ლეკვი გამუდმებით წკმუტუნებს. როგორ მოვიქცეთ?

ლეკვი გამუდმებით წკმუტუნებს. როგორ მოვიქცეთ?

ძაღლის ზოგიერთი ახალი პატრონი პრობლემას აწყდება სახლში ოჯახის ახალი წევრის მოსვლიდან მალევე – ლეკვი გამუდმებით წკმუტუნებს. განსაკუთრებით უსიამოვნოა ეს ღამით. რა არის ამ ქცევის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ შინაურ ცხოველს?
ძალიან ხშირია ძაღლის წკმუტუნი, როდესაც ის ახალ სახლში შედის. ამ შემთხვევაში ეს ქმედება შეიძლება გაგრძელდეს როგორც დღისით, ასევე ღამითაც. თამაშის დროსაც კი, ლეკვმა შეიძლება გააგრძელოს წკმუტუნი . პატრონთა უმეტესობა გაურკვევლობაშია და არ იცის რა გააკეთოს. იმავდროულად, ძაღლის შემდგომი ქცევა დამოკიდებულია პატრონის რეაქციაზე. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ლეკვი წკმუტუნებს?

წკმუტუნი, როგორც კომუნიკაციის ფორმა

ძაღლები წკმუტუნებენ, როცა პატრონისთვის რაღაცის თქმა სურთ. მათთვის ეს კომუნიკაციის კიდევ ერთი გზაა, ისევე როგორც ყეფა ან ღრენა. ამას რამდენიმე შემთხვევაში იყენებენ შინაური ცხოველები.

რატომ წკმუტუნებს ძაღლი?

1⦁ შფოთვა⦁ როდესაც ლეკვი ახალ სახლში შედის, თავს მარტოსულად გრძნობს და ძალიან ღელავს. ბოლოს და ბოლოს, ის ჩამოაშორეს დედას და საკუთარ ხროვას. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ლეკვის წკმუტუნი ღამით ტიპური და საკმაოდ ნორმალური რეაქციაა.⦁ რა უნდა ქნათ? თუ არ გსურთ თქვენი ლეკვის „გაფუჭება“, უგულებელჰყავით იგი. თუ არაფერი შეიცვალა და ის აგრძელებს წკმუტუნს , გაეცით ბრძანება “ფუ!” მკაცრი ხმით. არავითარ შემთხვევაში არ დაარტყათ ძაღლს. პატარა წამორტყმაც კი შეიძლება შეურაცჰყოს ლეკვი და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენი ურთიერთობის განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.
ლეკვი გაჩუმებულია 10-15 წამით? ეს საკმარისია ქებისთვის! ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო შეაქეთ იგი, გაახანრძლივეთ ძაღლის დუმილის დრო 10-15 წამით.
2.მოწყენილობა⦁ ასევე, ლეკვის წკმუტუნის მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მარტივი – ის მოწყენილია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ლეკვს აჩვენოთ თავისი სათამაშოები, გამონახოთ დრო მასთან სათამაშოდ.⦁ თუ ძაღლი მოწყენილობისგან ღამით ყეფს, საღამოობით ეცადეთ, „ათამაშოთ“ და დაღალოთ, რომ ძალა აღარ დარჩეს. დაღლილი ლეკვი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყურადღების მიქცევას შეეცადოს.⦁ ხშირად პატრონები ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ: გვერდით რჩებიან მოწყენილ ლეკვთან ან საწოლში მიჰყავთ. თუ ეს ერთხელ გააკეთეთ, დარწმუნდით, რომ ძაღლი ამას დაიმახსოვრებს და შემდეგ ყოველ ჯერზე მოითხოვს იმავეს. შინაური ცხოველის გადაჩვევა, დროთა განმავლობაში გაცილებით გართულდება. 3. ტკივილი⦁ ყველაზე ხშირად ცხოველები უხმოდ ცდილობენ ძლიერი ტკივილის ატანას. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ძაღლმა შეიძლება წკმუტუნი დაიწყოს ტკივილისგან. განსაკუთრებით თუ ის უბრალოდ დაშავდა. შეამოწმეთ თუ აქვს ნაკაწრები, ჭრილობები ან სისხლჩაქცევები.

4⦁ შიმშილი⦁ ლეკვს შეუძლია შიმშილისგან წკმუტუნი და ამით შეახსენოს პატრონს, რომ ჭამის დროა. ღამით, ეს რომ არ მოხდეს, წინასწარ დაუდგით წყალი და საკვები.

    5⦁ შიში⦁ ხშირად ლეკვები წკმუტუნებენ, რადგან გაურკვეველ სიტუაციაში არიან და ეშინიათ. მაგრამ ამის გარდა, შეგიძლიათ სხვა ნიშნებითაც შეამჩნიოთ შიში: ძაღლი გეხუტებათ, ჭიმავს კუდს, ყურებს. ამ შემთხვევაში, საჭიროა შინაური ცხოველის დამშვიდება, აგრძნობინეთ მას, რომ ის უსაფრთხოდაა.

6⦁ მანიპულირება⦁ ზოგჯერ, განსაკუთრებით ეშმაკმა შინაურმა ცხოველებმა შეიძლება სცადონ პატრონის მანიპულირება წკმუტუნის დახმარებით. ემოციური პატრონები ასეთ დროს მზად არიან გააკეთონ ის, რაც ძაღლს უნდა, მხოლოდ იმიტომ რომ შეწყვიტოს წკმუტუნი. ამის გაცნობიერებით, შინაურმა ცხოველმა შეიძლება სცადოს თქვენით მანიპულირება. პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეაწყვეტინოთ ლეკვის წკმუტუნი, ამ შემთხვევაში, მარტივია – დააიგნორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაური ცხოველი გამუდმებით მიმართავს ამ მეთოდს, როდესაც მას რამე დასჭირდება თქვენგან. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ძაღლი მიხვდება, რომ ამ გზით ის ვერ მიიღებს იმას, რაც სურს.

დაიმახსოვრეთ, რომ ძაღლის აღზრდა არ არის მარტივი პროცესი, ის არ უნდა დავტოვოთ მარტო, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ თვეებში. ლეკვის ყველა მცდელობა, მოახდინოს ზეწოლა პატრონზე, უნდა შეწყდეს, რათა ძაღლმა თავი არ იგრძნოს სახლის ბატონად და ხროვის ლიდერად. თუ, მიუხედავად ამისა, მოხდა ისე, რომ თქვენ უკვე დაუშვით მსგავსი შეცდომა, უნდა მიმართოთ კინოლოგს. ცუდად აღზრდილი ძაღლი შეიძლება შეუქმნას დიდი პრობლემა მთელ ოჯახს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!