კურცჰაარი
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
ზომა დიდი სიმაღლე 58-66 სმ წონა 20-32 კგ ასაკი 12-14 წელი მოკლე ინფორმაცია • ძალიან ჭკვიანი და ადვილად გასაწვრთნელი ძაღლი; • ენერგიული და დომინირებისკენ მიდრეკილი; • საჭიროებს ყურადღებას და ემოციურ კონტაქტს პატრონთან.
კურცჰაარის ჯიშის აღწერა კურცჰაარი მონადირე ძაღლია, რომელიც გამოირჩევა სიძლიერითა და გამძლეობით. გავარკვიოთ, როგორი უნდა იყოს ძაღლი, რომელიც აკმაყოფილებს ძაღლების საერთაშორისო ორგანიზაციის ჯიშის მოთხოვნებს.
კურცჰაარის ხასიათი კურცჰაარი სხვა მონადირე ძაღლებისგან გამოირჩევა. საქმე იმაშია, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია: იდეალურად დაიჭიროს პოზიცია, მიჰყვეს ნაკვალევს და მოიტანოს ნადავლი, გარდა ამისა, ისინი შესანიშნავი მცველები არიან. მასზე უფრო შრომისმოყვარე და მომთმენი თანამგზავრის პოვნა რთულია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ეს ძაღლები შესანიშნავი სპორტსმენები არიან. ისინი ძალიან ენერგიულები არიან და უსაქმოდ ჯდომა არ შეუძლიათ. თუ თქვენ არ მისცემთ გამოსავალს მათ ენერგიას და არ მიმართავთ მას მშვიდობიანი მიმართულებით, ძაღლმა შეიძლება დამოუკიდებლად დაიწყოს საქმიანობის ძებნა. შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ ავეჯის მეთოდურად დაღეჭვის იდეა, ცუდი არ არის. კურცჰაარს ძლიერი ხასიათი აქვს. ეს ძაღლი მიდრეკილია დომინირებისკენ და იბრძვის ოჯახის იერარქიაში თავისი ადგილისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პატრონი მზად იყოს დროულად უპასუხოს და შეძლოს აჩვენოს, ვინ არის სახლში მთავარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლი დომინირებას დაიწყებს და შემდეგ მისი დამორჩილება ძალიან რთული იქნება. ამ ჯიშის ძაღლები მხოლოდ ერთ პატრონს აღიარებენ. მასთან ერთად, მზად არიან წავიდნენ დილით სარბენად, სანადიროდ და სამყაროს დასალიერშიც. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანთან ემოციური კონტაქტი და კომუნიკაცია. ეს ძაღლი მარტო დიდხანს არ უნდა დარჩეს – მარტოობას ძალიან რთულად იტანენ.
თუმცა, ამავდროულად, ეს ჯიში არ არის შესაფერისი მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის, რადგან კურცჰაარი საერთო ენას მოზრდილებთან ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად პოულობს, ვიდრე პატარებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლი აგრესიას გამოავლენს, სულაც არა: უფრო მეტიც, მას შეუძლია გამოიჩინოს გადაჭარბებული აქტივობა, რომელიც ბავშვებს შეაშინებს. ამ ჯიშის ძაღლები კარგად თანაცხოვრობენ სხვა ცხოველებთან, განსაკუთრებით თუ ერთად იზრდებოდნენ. მაგრამ არ დაივიწყოთ ნადირობის ინსტინქტები. ამ ჯიშში ისინი ძალიან ძლიერები არიან და პატარა შინაური ცხოველები ავტომატურად იქცევიან კურცხაარისთვის ნადირობის პოტენციურ ობიექტებად. რაც შეეხება კომუნიკაციას, კუცჰაარი ძაღლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ჯიშია. კურცჰაარები ბევრს და სიამოვნებით ყეფენ. საქმეზეც და ისეც. ამიტომ, პატრონის უპირველესი ამოცანაა, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ცხოველის გაწვრთნა. სწორი მიდგომის შემთხვევაში, ეს ძაღლებს ნათლად იგებენ ქცევის წესებს და შემდეგ მათი ხმაურის დონის მნიშვნელოვანი შემცირების მიიღწევაც შესძლებელი ხდება. ამ ჯიშის ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან. ისინი ადვილად იწვრთნებიან და, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიამოვნებით სწავლობენ. იშვიათიად გაიგებთ, რომ კურჰაარი მოუთმენლობას ავლენს, ანდ პატრონის რომელიმე ბრძანების შესრულებაზე ჯიუტად ამბობს უარს.
Leave your comment