ნუ გააკეთებთ იმას, რაც მოუსწრაფებს ძაღლს სიცოცხლეს
- ⦁ ჭარბი კვება⦁ რა არის ცუდი იმაში, რომ შინაურ ცხოველს მეტი საჭმელი მისცეთ – ისინი ხომ ასე საცოდავად გიყურებენ თვალებში?! სამწუხაროდ, ძაღლის ბევრი პატრონი ამით ცდება: მათ ეჩვენებათ, რომ სიყვარული ვლინდება გაუთავებელ კერძებსა და ბევრ საკვებში. მაგრამ ეს არ არის სწორი! სიმსუქნე არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ძაღლის სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი. ამიტომ, დარწმუნდით და შეამოწმეთ საკვების რაოდენობა და ხარისხი. ასევე, განსაზღვრეთ სასუსნავების ოდენობაც.
- ⦁ ვაქცინაციის არარსებობა⦁ სიცოცხლის პირველ წელს ლეკვს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია კონკრეტული გრაფიკით, შემდეგ კი ყოველწლიურად რევაქცინაცია უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება ამის იგნორირება, რადგან მაშინ რისკის ქვეშ აყენებთ ძაღლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! ბევრი დაავადების პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა.
- ⦁ მაგიდიდან ძაღლის გამოკვება⦁ ადამიანის საკვებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობა. მაგალითად, შოკოლადი ნამდვილი შხამია ძაღლისთვის. მასში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა, კრუნჩხვები და სიკვდილიც კი. ხოლო ყურძენს და ქიშმიშს შეუძლია თირკმლის უკმარისობის განვითარების პროვოცირება. ამიტომ, ძაღლებისთვის საუკეთესო ვარიანტია მზა საკვები, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას. თუ გინდათ რომ თქვენი შინაური ცხოველი გამოკვებოთ სპეციალურად მომზადებული საკვებით – მაშინ უმჯობესია მიმართოთ ვეტერინარ დიეტოლოგს, რათა მან შეადგინოს თქვენი ძაღლისთვის შესაფერისი რაციონი.
- ⦁ წვრთნის არარსებობა⦁ გაუწვრთნელი და უკონტროლო შინაური ცხოველი სეირნობისას შეიძლება ადვილად გაგექცეთ, საინტერესო სუნის შეგრძნებისას. გაქცეულ ძაღლს შეიძლება მანქანა დაეჯახოს ან დაიკარგოს. ამიტომ აუცილებელია, რომ შინაურ ცხოველს ძირითადი ბრძანებები ასწავლოთ.
- ⦁ ვეტერინართან პროფილაქტიკური გამოკვლევების არარსებობა⦁ თუ თქვენს ძაღლს არაფერი არ აწუხებს (როგორც თქვენ ფიქრობთ), ეს არ ნიშნავს, რომ პროფილაქტიკური გამოკვლევები უნდა უგულებელჰყოთ. სწორედ ამის საშუალებით ექიმი შეძლებს დაავადების ადრეულ სტადიაზე ამოცნობას და არა მაშინ, როცა სიმპტომები აშკარაა, მკურნალობა შრომატევადი და, შესაძლოა, უკვე არაეფექტურია.
Leave your comment