პოინტერი
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ზომა დიდი სიმაღლე 63–70 სმ წონა 18-25 კგ ასაკი 15 წლამდე მოკლე ინფორმაცია • ჭკვიანი, ყურადღებიანი და მშვიდი მონადირე ძაღლი; • მოსწონს კონკურენცია; • გამოდგება ქალაქგარეთ საცხოვრებლად.
ხასიათი პოინტერი წარმოშობით ინგლისიდანაა. ეს მონადირე ძაღლი ნამდვილი არისტოკრატია. გამოირჩევა გამძლეობით, მოსიყვარულე ხასიათითა და სიმშვიდით. ამ ჯიშის ძაღლი ეჯაჭვება პატრონს და ცდილობს ყველაფერში ასიამოვნოს მას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოინტერი მარტო დიდხანს არ დატოვოთ, თორემ მოიწყენს და იდარდებს. ისევე, როგორც სამასი წლის წინ, პოინტერები ერთგულად ემსახურებიან მონადირეებს და თუ გეგმავთ ეს მონადირე ძაღლი კომპანიონად გაიხადოთ, მზად იყავით ყოველდღიური ვარჯიშისთვის მასთან ერთად. პოინტერი ძალიან აზარტული ხდება, როდესაც საქმე თამაშებს ეხება. სწორედ თამაშის დროს შეძლებთ დაინახოთ თანდაყოლილ მონადირულ ინსტიქტს როგორ ავლენს.
პოინტერი სეირნობისას ნამდვილი სპორტსმენია. თუ პატრონი სირბილით ან ველოსიპედით დადის, ძაღლი მის გვერდით სიამოვნებით ირბენს. ფიზიკური დატვირთვის გარეშე პოინტერის ტემპერამენტი ფუჭდება და შეიძლება უმართავი გახდეს. როგორც მცველი, ეს ძაღლი ყოველთვის კარგი არ არის. მას შეუძლია გააფრთხილოს მფლობელი დაუპატიჟებელი სტუმრების მოსვლის შესახებ ამცნოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ქუდრი შეაჩეროს. ამასი დამნაშავე მისი კეთილშობილი ხასიათია. ამ ძაღლის მთავარი მოწოდება ნადირობაა და ამ საქმესი ბადალი არ ჰყავს. თუმცა, აგრესიის არარსებობა ამ ჯიშის უდავო პლუსია. რბილი ხასიათისა და მოთმინების უნარის წყალობით პოინტერი იდეალური კანდიდატია ბავშვებიანი ოჯახისთვის შინაური ცხოველის როლისთვის. ის არასდროს მიაქცევს ყურადღებას კივილს და ყვირილს, სამაგიეროდ, სიამოვნებით ირბენს და ითამაშებს პატარებთან ერთად. ასევე, პოინტერი საკმაოდ კეთილგანწყობილია სხვა ცხოველების მიმართ, გარდა ფრინველებისა, რომლებიც შეიძლება მოსანადირებელ სამიზნედ ჩათვალოს. თუმცა, როგორც ნებისმიერ ძაღლს, ამ ჯიშის წარმომადგენლებს სჭირდებათ სოციალიზაცია. პოინტერის წვრთნა ადრეულ ასაკში იწყება. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია, რადგან ძაღლი მუდმივად ცდილობს, პატრონს ასიამოვნოს. მიიჩნევა, რომ ეს ძაღლი ნებისმიერ ასაკში სიამოვნებით ასრულებს ბრძანებებს. თუმცა, წვრთნისას ძირიტადი ყურადღება უნდა დაეთმოს მონადირული უნარების განვითარებას და არა ილეთების შესრულებას.
Leave your comment