსიყვარულე პატრონებთან ერთად, მრავალფეროვანი რაციონი, ყურადღება და თამაში არ აკლია – უფრო მაღალი შანსი აქვს გააჩინოს ბევრი ჯანმრთელი კნუტი, ვიდრე ამ პირობების არმქონე კატას.
  5. ⦁ წონითი კატეგორია ⦁ მინიატურული ზომის და პატარა წონის კატა, რომელიც არის მშბიარობისთვის მისაღებ ასაკში, ფიზიკურად ვერ შეძლებს ბევრი კნუტის გაჩენას. დიდი ზომის და წონის კატა კი პირიქით ადვილად გააჩენს 6 ან 8 კნუტს, იმიტომ რომ მისი წონა და ზომები ხელს უწობს რეგულარულ მრავალშვილიან დედობას.
  6. ⦁ ჯანმრთელობის მაჩვენებლები ⦁ დედალი, რომელსაც ჯანმრთელობათან დაკავშრებული პრობლემები აწუხებს, უმეტეს შემთხვევაში არ არის რამოდენიმე კნუტის გასაჩენად მზად. თუ ასეთი კატა დაორსულდება და ჯანმრთელ კნუტებს გააჩენს, მას მოსალოდნელია ეყოლოს მაქსიმუმ ორი კნუტი. ⦁ მომავალი კნუტების ზუსტი რიცხვი შეგიძლიათ გაიგოთ ვეტერინართან ექოგრაფიის ჩატარების მეშვეობით.
сколько котят может родить кошка зависит от ее особенностей

მამალი კატის თავისებურებები

კნუტების რაოდენობა თავისთავად არის დამოკიდებული ორივე მშობელზე, მათ გენეტიკაზე, ჯანმრთელობაზე, ასაკზე, ცხოვრების პირობებზე, მამის შემთხვევაში კი – დაწყვილების რაოდენობაზეც. თუ მომავალ მამას 12 თვის განმავლობაში ჰქონდა 4 დაწყვილებაზე მეტი, ნაკლებია იმის შანსი რომ მის დედალს ბევრი კნუტი ეყოლება. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მამალი კატის ასაკი: თუ მას ჯერ 1,5-2 წელი არ შეუსრულდა, დიდი ალბათობით ის არ არის საკმარისად მომწიფებული ხარისხიანი განაყოფიერებისათვის. ასევე არ არის გარანტირებული ბევრი კნუტის გაჩენა ასაკში შესული მამალი კატის შემთხვევაში. მამალი კატის რეპროდუქტიულ ფუნქციაზე ზეგავლენას ახდენს ქრონიკული დაავადებები, გადატანილი ავადმყოფობა და ტრავმა.
сколько котят может родить кошка зависит также и от кота

ჯიშის ზეგავლენა

უდავოდ, ერთ-ერთი ზირითადი ფაქტორი რომელზეც არის დამოკიდებული კატის ნაყოფიერება, არის მისი ჯიში. ხშრად ჯიშიან კატებს ჰყავს ნაკლები კნუტი ვიდრე ქუჩის კატებს. თუმცა ჯიშიანი კატების კნუტების რაოდენობა მერყეობს 1დან 10 მდე. საშუალო რიცხვია 3-4 კნუტი. მაგალითისთვის, ბურმული კატა აჩენს ხოლმე 2-3 კნუტს, სიამის კატა კი – 4დან 8მდე. მოძებნეთ ინტერნეტში ან კითხეთ თქვენს ვეტერინარს, რამდენი კნუტის ჰყოლა ახასიათებს კონკრეტულ ჯიშს. თუ თქვენი კატის ჯიშის სხვა კატები ზოგადად აჩენენ 3 კნუტამდე, ვერც თქვენი კატა ვერ გააჩენს მეტს, და პირიქით, მოემზადეთ მრავალნაყოფიანი ორსულობისათვის თუ ეს თქვენი კატის ჯიშის მახასიათებელია.
сколько котят рожает кошка зависит также и от породы

შეგვიძლია თუ არა გავლენა მოვახდინოთ კნუტების რაოდენობაზე

იშვიათია შემთხვევა როდესაც პატრონი ცდილობს კატაზე გავლენა მოახდინოს იმისათვის რომ მას ეყოლოს მეტი ან ნაკლები კნუტი. თუმცა ამის გაკეთება შეზაძლებელია სპეციალური მედიკამენტების მეშვეობით. ისინი კატის კვერცხუჯრედების გამომუშავების სტიმულაციას ახდენენ. აუცილებელია ამ შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ, იმიტომ რომ მსგავსი დამოუკიდებელი ჩარევა შესაძლოა იყოს სახიფათო კატის სიცოცხლისათვის. ალბათობა იმისა რომ კატას ეყოლება მეტი კნუტი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ კატა სელენსა და E ვიტამის ღებულობს. ნუ შეეცდებით თვითნებურად ვიტამინების დოზირების განსაზღვრას, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს. სხვა შემთხვევაში არსებობს რისკი კატის კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევის და სხვა პრობლემებისა.
влиять на то, сколько котят рожает кошка возможно медикаментами

როგორ დავადგინოთ მომავალი კნუტების რაოდენობა?

არსებობს რამოდენიე გზა გავიგოთ თუ რამდენი კნუტი ეყოლება კატას მომავალში, ასევე რამდენი ჰყავს უკვე მუცლად.
  1. ⦁ გაიგეთ მეტი ინფორმაცია დედაზე ⦁ როგორც უკვე ვახსენეთ, შესაძლოა საკმაოდ ზუსტად დადგენა იმისა თუ რამდენი კნუტი შეიძლება ჰყავდეს კონკრეტულ დედალს, თუ კი მის დედაზე მეტ ინფორმაციას დავადგენთ. უნდა გაიგოთ რამდენი და -ძმა ჰყავდა თქვენს კატას (რამდენ კნუტს აჩენდა ერთ ჯერზე მისი დედა), იმიტომ რომ დედის და მისი შვილის რეპროდუქტოლოგიური თავისებურება ძალიან ემსგავსება ერთმანეთს.
  2. ⦁ შეუმოწმეთ სარძევე ჯირკვლები ⦁ რთულია ვთქვათ თუ რამდენად ზუსტია ეს მეთოდი, მაგრამ მას ხშირად იყენებენ კატის პატრონები. ამ მეთოდის მიხედვით უნდა დათვალოთ დასივებული ძუძუს თავების რაოდენობა და გამოაკლოთ ორი, ასე თქვენ გაიგებთ მომავალი კნუტების რაოდენობას.
  3. ⦁ წაიყავნეთ კატა კლინიკაში ექოგრაფიაზე ⦁ ამ მეთოდის გამოყენება ორსული კატის მიმართებაში არის ყველაზე შედეგიანი. ულტრაბგერითი გამოკვლევა ვეტერინარულ კლინიკაში კეთდება ძირითადად დაგეგმილ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე. ამ გზით ყველაზე ზუსტად დგინდება მომავალი კნუტების რაოდენობა. ⦁ ზოგჯერ თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ადამიანები ცდილობენ დამოუკიდებლად დაადგინონ თუ რამდენი კნუტი ჰყავს დედას მუცელში. კატას ზურგზე ან გვერდზე აწვენენ და ცდილობენ პალპაციით მიხვდნენ თუ რამდენი კნუტი ყავს დედას. ამის გაკეთება სასტიკად არ შეიძლება, იმიტომ რომ ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შესაძლოა კნუტებს ზიანი მიაყენოს და დედა გაანერვიულოს. შეგიძლიათ კატას მუცელზე ფრთხილად მოეფეროთ, თუ ის ამას თვითონ ითხოვს.
сколько котят родит кошка можно узнать заранее

რამდენ კნუტს აჩენს კატა პირველ ორსულობაზე?

ძნელია ზუსტი დადგენა იმისა თუ რამდენი კნუტი ეყოლება პირველ ჯერზე კატას – ძალიან ბევრია დამოკიდებული ახალბედა დედის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. ამასთანავე ვეტერინარების და სპეციალისტების დაკვირვებით პირველი ორსულობა როგორც წესი არ არის მრავალნაყოფიანი – ერთიდან 3 კნუტამდე. რა თქმა უნდა შესაძლოა მეტი კნუტიც ეყოლოს, მაგრამ სტატისტიკურად პირველ ჯერზე კატა აჩენს იმდენივე ან ნაკლებ კნუტს, რამდენსაც შემდეგ მშობიარობებზე აჩენს.
Обычно в первый помет кошка рожает от одного до трех котят

მინიმალური და მაქსიმალური კნუტების რაიოდენობა

მინიმალური კნუტების რაოდენობა ადვილი დასადგენია – ერთი კნუტი არის ის „მინიმუმი“, რომელიც შესაძლოა დედა კატას ეყოლოს. რაც შეეხება მაქსიმალურ რაოდენობას, საშუალოდ კატა აჩენს 6დან 8 კნუტამდე, მაგრამ შესაძლებელია ერთ ჯერზე 10 კნუტის გაჩენაც. ეს არის ზოგი ჯიშის მახასიათებელი. ცნობილია შემთხვევა როდესაც სპარსული ჯიშის დედალმა 15 კნუტი გააჩინა. ასევე არასტანდარტულად დიდი რაოდენობის კნუტები შესაძლოა გააჩინოს ქუჩის კატამაც, რომელსაც დაწყვილება ჰქონდა 2 ან მეტ მამალთან. ცნობილია რომ კატას შეუძლია ერთდროულად მუცლად ატაროს სხვა და სხვა მამლისგან კნუტები, თუ მათი შეწყვილება დროში ემთხვევა.
сколько минимально и максимально котят рожает кошка?

კნუტების რაოდენობა და კატის ჯანმრთელობა

კატა საჭიროებს ბევრ ძალას და ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობას იმისათვის რომ მუცლად ატაროს, გააჩინოს და გამოკვებოს კნუტების დიდი რაოდენობა. ასევე კნუტების დიდი რაოდენობის შემთხვევაში დედებს ხშრად აქვს გართულებები მშობიარობის დროს. ეს პირველ რიგში ეხება ახალბედა და ხანდაზნულ კატებს. მშბიარობისას სირთულეების გარდა, მრავალშვილიან კატას შესაძლოა პრობლემები შეექმნას მომავალშიც. თუ კნუტების რაოდენობა ძალიან დიდია, ყველაზე ჯანმრთელ დედასაც კი გაუჭრდება ყველას გამოკვება – შესაძლოა არ ეყოს არც ძალები და არც რძე. როცა დედის მუცელში ძალიან ბევრი კნუტია, ხშრად რამოდენიმე კვდება მუცლად ყოფნისას. ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ კატას არ ჰყოფნის თავისი ორგანიზმის რესურსი გაუმკლავდეს მრავალშვილიან ორსულობას. კნუტების ძალიან დიდი რაოდენობის შემთხვევაში დედის ორგამნიზმი ძლიერად იფიტება. მშობიარობის შემდეგ კატა იმყოფება პოსტნატალურ სტრესში. ძალიან ხშრად კატას პატარების დაკარგვის ეშინია და ის მუდმივად ნერვიულობს, როდესაც პატარები სხვა და სხვა მიმართულებით ცოცვას ცდილობენ. პატარა რაოდემნობის კნუტების შემთხვევაში არსებობს სხვა რისკები – რაც ნაკლებია კნუტების რაოდენობა დედის მუცელში, მით დიდია მათი ზომა. მშობიარობის დროს დიდ კნუტს უძნელდება გამოსვლა და შესაძლოა გზად გაიჭედოს, რაც როგორც დედისთვის ასევე კნუტისთვისაც საშიშია. თუ მშობიარე დედას აქვს ნაყოფის გაუვალობა, საჭიროა ჩაუტარდეს საკეისრო კვეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს სიკვდილი ემუქრება. ნაკლები რაოდენობის კნუტების შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემა არის მასტიტი, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლებში რძის ზედმეტი რაოდენობისაგან.
сколько котят рожает кошка очень влияет на ее здоровье
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!