
ლეკვების ძირითადი დაავადებები
ინფექციური დაავადებები
ამ ჯგუფში შედის ძაღლის ჭირი, ინფექციური ჰეპატიტი, პარვოვირუსული ენტერიტი და ინფექციური ტრაქეობრონქიტი. ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები ყველაზე მგრძნობიარეები არიან ამ დაავადებების მიმართ, არავაქცინირებული ან არასრულად აცრილი ცხოველები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ინფექციური დაავადებები, როგორც წესი, მძიმეა და თავისთავად არ ქრება, ამიტომ საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ლეკვის პატრონმა, როცა მისი შინაური ცხოველის ჯანმრთელობა გაუარესდება, არის, რაც შეიძლება მალე მიმართოს პროფესიონალ ვეტერინარს.
პარაზიტული დაავადებები
ლეკვებს საკმაოდ ხშირად აწუხებთ გარეგანი პარაზიტები, მაგალითად რწყილები, ყურის (ოტოდექტოზი) ან მღერიანი (სარკოპტოზი) ტკიპები და, აგრეთვე, გარეგანი პარაზიტით: ჰეილეტიელათი დაინფიცირება არც ისე იშვიათია. ყველა ეს დაავადება გამოიხატება: კანის ქავილით, გამონაყარით, კანის მეორადი ინფექციებითა და ბეწვის ცვენით. ოტოდექტოზი ვლინდება ყურების ქავილით და სასმენი არხის სანათურში გამონადენის არსებობით. გენერალიზებული დემოდიკოზი, ჩვეულებრივ, გვხვდება 1,5 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ძაღლებში.
არ არსებობს უნივერსალური ანტიპარაზიტული საშუალება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებს ლეკვს შინაგანი პარაზიტებისგან, მნიშვნელოვანია სპეციალური საშუალებების რეგულარული გამოყენება, ვეტერინარის რეკომენდაციების შესაბამისად.
ლეკვის განავალში ხილული პარაზიტების არარსებობა არ გამორიცხავს ჰელმინთებით ინფექციას, უმეტეს შემთხვევაში ინვაზია უსიმპტომოა.
კვებითი სტრესი და რაციონის დარღვევა
ცნობისმოყვარე ლეკვები აქტიურად იკვლევენ სამყაროს, ისინი ხშირად იღებენ და ჭამენ ყველაფერს, რასაც გზაში ხვდებიან. ეს შეიძლება იყოს ქუჩაში ნაპოვნი საკვების ნარჩენები, „განძი“ ურნადან ან საკვები მაგიდიდან, თუ ლეკვი შემთხვევით მოხვდა მასთან. ყველა ეს „მოლხენა“ ხშირად ღებინებათა და ფაღარათით მთავრდება. სამწუხაროდ, ლეკვები ხშირად ჭამენ პოლიეთილენის პარკებს, საკვების შესაფუთს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაუვალობა. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს წინდების ან სათამაშოების ნაწილების გადაყლაპვით.
Leave your comment