პატარა ძაღლების ჯიშები

პატარა ძაღლების ჯიშები

ძალიან ხშირად, შინაური ცხოველის არჩევისას, ქალაქის მაცხოვრებლები ძაღლების პატარა ჯიშებს განიხილავენ. ეს გასაკვირი არც არის: მინიატურული ოთხფეხა ცხოველების ბინაში შენახვა უფრო ადვილია – დიდი ფართი საჭირო არ არის. ასეთ შინაურ ცხოველებთან არ არის საჭირო ხანგრძლივი ინტენსიური გასეირნება და წვრთნა, როგორც დიდი ჯიშების წარმომადგენლებთან. თუმცა, პატარა ძაღლებს აქვთ საკუთარი მახასიათებლები – ჩვენ სწორედ მათზე ვისაუბრებთ. მცირე ზომის ძაღლების ჯიშების პლუსები და მინუსები მომშენებელების აზრით, პატარა ზომის ძაღლებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შინაურ ცხოველს, თავიანთი პლუსები და მინუსები აქვთ. პირველ რიგში, ჩვენ პატარა ჯიშის ყველა უპირატესობაზე ვისაუბრებთ. ასეთ ძაღლს არ სჭირდება დიდი ბინა ან სახლი, მცირე ფართიც ყოფნით. პატარა ძაღლების გასეირნება არ უნდა იყოს ხანგრძლივი, არც ინტენსიური წვრთნა სჭირდებათ (დიდი ჯიშებისგან განსხვავებით). რაც უფრო პატარაა შინაური ცხოველი, მით ნაკლები საკვები სჭირდება დასანაყრებლად და შესაბამისად, საკვებში ნაკლებ თანხას დახარჯავთ. პატარა ჯიშის ძაღლები რეალურ საფრთხეს არ უქმნიან პატრონებს და სხვებს, თუნდაც ინსტინქტებმა შეუტიონ – მასთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. მინიატურული ცხოველების გადაადგილება უფრო ადვილია – ყველაზე ხშირად შეგიძლიათ უბრალოდ ხელში აიყვანოთ ან კალთაში ჩაისვათ – დამატებითი ადგილი არ დასჭირდება. სტატისტიკურად, პატარა ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ვიდრე მათი დიდი ნათესავების. უფრო მეტიც, ისინი უფრო დიდხანს რჩებიან აქტიურები, რაც პატრონებისთვის დიდი პლუსია. კიდევ ისინი საყვარელები, მხიარულები, სახალისოდ მოუხერხებელნი არიან… ზოგადად, მათი მომხიბვლელობა ეჭვს არ იწვევს! ჩვენ თქვენთვის ძაღლების პატარა ჯიშების ნაკრები შევადგინეთ, დავურთეთ ფოტოები, დასახელება და აღწერილობა, რათა სასურველი ცხოველის შერჩევა, ყოველმა თქვენგანმა შეძლოს. სანამ ჯიშების ნაირსახეობებზე გადავალთ, კომპაქტური ძაღლების მინუსებსაც შევეხებით, გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია ესეც ვიცოდეთ. მინიატურული ჯიშის ძაღლები თამაშის, დაცემის ან დარტყმის დროს უფრო მარტივად იღებენ ტრავმებს, ძალიან ნაი სხეული აქვთ. დიდი ძაღლებისგან განსხვავებით, პატარებს მძიმე ფიზიკური დატვირთვა არ სჭირდებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ ისინი ითვლებიან „ცოცხალ ძრავებად“, რომლებსაც სირბილი, ხტუნვა და თამაში არ ეზარებათ. პატრონი შესაძლოა ამან დაღალოს. ხშირად, პატარა ძაღლები უფრო ახირებულები არიან და მუდმივ ფრთხილ მოვლას საჭიროებენ, რაც მომშენებელს ზედმეტ პრობლემებს უქმნის.
милая маленькая собачка

ვის შეეფერება მინიატურული ჯიშის ძაღლები?

 

ძაღლების პატარა ჯიშები სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს შეეფერება. თუ საცხოვრებელი ადგილის შესახებ ვისაუბრებთ, მაშინ, უფრო ხშირად ასეთი შინაური ცხოველებს ბინების მაცხოვრებლები იყვანენ, პირველ რიგში, მცირე ფართობის გამო. თუმცა პატარა ძაღლის ყოლა საკუთარ სახლშიც დასაშვებია, ოღონდ, თუ შესაბამის პირობებს შეუქმნით.

 

რაც შეეხება პატრონების ასაკს, მინიატურული, კუდიანი მეგობარი მარტოხელა ადამიანებისთვის შესანიშნავი თანამგზავრი გახდებაუბრალოდ, მას მოწყენისთვის და სევდისთვის დრო არ დარჩება. ასეთი ძაღლი წყვილებისთვისაც შესაფერისია, მაგრამ ყოველთვის არა ბავშვიანი ოჯახებისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მცირე ზომის ჯიშების წარმომადგენლები დაზიანებების მიმართ ძალიან არიან მიდრეკილნი. ამიტომ, ასეთი ძაღლების ყოლა, ბავშვიანი ოჯახებისთვის რეკომენდირებული არ არის, ან, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. იდეალურ შემთხვევაში, პატარა ძაღლების პატრონების შვილები საკმარისად დიდები უნდა იყვნენ, იმის გასაგებად, ცხოველს როგორ მოექცნენ.

ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაშიც სიტუაციას ორი მხარე აქვს: ერთის მხრივ, მინიატურული შინაური ცხოველი ასაკოვანი ადამიანისთვის შესაძლოა ნამდვილ სიხარულად იქცესარსებად, რომელიც გააბედნიერებთ და იზრუნებენ მასზე. პატარა ჯიშის ძაღლი ხშირად ხდება მშვენიერი კომპანიონი პენსიონერებისთვის. თუმცა, არსებობს მეორე მხარეცპატარა ოთხფეხა მეგობრები შეიძლება ძალიან ცელქები აღმოჩნდნენ და გამუდმებით ყურადღებას ითხოვდნენ. ასაკოვან ადამიანებს ხშირად არ ეყოფათ ძალა მათ აქტიურობასთან გასამკლავებლად.

ამიტომ, სანამ მცირე ჯიშის ძაღლს აიყვან, მომავალმა პატრონმა ყველაფერი კარგად უნდა აწონდაწონოს, გაეცნოს არჩეული ჯიშის თავისებურებებს და მიხვდეს, შეძლებს თუ არა, უზრუნველყოს ძაღლი კომფორტით, უსაფრთოებითა და აუცილებელი ყურადღებით.

ყველაზე პატარები: პატარა ჯიშის ძაღლი

წარმოგიდგენთ პატარა ჯიშის ძაღლების ტოპ-50-ს, იხილეთ მინიჯიშების სია თანდართული ფოტოებითა და მახასიათებლებით.

ალოპეკისი

სიმაღლე: 23–32 სმ. წონა: 3-8 კგ. ასაკი: 14-16 წელი.

წარმოშობით საბერძნეთიდან არის. ჯიშის სახელი ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “მელა”. ძირითადი მახასიათებლები: მეგობრულობა, მხიარულება, ყურადღებიანობა, დამცველობითი უნარი. ალოპეკისი ყოველთვის ცდილობს ასიამოვნოს პატრონს და ამიტომ შესანიშნავად იწვრთნება. მას შეუძლია მეგობრულად ითანაცხოვროს როგორც ბავშვებთან, ასევე სახლში მცხოვრებ სხვა ცხოველებთან.
Алопекис одна из маленьких пород собак
ამერიკული ესკიმოსური შპიცი

სიმაღლე: ტოის – 22,9–30,5 სმ; მინიატურულის – 30,5–38,1 სმ. წონა: 2,7-10 კგ. ასაკი: 13-15 წელი. წარმოშობით შეერთებული შტატებიდანაა. ხასიათი: მხიარული, თამაშის მოყვარული, აქტიური, ხმაურიანი. ამ ჯიშს კარგი დამცველობითი თვისებები აქვს, საშიშროების შესახებ ხმამაღალი ყეფით გამცნობთ. მნიშვნელოვანია რეგულარულად წვრთნა და დავარცხნა. ასეთი ძაღლი შეეგუება როგორც ბავშვს, ასევე სხვა შინაურ ცხოველებს. Американский эскимосский шпиц довольно маленькая собака
ანდალუზიური ტრაქტირის ვირთხმჭერი

სიმაღლე: 35–43 სმ. წონა: 5-10 კგ. ასაკი: 14-16 წელი. ესპანეთის ეროვნული ჯიში. სხვაგვარად მას “ანდალუზიურ რატონეროს” უწოდებენ. არის ენერგიული და ცნობისმოყვარე, მონადირული ინსტინქტები კარგად აქვს განვითარებული. ძალიან ჭკვიანი ცხოველია, ზოგჯერ სიჯიუტესა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ავლენს. სჭირდება ვარჯიში და წვრთნა. ბავშვებთან ალერსიანია.
Андалузский трактирный крысолов это мелкая порода собак
პრაღული ვირთხმჭერი   სიმაღლე: 19–22 სმ. წონა: 1,2-3,5 კგ. ასაკი: 12-14 წელი. ევროპის ამ ერთ-ერთი უძველესი ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ პატარა სხეული და ძალიან მკვეთრი ხმა. მათი უპირველესი ამოცანა, ვირთხებზე ნადირობაა. დღეს პრაღული ვირთხმჭერი სახლის საყვარელი ბინადარი და კომპანიონია. მიუხედავად მისი ზომისა, ძალიან მამაცი ძაღლია. აქვს მაღალი ინტელექტი და შესანიშნავი ათვისების უნარი. შესაფერისია ბავშვიანი ოჯახებისთვისაც და მოხუცებისთვისაც.
фото маленькой породы собак - пражского крысарика
აფენპინჩერი სიმაღლე: 24–28 სმ. წონა: 3-4 კგ. ასაკი: 14 წელი. წარმოშობით გერმანული, აფენპინჩერი ძალიან კომპაქტური და მსუბუქი ძაღლია. ამ ჯიშის წარმომადგენლები ძალიან ენერგიულები და ცნობისმოყვარეები არიან, მათ “პატარა ულვაშიან ეშმაკებს” უწოდებენ. შესანიშნავი მცველია. აუცილებელია მისი აღზრდა და წვრთნა რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ. არ არის საუკეთესო არჩევანი ბავშვიანი ოჯახებისთვის.
Аффенпинчер интересная маленькая собака
ავსტრალიური ტერიერი სიმაღლე: 23–28 სმ. წონა: 4-6 კგ. ასაკი: 12-15 წელი. ავსტრალიის მკვიდრი, რომლის წინაპრები კონტინენტზე ევროპიდან ჩამოიყვანეს. ნათესავების მსგავსად, განსაკუთრებული სიმამაცით გამორჩეული უშიშარი ძაღლია. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ასეთი ძაღლის აღზრდას, მით უკეთესად აღიქვამს და შეეგუება სხვა ცხოველებს. ავსტრალიური ტერიერი ძალიან მხიარული, აქტიური და ერთგული ძაღლია. ასევე საკმაოდ კარგი მცველიც გახლავთ.
Австралийский терьер это бесстрашная маленькая собака
ბატაკური შპიცი სიმაღლე: 30-45 სმ. წონა: 5 კგ-მდე. ასაკი: 13-15 წელი. ამ ჯიშის სამშობლო ინდონეზიაა. ფუმფულა ოთხფეხას მელიის სახე და კუდი, რომელიც ცხვრის კუდის მსგავსად ეგრიხება. შეფერილობა ძალიან მრავალფეროვანი გვხვდება. ბატაკური შპიცი ძალიან პოზიტიური, მხიარული და თამაშის მოყვარული ძაღლია, ყეფა განსაკუთრებით უყვარს. აქვს დამცველობითი თვისებები.
Батакский шпиц это маленькая собакая с хвостом баранкой
ბივერული იორკშირული ტერიერი სიმაღლე: 20-27 სმ. წონა: 2-3,5 კგ. ასაკი: 12-15 წელი. ეს პაწაწინა ძაღლი გერმანიაში წარმოიშვა, იორკშირული ტერიერის შთამომავალია. ბივერული იორკშირული ტერიერის ძირითადი თვისებებია მხიარულება, ენერგიულოა და თავნებობა. განვითარებული აქვს ღირსების გრძნობა, რომელიც ამპარტავნებაშიც კი გადასდის. შეიძლება სხვა ცხოველები სახლში ცხოვრება არ მოეწონოს. სხეულის სისუსტის გამო, არ არის რეკომენდებული ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ.
Бивер йоркширский терьер это красивая маленькая собака
ბიშონ ფრიზე სიმაღლე: 27-30 სმ. წონა: 5-7 კგ. ასაკი: 16-19 წელი. ფრანგული დეკორატიული ჯიში. მისი წარმომადგენლები ითვლებიან შესანიშნავ კომპანიონებად, რადგან პატრონებს სიყვარულს ჩუქნიან და ძალიან დამოუკიდებლებიც არიან. უყვართ თამაში, მაგრამ თავს არ მოგაბეზრებენ, არიან დამჯერები. ფუმფულა ფრანგული ბალონკა არის ძალიან ჭკვიანი ძაღლი, შესანიშნავი არჩევანია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად ყოლისთვის.
популярная мелкая порода собак бишон фризе
ბოლონიეზი სიმაღლე: 25-30 სმ. წონა: 2,5-4 კგ. ასაკი: 13-15 წელი. ათ საუკუნეზე დიდი ხნისისტორიის მქონე არისტოკრატული ჯიში. ეს პატარა იტალიის მკვიდრი ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონია ქალაქის მაცხოვრებლისთვის. წამის მეასედში ესმის პატრონის, კარგად იწვრთნება, ოჯახს საფრთხისგან ყეფით იცავს. ძალიან მხიარული ძაღლია, რომელიც პატრონს სიყვარულს ჩუქნის. მნიშვნელოვანია: ბოლონიეზს სჭირდება ბეწვის გაკრეჭა და დავარცხნა.
Болоньез
ბორდერ ტერიერი სიმაღლე: 33–37 სმ. წონა: 5-7 კგ. ასაკი: 11-13 წელი. ტერიერი ბრიტანელია. ძალიან მომხიბვლელი ძაღლი, რომელსაც კომპანიონად ხშირად ირჩევენ. ბუნებით შესანიშნავი მონადირეა. ადვილად იწვრთნება, იქცევა მშვიდად და მორჩილად, ძალიან მშვიდობისმოყვარე და სიცოცხლის მოყვარულია. ბორდერ ტერიერს უყვარს ყურადღება და პატრონთან განშორებას ვერ აიტანს, ამიტომ ძალიან დაკავებული ადამიანებისთვის არ არის რეკომენდირებული.
Бордер-терьер
ბრაზილიური ტერიერი სიმაღლე: 36-41 სმ. წონა: 7-9 კგ. ასაკი: 12-14 წელი. ამ ტერიერის სამშობლო ბრაზილიაა. მშობლიურ ქვეყანაში მას ეროვნულ სიამაყედ აღიარებენ. შესანიშნავი მონადირეა. აქტიურ ბრაზილიურ ტერიერს აუცილებელია დატვირთვა და ვარჯიში. გარშემომყოფების მიმართ გამოხატავს კეთილგანწყობას, ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის. ძალიან მოძრავი ძაღლია, რომელსაც მთელი დღე ქუჩაში სირბილი შეუძლია. უყვარს ოჯახი და განსაკუთრებით პატრონი.
Бразильский терьер
ლევრეტკა სიმაღლე: 33-38 სმ. წონა: 2,7-3,6 კგ. ასაკი: დაახლოებით 14 წელი. პატარა ლევრეტკა იტალიიდან მოდის, სამშობლობაში, ხანდახან სანადიროდ გამოიყენება. ლევრეტკას ძალიან უყვარს თავისი პატრონი და ყველანაირად ცდილობს ასიამოვნოს. ძაღლი ითვლება მორიდებულად და მორცხვად მიიჩნევა, ამიტომ ფრთხილად მოპყრობა და აღზრდა სჭირდება. ძალიან ნაზი და მორჩილი მინიატურული ძაღლია, რომელიც იდეალურია როგორც მარტოხელა, ასევე დაოჯახებული ადამიანებისთვის.
Левретка
მინიატურული ბულტერიერი სიმაღლე: 26-36 სმ. წონა: 8 კგ-მდე. ასაკი: 14 წლამდე. ბრიტანულ ბულტერიერს უყვარს გართობა და თამაში, ძალიან პოზიტიური და ენერგიული შინაური ცხოველია. ჯიუტი, თავისი გატანას მუდამ ეცდება. გაბედული და მამაცია, საშიში მოწინააღმდეგეა. აღზრდის ნაკლებობამ შეიძლება ის ჩხუბისთავად და აგრესორად აქციოს. მინიატურული ბულტერიერი ჩვეულებრივ კარგ ხასიათზეა და უყვარს მოფერება. სჭირდება ხშირი აქტიური სეირნობა.
Бультерьер миниатюрный
ვალენსიური რატერი სიმაღლე: 40 სმ-მდე. წონა: 8 კგ-მდე. ასაკი: 12-17 წელი. წარმოშობით ესპანელი, შინ ეროვნულ საგანძურად ითვლება. მშვიდობისმოყვარე ძაღლი, ოდნავი საფრთხეც რომ იგრძნოს, პატრონს ყეფით შეატყობინებს. მისი საყვარელი აქტივობებია: სირბილი, ხტუნვა და გარეთ თამაში. ვალენსიური რატერი არის მხიარული, ჭკვიანი და უყვარს, როდესაც თამაშით ასწავლიან. არც ისე კომუნიკაბელური ძაღლია, საკმაოდ ცივი ბავშვების, უცხო ადამიანების და სხვა ცხოველების მიმართ.
Валенсийский ратер
ამერიკული ტოი ფოქსტერიერი სიმაღლე: 25-მდე. წონა: 1,5-3 კგ. ასაკი: 13-14 წელი. ამ ჯიშის წარმომადგენლები აშშ-დან ერთ-ერთი ყველაზე მოუსვენრები და ენერგიულები არიან ოთხფეხათა შორის. სირბილისთვის და სახტუნაოდ სულ მზად არიან, ამერიკული ტოი ფოქსტერიერი საცირკო ილეთებსაც მარტივად ასრულებს. ეს არის ძალიან აქტიური და მხიარული ძაღლი. უყვარს და ოჯახს ხმაურიანი ყეფით იცავს. ეწყობა სკოლის მოსწავლეებს, ვერ იტანს პატრონთან ხანგრძლივ განშორებას.
Американский той-фокстерьер
ბელგიური გრიფონი სიმაღლე: 16-22 სმ. წონა: 3,6-5,4 კგ. ასაკი: 12-14 წელი. მცირე ზომის უხეშბეწვიანი ძაღლების შთამომავალი, რომლებიც ადრე ბელგიაში ცხოვრობდნენ. არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს. მომშენებლებს მათი ცნობისმოყვარეობის, სიზუსტის, ყურადღების და სწავლისადმი მიდრეკილების გამო ძალიან უყვართ. ლოგიკური სათამაშოების გარდა, ბელგიური გრიფონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატრონისგან სიყვარულსა და ყურადღებას გრძნობდეს. ტრიმინგია ესაჭიროება, რომელიც წელიწადში 3-4-ჯერ კეთდება.
Бельгийский гриффон
ვესტ ჰაილენდ უაიტ ტერიერი სიმაღლე: 25-28 სმ. წონა: 8-10 კგ. ასაკი: 15 წლამდე. ტერიერი შოტლანდიაში წარმოიშვა, მისთვის თეთრი შეფერილობა სავალდებულოა. უძველესი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მონადირული ჩვევები და გამძლეობა ერგოთ. მხიარული ხასიათით, კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან და ძალიან საყვარლები არიან. ზოგჯერ, ეს ჯიში სიჯიუტეს ავლენს, მამაცი და გაბედულია. ურჩევნია აქტიური სეირნობა, უყვარს ყეფა. პატრონის ერთგულ მეგობრად იქცევა.
Вест-хайленд-уайт-терьер
ვოლპინო იტალიანო სიმაღლე: 25-30 სმ. წონა: 4-5 კგ. ასაკი: 14-16 წელი. იტალიური წარმოშობის შპიცი. საკმაოდ იშვიათი ძაღლი მსოფლიოში. იტალიური შპიცი ენერგიით არის სავსე, ფრისბისა და აჯილიტის შესანიშნავი მოთამაშეა, ადვილად იწვრთნება. იცავს ოჯახს და უყვარს ის. ოჯახს, ყურადღებიანი და ერთგული ძაღლია. შეიძლება სიჯიუტეს ავლენდეს. ვოლპინო იტალიანო მუდმივად ვარცხნას საჭიროებს.
Вольпино итальяно
ჰავანური ბიშონი სიმაღლე: 23-29 სმ. წონა: 5 კგ-მდე. ასაკი: 16 წლამდე. დეკორატიული კომპანიონი ძაღლი კუნძულ კუბადან. ჰავანესს აქვს ექსტროვერტია, უყვარს თამაში და ურთიერთობა. მეგობრულია, ეჯაჭვება ოჯახის ყველა წევრს და მათი ყურადღება სჭირდება. უყვარს სირბილი, ხტუნვა, მოფერება სიამოვნებს. თუ ბიშონს კარგად გაზრდით, ის მთელი ოჯახის მორჩილი და მშვიდი მეგობარი გახდება.
Гаванский бишон
მოკლებეწვიანი ფოქსტერიერი სიმაღლე: 38,5–39,5 სმ. წონა: 7-8 კგ. ასაკი: 13-14 წელი. დიდი ბრიტანეთის მკვიდრი, ეს ფოქსტერიერი მოქოქილი, უდიდესი ენერგიის მქონე. მხიარული და თამაშის მოყვარულია, პატრონს აღმერთებს. ჭკვიანი და ინტელექტუალური ძაღლია, თუმცა ბრძანებების სწავლებას მისთვის მხოლოდ გამოცდილი და მომთმენი ადამიანი შეძლებს. შეიძლება სხვა ცხოველებთან ურთიერთობა არ მოეწონოს, მაგრამ შესანიშნავია ბავშვიანი ოჯახებისთვის.
Гладкошерстный фокстерьер
რუსული სალონური ძაღლი სიმაღლე: 18–28 სმ. წონა: 1,8-3,5 კგ. ასაკი: 15 წელი. ახალი ჯიში, რომელიც 30 წელზე ნაკლები ხნისაა. დღესდღეობით, ეს ჯიში იშვიათია და ძვირი ღირს. ქალთევზა (ანუ რუსული სალონული ძაღლი) გამოყვანილია ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. ის არის მშვიდი და გაწონასწორებული, აქვს სტაბილური ფსიქიკა. მორჩილი და დამჯერია, იდეალური კომპანიონია როგორც სახლში, ასევე მოგზაურობაში. იშვიათად ყეფს. სიხარულით გარბის სათამაშოდ, განსაკუთრებით, საყვარელ პატრონთან. მის მდიდრულ ბეწვს გულმოდგინე მოვლა სჭირდება.
Русская салонная собака
პეტერბურგული ორქიდეა სიმაღლე: 20-30 სმ. წონა: 1-4 კგ. ასაკი: 13-15 წელი. ეს ახალი ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში მე-20 საუკუნის ბოლოს, მიეკუთვნება ლამაზ და დახვეწილ ძაღლებს. პეტერბურგულ ორქიდეას ნამდვილი კომპანიონის საუკეთესო თვისებები აქვს. ეს არის ენერგიით სავსე აქტიური ძაღლი, თანაც ძალიან მორჩილი და მოსიყვარულე. მას პატრონის სიყვარული და მზრუნველობა სჭირდება. ეს ძაღლები სრულიად არააგრესიულები არიან, ეწყობიან ბავშვებს და სხვა ცხოველებს. მათ განსაკუთრებულ ვარცხნილობას 1,5-2 თვეში ერთხელ გრუმინგის საშუალებით კორექტირება სჭირდება.
Орхидея петербургская
ჯეკ რასელ ტერიერი სიმაღლე: 25-30 სმ. წონა: 5-8 კგ. ასაკი: 14 წელი. ინგლისური ტერიერი სხვადასხვა ტიპის ბეწვით გვხვდება, შეიძლება იყოს მოკლებეწვიანი, უხეშბეწვიანი და ბროკენი, შეფერილობაში თეთრი ფერი ლიდერობს. ეს არის გამძლე ინგლისელი მკვეთრი ყნოსვითა და ინტუციით გამორჩეული მონადირე. ჯეკ რასელ ტერიერი დამოუკიდებელი და უშიშარია. ცხოვრებაში, საკმაოდ ენერგიული და აქტიური ძაღლია, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და ფიზიკურ დატვირთვას. უყვარს ყურადღება, ყეფს ხმამაღლა. პატრონს ნამდვილ კომპანიონობას უწევს.
Джек-рассел-терьер
კონტინენტური ტოი სპანიელი სიმაღლე: 22-28 სმ. წონა: 1,5-5 კგ. ასაკი: 12-15 წელი. ამ ჯიშის სამშობლოდ, ორი ევროპული ქვეყანა – საფრანგეთი და ბელგია – ითვლება. ტოი სპანიელები შეიძლება ყურებით განსხვავდებოდნენ, ამიტომ ჯიშს 2 ტიპად ყოფენ: პაპიონი (ან პაპილიონი) და ფალენი. ამ ძაღლს უყვარს თამაში და გართობა, ენერგიით სავსეა და პატრონს არ მოაწყენს. ეს უკანასკნელი, ცხოველს ძალიან უყვარს და შეიძლება იეჭვიანოს კიდეც. შესანიშნავი კომპანიონია ქალაქის მაცხოვრებლისთვის, შესაფერისია ხანდაზმული ადამიანებისთვის და პატარა ბავშვებისთვის.
Континентальный той-спаниель
კოტონ დე ტულეარი სიმაღლე: 25-30 სმ. წონა: 1,5-7 კგ. ასაკი: 14-16 წელი. თეთრი კომპანიონი ძაღლი კუნძულ მადაგასკარიდან, რომლის წინაპრებად მალტეზეს ბალონკები ითვლებიან. კოტონ დე ტულეარი ინტელექტუალია, ყველაფერში ძალიან აკურატული. დეკორატიული შინაური ცხოველი, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი ერთნაირად უყვარს. მას ძალიან სჭირდება მათი ყურადღება და მარტოობას ვერ აიტანს. მიუხედავად იმისა, რომ ბეწვი არ სცვივა, ვარცხნას საჭიროებს. შესანიშნავია პატარა ბინებში საცხოვრებლად.
Котон-де-тулеар
ლანკაშირული ჰილერი სიმაღლე: 25–31 სმ. წონა: 2,5-6 კგ. ასაკი: 12-15 წელი. პატარა მწყემსი ძაღლი დიდი ბრიტანეთიდან. ლანკაშირული ჰილერის მთავარი პლუსები მეგობრლობა და პასუხისმგებლობაა. მისი ფრთხილად მეთვალყურეობის ქვეშ ბავშვების დატოვებაც კი შეგიძლიათ. ძალიან ენერგიული ძაღლია, რომელსაც შეუძლია მთელი დღის განმავლობაში თამაში და გართობა. სასუსნავის სანაცვლოდ, წვრთნაზე უარს არ გეტყვით, ადვილად ითვისებს და იმახსოვრებს ბრძანებებს. შესანიშნავია ქალაქის ბინაში შესანახად.
Ланкаширский хилер
ლჰასა აფსო სიმაღლე: 36-41 სმ. წონა: 6-7 კგ. ასაკი: 17 წელი. დეკორატიული კომპანიონი ძაღლი წარმოშობით ტიბეტიდან. ერთ-ერთი უძველესი ჯიში, რომელიც დღემდე შემორჩა. ლჰასა აფსოს ინტელექტი ძალიან განვითარებული აქვს, გაწონასწორებულია, მაგრამ დაჟინებული. ერთგული და მოსიყვარულე ძაღლია, ძალიან ჭკვიანია და თამაშიც უყვარს. მას არ სჭირდება ხანგრძლივი და ძალიან აქტიური გასეირნება, ამიტომ იდეალურია ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. გრძელ ბეწვს რეგულარული მოვლა სჭირდება.
Лхаса апсо
პატარა ლომის ძაღლი სიმაღლე: 25–33 სმ. წონა: 4-8 კგ. ასაკი: 12-15 წელი. ფრანგული დეკორატიული ჯიში. სხვაგვარად უწოდებენ “ლიოვჰენს”, რაც გერმანულად “პატარა ლომს” ნიშნავს. ძალიან პოზიტიური ძაღლია, რომელსაც პატრონებისადმი მიჯაჭვულობა და სიცოცხლის სიყვარული ახასიათებს. ყოველთვის კარგ ხასიათზეა და ოჯახის წევრების გასახალისებლად მუდამ მზადაა, უყურადღებობასა და მარტოობაში იტანჯება. მისი აღზრდა მარტივია, რადგან პატრონის მოწონებისა და ქების დამსახურებას ცდილობს. მოსიყვარულე და ალერსიანი ძაღლია. თვეში ერთხელ გაკრეჭა სჭირდება.
Малая львиная собака
მალტიპუ სიმაღლე: 20-30 სმ. წონა: 3-6 კგ. ასაკი: 13-15 წელი. მინიატურული ამერიკული ძაღლი მალტური ბალონკისა და ტოი პუდელის შეჯვარების შედეგად გამოჩნდა. მალტიპუ ძალიან საყვარელია და რბილ სათამაშოს ჰგავს. პატრონის ერთგულია და სიყვარულს სიამოვნებით ჩუქნის. ამ დიზაინერული ჯიშის ძაღლს უნდა ასწავლონ მორჩილება ნაზად და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში. მხიარული ძაღლია, რომელიც უხეშ მოპყრობას არ მოითმენ. მალტიპუ რეგულარულად უნდა დაბანოთ და დავარცხნოთ.
Мальтипу
მანჩესტერ ტერიერი სიმაღლე: ტოი: 25-30 სმ. სტანდარტი: 38-40 სმ. წონა: ტოი: 2,5–3,5 კგ. სტანდარტი: 7,7-8 კგ. ასაკი: 14-16 წელი. ჯიში დიდი ბრიტანეთიდან, რომლის წარმომადგენლები წარსულში ნამდვილი ვირთხების მჭერები იყვნენ. მანჩესტერ ტერიერმა წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო სიძლიერე, ამტანობა და სისწრაფე. დღეს მანჩესტერ ტერიერი ადამიანისთვის შესანიშნავ კომპანიონად ითვლება. ეს თავდადებული ძაღლი პატრონს პატივისცემით ეპყრობა და ადამიანის ყურადღებას საჭიროებს. აქტიური და მოუსვენარი, ცნობისმოყვარე. ცუდად იტანს სიცივეს.
Манчестер-терьер
მოპსი სიმაღლე: 18-20 სმ. წონა: 6,3-8,1 კგ. ასაკი: დაახლოებით 12 წელი. ოთხფეხა კომპანიონი ჩინეთიდან, რომელსაც არ ახასიათებს აგრესია. დამახასიათებელი თვისებაა კეთილგანწყობა და სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მოპსი ყველაზე აქტიური ძაღლი არ არის, თამაშსა და გართობაზე უარს არ იტყვის. ადამიანებს ძალიან ეჯაჭვება, დიდხანს ყურადღების გარეშე ყოფნა არ შეუძლია. ეს მინიატურული და პატარა ძაღლი შესანიშნავი მეგობარია და შესაფერისია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.
Мопс
ნორვეგიული ლუნდეჰუნდი სიმაღლე: 32-38 სმ. წონა: 6-7 კგ. ასაკი: 12-15 წელი. ჩრდილოელი შპიცი ნორვეგიიდან წამოვიდა და წარსულში ფრინველების მჭერი იყო. იშვიათი და უძველესი მონადირული ჯიშია. დღესდღეობით, ნორვეგიელი ლუნდეჰუნდი შესანიშნავი კომპანიონია. ეს ძაღლი ენერგიული და ხალისიანია და ასევე კარგად იწვრთნება. ამტანი და სპორტულია. შესაფერისია სიარულისა და სპორტის მოყვარული აქტიური ადამიანებისთვის.
Норвежский лундехунд
ნორვიჩ ტერიერი სიმაღლე: 25-26 სმ. წონა: 6-7 კგ. ასაკი: 15 წელი. ერთ-ერთი ყველაზე მინიატურული – ნორვიჩ ტერიერის დაბადების ადგილი დიდი ბრიტანეთია. თავის დროზე, წვრილფეხა ნადირზე და მღრღნელებზე სანადიროდ გამოიყვანეს. განვითარებული აქვს მონადირული საწყისები, სიმამაცე და გამბედაობა. კეთილგანწყობილი და მოუსვენარია, მარტოობას რთულად იტანს. გახსნილი და კომუნიკაბელურია, შეიძლება იყოს ჯიუტი. სქელი და გრძელი ბეწვი უნდა დაბანოთ და დავარცხნოთ, წელიწადში ერთხელ გაკრეჭა სჭირდება.
Норвич-терье
ნორფოლკ ტერიერი სიმაღლე: 23-25 ​​სმ. წონა: 4,5-6 კგ. ასაკი: 12-15 წელი. ეს ჯიში ინგლისიდან მოდის, სადაც მე-19 საუკუნეში თაგვების დასაჭერად გამოიყვანეს. ამ ინტელექტუალმა მონადირული თვისებები შეინარჩუნა. ნორფოლკ ტერიერი დელიკატურია ბავშვებთან და ცხოველებთან ურთიერთობისას, არ ამჟღავნებს აგრესიას და გაწონასწორებულია. შესანიშნავი ჯიშია დამწყებებისთვის. უპრეტენზიოა. ასეთი ძაღლისთვის პატრონის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაკავებულ ადამიანებს არ შეფერება.
Норфолк-терьер
ოდისი სიმაღლე: 33-39 სმ. წონა: 6-10 კგ. ასაკი: 15 წელი. წარმოშობით უკრაინელია. ჯიში საკმაოდ ახალგაზრდაა – მხოლოდ 50 წლის. ოდისი იშიფრება, როგორც „ოდესის იდეალური შინაური ძაღლი“. შესანიშნავი კომპანიონია, ძალიან კომუნიკაბელური და ენერგიულია, უყვარს თამაში, თუმცა, პატრონს თავს არ მოაბეზრებს. ერთგული ძაღლია, შესაფერისია მარტოხელა ადამიანებისთვის და ბავშვიანი ოჯახებისთვის.
Одис
პაპილიონი სიმაღლე: 20-28 სმ. წონა: 2-3 კგ. ასაკი: 16 წელი. პატარა დეკორატიული ძაღლი წარმოშობით საფრანგეთიდან. ჯიშის სახელი ფრანგულად ნიშნავს “პეპელას” (ჯიშს სახელი ყურების ფორმის გამო დაარქვეს). პაპილიონი მხიარული ძაღლია, რომელიც ყოველთვის ცდილობს პატრონის გახარებას. უყვარს ბავშვები და ილეთების შესრულება. თუმცა რთული ხასიათი აქვს და მიდრეკილია ალერგიისკენ.
Папильон
პარსონ რასელ ტერიერი სიმაღლე: 33-36 სმ. წონა: 7-8 კგ. ასაკი: 15 წელი. წარმოშობის ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი. სამშობლოში ყველაზე პოპულარულ მონადირულ ჯიშად ითვლება. ენერგიული და მოქნილ პარსონ რასელ ტერიერს გამბედაობა და სწრაფი გონება აქვს. ძალიან სწრაფად დარბის, სჭირდება აქტიური თამაშები. მეგობრულია, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. შესანიშნავი კომპანიონი მოგზაურთათვის და მათთვის, ვისაც დროის აქტიურად გატარება უყვარს.
Парсон-рассел-терьер
პტი ბრაბანსონი სიმაღლე: 28 სმ-მდე. წონა: 3-6 კგ. ასაკი: 13-15 წელი. სიტყვასიტყვით – პტი ბრაბანსონი ნიშნავს პატარა ძაღლს ბრაბანტის პროვინციიდან. დეკორატიული ბელგიური ძაღლი ძალიან მხიარული, აქტიური, ჭკვიანი და ცნობისმოყვარეა. ეშმაკი მანიპულატორია, განსაკუთრებით, როცა რამეს დააშავებს. ძილის დროს ხვრინვის მსგავს ხმებს გამოსცემს. პტი ადვილი გასაწვრთნელია, აქვს დამცველის თვისებები. ასეთი ძაღლი პატრონის განწყობას ყოველთვის ხვდება.
Пти брабансон
რუსული ტოი ტერიერი სიმაღლე: 20-28 სმ. წონა: 2-3 კგ. ასაკი: 12-15 წელი. სამშობლო – რუსეთი. რუსული ტოი ტერიერი ადვილად უგებს მეგობრულ ადამიანებსა და ცხოველებს. არ არის აგრესიული, აქტიური და მხიარულია. დამჯერია, ექვემდებარება წვრთნას და ბრძანებების შესრულება უყვარს. ძალიან მრავალფეროვანი შეფერილობა და წკრიალა ხმა აქვს. არ არის რეკომენდირებული ბავშვიანი ოჯახებისთვის, რადგან ძალიან ნაზია და მისი ტრავმირება ადვილია.
Русский той-терьер
ტაქსა (მინიატურული) სიმაღლე: 14–21 სმ. წონა: 6 კგ-მდე. ასაკი: 15 წელი. წარმოშობის ქვეყანა – გერმანია, წინაპრები – უძველესი მწევარი ძაღლები. თარგმანში “დაჰსჰუნდი” ნიშნავს “მაჩვის ძაღლს”. ადრე აქტიურად გამოიყენებოდა სოროებში ნადირობისთვის, ახლა კი, უბრალოდ, სახლის მხიარული ბინადარია. ბუნებით, ტაქსა ეშმაკი და თავნებაა, წვრთნა სჭირდება. თამაში და ყურადღება უყვარს. ეჯაჭვება პატრონს და სხვა ადამიანებთან მიმართებაში კატეგორიულია.
Такса миниатюрная
ფალენი სიმაღლე: არაუმეტეს 28 სმ. წონა: მინი – 1,5-2,5 კგ; სტანდარტი – 2,5–5 კგ. ასაკი: 12-14 წელი. დეკორატიული ძაღლი წარმოშობით საფრანგეთიდან. ფრანგულიდან მისი დასახელება ითარგმნება როგორც “ციცინათელა”. აქვს ლამაზი ჩამოკიდებული გრძელი ყურები, რომლებიც ფრთებს ჰგავს. გამოირჩევა წაწვეტებული სახითა და გრძელი ფეხებით. მხიარული და თამაშის მოყვარული ძაღლია, მამაცი და წკრიალახმიანი. მის გრძელ, ლამაზ ბეწვს მოვლა სჭირდება. ფალენი პატრონს ძალიან უახლოვდება.
Фален
გოლდასტ იორკი სიმაღლე: 25 სმ-მდე. წონა: 5 კგ-მდე. ასაკი: 12-15 წელი. პატარა მხიარული ძაღლი გერმანიიდან, რომელსაც აქტიური და განმავითარებელი თამაშები უყვარ. გოლდასტ იორკი კომუნიკაბელური და კომპანიური ძაღლია, შესანიშნავად პულობს საერთო ენას დიდებთან, ბავშვებთან და მოხუცებთან. ადვილად სწავლობს და იწვრთნება, ემორჩილება პატრონს და ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებს. ძალიან ეჯაჭვება პატრონს და ყურადღებას საჭიროებს, ამიტომ ძალიან დაკავებული ადამიანებისთვის რეკომენდირებული არ არის.
Голдаст йорк
შიპერკე სიმაღლე: 28-33 სმ. წონა: 5,4-7,3 კგ. ასაკი: 14 წელი. ბელგიური მწყემსური ჯიში, რომელსაც ასევე უწოდებენ “შიპერკეს”. შიპერკე სქელი და გრძელი შავი ბეწვით გამოირჩევა. მისთვის სიფრთხილე და ყურადღება არის დამახასიათებელი. იცავს ოჯახს, უცნობებს კი უფრთხის. ეს არის აქტიური და მოხერხებული ძაღლი, ცნობისმოყვარეა და ზოგჯერ სიჯიუტეს ავლენს.
Шипперке
ში-ტცუ სიმაღლე: 25–27 სმ. წონა: 4,5-8,1 კგ. ასაკი: 16 წელი. ტიბეტური ტოი ზემოთ ამოზრდილი ბეწვით გამოირჩევა, ამის გამო საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება. ში-ტცუ ნამდვილი კოპწიაა, შესაძლებელია ტუალეტის გამოყენებასაც კი მიაჩიოთ. ის არ არის ხმაურიანი, მხიარული და კომპანიური ძაღლი, რომელიც კონტაქტს იოლად ამყარებს. მოსიყვარულე, ოჯახის ერთგულ ში-ტცუს ყურადღება უყვარს. მის ლამაზ და გრძელ ბეწვს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
Ши-тцу
პატარა შპიცი სიმაღლე: 26-30 სმ. წონა: 5-6 კგ. ასაკი: 12-16 წელი. გერმანული შპიცის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც სხვაგვარად კლაინშპიცს უწოდებენ. ეს გერმანიის მკვიდრი პირველად თავისი სამუშაო თვისებებით – ხმამაღალი ყეფითა და დამცველობითი უნარებით ფასობდა. ამაყ, მამაც და თავნება შპიცს აღზრდა სჭირდება. ზოგადად, ის მოძღავი და ენერგიით სავსე ძაღლია, გამოიჩევა მხიარულებით. კარგად ურთიერთობს ადამიანებთან, მათ შორის, პატარებთან და მოხუცებთან.
Шпиц малый
იაპონური ჰინი სიმაღლე: 25-30 სმ. წონა: 1-5 კგ. ასაკი: 16 წელი. ჰინი იაპონურად “ძვირფასეულობას” ნიშნავს. ჰინის ლეკვი არ არის ძალიან აქტიური შინაური ცხოველი და ასევე მიდრეკილია ტრავმებისკენ, ამიტომ ბავშვიან ოჯახებს არ შეეფერება. ძალიან მშვიდი ცხოველია, ხმას თითქმის არ იღებს. ამავე დროს, სეირნობისას, საოცარი სიმამაცის გამოვლენა შეუძლია, შიშის გრძნობა არ გააჩნია. მოსიყვარულე და ერთგულ იაპონურ ჰინ თავისებური ხასიათი აქვს: მას შეუძლია გაიბუტოს და ჭამაც კი შეწყვიტოს. კარგად ეჩვევა ტუალეტს და იდეალურია პატარა ბინებისთვის.
Японский хин
ტედი რუზველტ ტერიერი სიმაღლე: 25-38 სმ. წონა: 5-10 კგ. ასაკი: 10-15 წელი. შეერთებულ შტატებში მას თავდაპირველად ვირთხებზე სანადიროდ იყენებდნენ. ტედი რუზველტ ტერიერმა ბუნებრივი სისწრაფე და მოხერხებულობა შეინარჩუნა. ეს დაკუნთული, მოკლეფეხებიანი ძაღლი ჭკვიანია და ადვილად იწვრთნება. სიცოცხლის სიყვარული და ხალისიანობა სისხლში აქვს. საკმაოდ უშიშარია და ნადირობაზე უარს არ იტყვის. კომუნიკაბელური ენერგიული, თამაშის მოყვარული და ადვილად მოსავლელი ძაღლია.
Тедди Рузвельт терьер
სილკი ტერიერი სიმაღლე: 23-29 სმ. წონა: 4-5 კგ. ასაკი: 15-17 წელი. წარმოშობით ავსტრალიის კონტინენტიდან არის, უხეშბეწვიანი ტერიერების შთამომავალი გახლავთ. ბეწვის თავისებურების გამო, რომელიც ადამიანის თმას ჰგავს და არ აქვს ქვედა საფარი – მას “ავსტრალიურ აბრეშუმის ტერიერს” უწოდებენ. ბუნებით, სილკი ტერიერი მებრძოლი და მონადირეა. სკოლის ასაკის ბავშვებს და უფრო მოზრდილებსაც შესანიშნავად უგებს, თუმცა, შესაძლოა, სხვა შინაურ ცხოველებთან პრობლემები შეექმნას. ძალიან ეჯაჭვება პატრონს.
Силки терьер
სკაიტერიერი სიმაღლე: 25-26 სმ. წონა: 4-10 კგ. ასაკი: 15 წელი. ამ ჯიშის სამშობლო შოტლანდიაა. დიდგვაროვანი ჯიში, რომელიც პირველად ნახსენებია მე -16 საუკუნეში და იმ კუნძულის სახელი სახელი “სკაი” დაარქვეს, სადაც მისი უძველესი წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. სკაიტერიერი გამოირჩევა ძალიან კარგად განვითარებული მონადირული ინსტინქტით, უცხოები არ უყვარს. აჯობებს, პატარა ბავშვთან მარტო არ დატოვოთ, მაგრამ სკოლის მოსწავლეს ადვილად გაუგებს. ჭკვიანი და გაბედული ძაღლია, მის გრძელ ბეწვს აუცილებლად სჭირდება მოვლა.
Скайтерьер
ძაღლის საუკეთესო პატარა ჯიშები სახლისა და ბინისთვის მცირე ზომის ძაღლებს შორის არსებობს ჯიშები, რომელთა წარმომადგენლები საუკეთესოდ ადაპტირდებიან ქალაქში და პატარა ზომის სახლებში და ბინებში და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის შესანიშნავ კომპანიონებად იქცევიან. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ მაგალითს:   პეკინესი ერთ-ერთი უძველესი ჯიში, რომლის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ჩინეთის იმპერატორებთან და დიდ პატივში იყვნენ. მათთან სირბილი საჭირო არ არის, ნელი, მცირეხნიანი გასეირნება სჭირდებათ. იდეალურია ბინის მაცხოვრებლებისთვის: თუ პეკინესს ტუალეტს მიაჩვევთ, მის გასასეირნებლად ადრე ადგომა არ დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, პეკინესებს გრძელი ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა ესაჭიროებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იერს დაკარგავს და ასეთი მომხიბვლელი აღარ იქნება.
Пекинес на траве
იორკშირული ტერიერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიში, რომელიც სახლში შესანახად შესანიშნავია. იდეალურია ბინისთვის – ბეწვი თითქმის არ სცვივა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში ბეწვი არ იქნება. ალერგიული ადამიანებისთვის ეს დიდი პლუსია. ამავე დროს, იორკები ძალიან მხიარულები, კომუნიკაბელურები არიან და პატრონები ძალიან უყვართ.
Йоркширский терьер с мячиком в зубах
ველშ კორგი პემბროკი შესანიშნავი კომპანიონია, შესაფერისია სახლსა და ბინაში საცხოვრებლად. არის მეგობრული და არაპრეტენზიული. არ საჭიროებს არც გაკრეჭას და არც სპეციალურ ტანსაცმელს. ის არ აფუჭებს ავეჯს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასე რომ შეგიძლიათ ამ საკითხზე არ ინერვიულოთ. ამ ჯიშის კიდევ ერთი პლუსია, რომ თავს არ მოგაბეზრებთ, პატრონს თავისი საქმე შეუძლია მშვიდად აკეთოს, ერთადერთი – კორგებს, ძალიან, ძალიან უყვართ ჭამა.
Вельш-корги-пемброк лежит на стуле
პომერანული შპიცი ამ პატარა ძაღლს უყვარს სისუფთავე და პირს კატასავით – თათებით იბანს. მას უყვარს ხანგრძლივი სეირნობა, არ ერიდება ახალ ადამიანების გაცნობას. პომერანულ შპიცს ძალიან მგრძნობიარე სმენა აქვს და საფრთხის შესახებ ყეფით იტყობინება. იმისათვის, რომ მეზობლებს ხელი არ შეუშალოს, გულდასმით უნდა გაწვრთნათ, ის ძალიან კარგად ექვემდებარება წვრთნას. ჯიში არ არის რეკომენდირებული ბავშვებიანი ოჯახებისთვის.
фото мордочки померанского шпица
ბიშონ ფრიზე ეს პატარა ძაღლები შესანიშნავია წყვილებისთვის, რომლებსაც, თუნდაც, ძალიან პატარა ბავშვები ჰყავთ. ფრანგული ბალონკა ძალიან მეგობრულია და აგრესიას, ფაქტობრივად არასდროს ავლენს. ეჩვევა ტუალეტს. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, თუმცა, მის სქელ ბეწვს მოვლა სჭირდება.
Бишон-фризе в лесу
ფრანგული ბულდოგი მკვრივი აღნაგობის მქონე ეს მცირე ზომის ძაღლი ძალიან პოპულარულია ქალაქის მაცხოვრებლებში. მშვიდ ფრანგულ ბულდოგს არ სჭირდება ძალიან აქტიური და ხანგრძლივი გასეირნება, ამიტომ ეს ძაღლები ასაკოვანი ადამიანებისთვის შესანიშნავი არჩევანია. ძაღლს ზამთარში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს: დაბალ ტემპერატურას ცუდად იტანს, ამიტომ სასირნოდ თბილი კომბინეზონი დასჭირდება. ზაფხულში სიცხეში სიარულს უნდა მოარიდოთ.
Французский бульдог на пробежке
მოპსი შესანიშნავი არჩევანია ბინის მაცხოვრებლებისთვის. მოპსი ხანგრძლივ გასეირნებას არ საჭიროებს, ტუალეტში სიარლსაც სწავლობ. გაწონასწორებული ძაღლია, უჯერებს პატრონს და კარგად იწვრთნება. საჭიროა მხოლოდ რეგულარულად დავარცხნოთ და, რომ არ გასუქდეს, მისი რაციონი მკაცრად აკონტროლოთ.
Мопс среди осенней листвы
მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლის ჯიში მე-19 საუკუნის ბოლოს მექსიკაში, ჩიუაუას შტატში, მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლის ჯიში აღმოაჩინეს. ამ ჯიშს სახელი, შტატის პატივსაცემად დაარქვეს და დღესდღეობით, ის ჩიხუახუას სახელით არის ცნობილი. ამ ჯიშის წარმომადგენლები პაწაწინები იბადებიან. ზრდასრულ ასაკში შეიძლება მხოლოდ ნახევარ კილოგრამს იწოდინდნენ (3 კგ-მდე), სიმაღლეში კი 10-დან 23 სანტიმეტრამდე იზრდებიან. ისინი კეთილი და მხიარული ძაღლები არიან, რომლებიც პატრონებს უჯერებენ. დამცველის თვისებები აქვთ. შეფერილობისა და ბეწვის ტიპის მიხედვით,ძალიან განსხვავდებიან. ჩიხუახუა რეგულარულად ავსებს გინესის რეკორდების წიგნს. აი, ამ წიგნში ნახსენები ზოგიერთი რეკორდსმენიც: საოცარი მილი. ეს პატარა პუერტორიკოელი 2013 წელს ყველაზე პატარად აღიარეს. მისი სიმაღლე მაშინ მხოლოდ 9,65 სმ იყო, დაბადების შემდეგ მილი მხოლოდ 28 გრამს იწონიდა, ერთი წლის ასაკში კი 567 გრამს მიაღწია.
Чудо Милли
მსოფლიოში ყველაზე პატარა პატარა ძაღლის – საოცარი მილის ფოტო ბუ ბუ. კიდევ ერთი მინიატურული რეკორდსმენის – ჩიხუახუას სახელად ბუ ბუ – სიმაღლე 2007 წელს მხოლოდ 10,16 სმ იყო, სიგრძე – 16,51 სმ და წონა 680 გრამს შეადგენდა. დაკი. ბუ ბუმდე ყველაზე პაწაწინა ძაღლის ტიტული ეკუთვნოდა დაკის აშშ-დან. მისი სიმაღლე მხოლოდ 12,38 სმ იყო, წონა კი 635 გრამს შეადგენდა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!