მინიატურული ბულტერიერი
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ზომა პატარა სიმაღლე 26-36 სმ წონა 8 კგ-მდე ასაკი 14 წლამდე მოკლე ინფორმაცია • მხიარული, ხალისიანი და ძალიან ენერგიული ძაღლები; • ჯიუტები და მიზნის მიღწევისას მიზანდასახულობით გამოირჩევიან; • არასწორი აღზრდის შემთხვევაში, შესაძლოა აგრესიულები და თავხედები გახდნენ.
ხასიათი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ინგლისელმა მომშენებლებმა დაიწყეს შემჩნევა, რომ ჩვეულებრივი ბულტერიერის ნაყარში უფრო პატარა ზომის ლეკვები აღმოჩნდა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. მოგვიანებით, უკვე მე-20 საუკუნეში, აღმოჩნდა, რომ პატარა ზომის ბულტერიერები ვირთხებზე შესანიშნავად ნადირობენ, ისინი მღრღნელებს ბევრად უკეთ უმკლავდებოდნენ, ვიდრე მათი მოზრდილი ამხანაგები. ასე რომ, 1930-იან წლებში დაიწყო მინიატურული ბულტერიერების აქტიური მოშენება. ძაღლების ზომის შესამცირებლად, ისინი შეაჯვარეს ტოი ტერიერებთან, მაგრამ არც ისე წარმატებული შეგედი მიიღეს: ძაღლებმა მონადირული თვისებები დაკარგეს.რამდენიმეწლიანი სიმშვიდის შემდეგ სელექციონერები კვლავ დაინტერესდნენ მინიბულებით და დაიწყეს თავიანთი მომშენებლური სამუშაოები. 1963 წლიდან ამ ძაღლებმა მიიღეს გამოფენებში მონაწილეობის უფლება და ჯიშის საბოლოო სტანდარტი მიიღეს 1991 წელს. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, მინიატურულ ბულტერიერს სათამაშო ძაღლი არ შეიძლება ეწოდოს. ეს არის მამაცი, გულადი და საშიში ძაღლიც კი. მისი უფრო დიდი ამხანაგის მსგავსად, მინიბულს აქვს მასიური ყბა, კარგი ჩავლების უნარი და მამაცი ხასიათი. ამიტომ სჭირდება ადრეული სოციალიზაცია და წვრთნა, სასურველია, ის პროფესიონალმა გაწვრთნას, განსაკუთრებით თუ ა ძაღლის აღზრდის გამოცდილება არ გაქვთ. სათანადო წვრთნის გარეშე, მინიბული შეიძლება აგრესიული, ავი და ეჭვიანი გახდეს. ჯიშის წარმომადგენლები ძალიან აქტიურები არიან, უყვართ პატრონტან ერთად ვარჯიში. ეს არის ერთგული მეგობარი, რომელიც თავის „ლიდერს“ ყველგან გაჰყვება. უნდა ითქვას, რომ ეს შინაური ცხოველები ცუდად იტანენ მარტოობას და, შესაბამისად, შეუძლებელია მათი დიდხანს დატოვება: ძაღლს დარდისგან შეიძლება ხასიათი გაუუარესედეს. მინიბულტერიერებს უყვართ თამაში და თითქმის ყოველთვის მხიარულ ხასიათზე არიან. ძაღლი ძალიან კარგად გრძნობს პატრონის განწყობას და ყველანაირად ეცდება გაამხნევოს იგი. სხვათა შორის, მინიბულს უყვარს შექება და მოფერება. მისთვის შექებასა და სასუსნავის მიღებას წვრთნისას ერთი ფასი აქვს.
შენახვის პირობები მინიატურული ბულტერიერის შენახვაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ხშირად და ხანგრძლივად გასეირნებაა, მათ შორის ეს პროცესი უნდა მოიცავდეს აქტიური თამაშებსა და სირბილს. ეს ძაღლი მშვენივრად იგრძნობს თავს ქალაქის ბინაში, საკმარისი ფიზიკური აქტივობის ქონის შემთხვევაში. თუ ენერგიას ვერ დახარჯავს, მას სხვა მიმართულებით მიმართავს, დარტყმის ქვეშ მოხვდება ავეჯი, შპალერი და ოჯახის წევრების პირადი ნივთები.
Leave your comment