კნუტების განვითარების ეტაპები

კნუტების განვითარების ეტაპები

კნუტების განვითარება მეტწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ დედა-კატაზე, პატრონზეც. ზრდის ყოველ ეტაპზე აუცილებელია ცხოველი უზრუნველყოფილი იყოს სრულფასოვანი კვებით, დროული სამედიცინო დახმარებით და ნორმალური ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობით. განვითარების რა ეტაპებს გამოყოფენ სპეციალისტები და რა როლი აქვს პატრონებს ყოველ ეტაპზე? კნუტების განვითარებას პირობითად ყოფენ რამდენიმე ეტაპად მათი ასაკიდან გამომდინარე. ამასთან, ყველაზე სწრაფ ცვლილებებს ცხოველი დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში განიცდის. ამ დროს სპეციალისტები კნუტების განვითარებას, პრაქტიკულად, დღიურად აკვირდებიან, 2-3 კვირის ასაკიდან კი ეს პროცესი ნელდება. პატრონს შეუძლია კნუტებს ყოველთვიური ან ყოველკვირეული მეთვალყურეობა გაუწიოს, მაშ, როგორ ხდება ეს?

პრენატალური პერიოდი

ასე ჰქვია ეტაპს, როდესაც კატა ორსულადაა, ვინაიდან ამ პერიოდში კნუტები დედა-კატის ემოციური მდგომარეობის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან, აუცილებელია ის უზრუნველყოთ მეგობრული და კომფორტული ატმოსფეროთი. შეძლებისდაგვარად, ორსულობის პირველივე დღიდან მოარიდეთ კატა სხვა ცხოველებს, ეცადეთ ხშირად მოეფეროთ და იზრუნეთ მისი რაციონის სრულფასოვნებაზე.

ნეონატალური პერიოდი

კნუტების განვითარებას დაბადებიდან 10 დღის ასაკამდე ნეონატალური პერიოდი ეწოდება, ამ დროს ხდება ყველაზე სწრაფი და გასაოცარი ცვლილებები.
კნუტი ყრუ და ბრმა იბადება, მისი ნერვული სისტემა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. სივრცეში ორიენტირებას ახდენს ყნოსვისა და მგრძნობელობის დახმარებით, დედის პოვნა 60 სმ მანძილზე შეუძლია. თითქმის მთელ დროს პატარები ძილში ატარებენ, მხოლოდ ხანდახან, დედის რძის საჭმელად იღვიძებენ ხოლმე. საინტერესოა, რომ უკვე ამ დროისთვის მათ აქვთ ზოგიერთი რეფლექსი, ყველაზე მნიშვნელოვნებს მიაკუთხვნებენ წოვის, დამალვის და პერინეალურ რეფლექსებს, რომელიც დეფიკაციისა და შარდვის პროვოცირებას ახდენს. საქმე ისაა, რომ ახალშობილ კნუტს ამ პროცესების კონტროლი არ შეუძლია. კნუტის მუცლის ლოკვით დედა კატა მისი ორგანიზმის გასუფთავების პროვოცირებას ახდენს. თუ კნუტები დედის გარეშე დარჩნენ, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში პატრონი მუცლის მასაჟით უნდა დაეხმაროს რომ კუჭი და შარდის ბუშტი გაუნთავისუფლდეთ.

გარდამავალი პერიოდი

ეს ეტაპი იწყება მომენტიდან, როდესაც კნუტები თვალებს ახელენ და გრძელდება იქამდე, სანამ სიარულს დაიწყებენ – დაახლოებით 10-დან, 15-20 დღემდე. ამ დროს კნუტი იწყებს გარესამყაროს აღქმას, ხედავ და ესმის, გარდა ამისა, უმაგრდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და სიარულს იწყებს. გარდამავალი პერიოდი აღსანიშნავია სოციალიზიიციის პერიოდის დაწყებით, როდესაც მიჯაჭვულობა უჩნდებათ ერთმანეთთან და დედის მიმართ. ასევე, ამ დროს განიცდიან მიჯაჭვულობას ადამიანის მიმართაც. იმისთვის რომ კნუტი ალერისიანი და მოშინაურებული გაიზარდოს, მნიშვნელოვანია მასთან ნელ-ნელა კონტაქტის დამყარებაზე იზრუნოთ. აუცილებელია პატრონმა ის ხელში აიყვანოს, ყოველდღიურად მოეფეროს, ნელ-ნელა გაზარდოს მოფერების დრო 2-3 წუთიდან 40 წუთამდე. გარდამავალ პერიოდში იზრდება დედის როლიც – ის აღმზრდელისა და კონტროლიორის რანგში გველინება. თამაშებისა და ურთიერთქმედებების მეშვეობით, ის კნუტებს ნადირობას და გარესამყაროსთან ურთიერთქმედებას ასწავლის. აუცილებელია კნუტს გააცნოთ ახალი სუნები სათამაშოების ან სხვა უსაფრთხო ნივთების დახმარებით.

სოციალიზაციის პერიოდი

ეს ეტაპი დაახლოებით 3 კვირის ასაკიდან 10 კვირის ასაკამდე გრძელდება. ამ პერიოდში კნუტების განვითარება დაკავშირებულია სოციალური როლების განაწილებასთან. პატრონს შეუძლია მათი ხასიათი ამოიცნოს. ამ პერიოდში საბოლოოდ ყალიბდება თავის მოვლის, სისუფთავის უნარების ფორმირება, კნუტები სწავლობენ დამოუკიდებლად ტუალეტის გამოყენებას, პირის დაბანას.
დაახლოებით ამ დროს უკეთდებათ პირველი აცრა და უტარდებათ სამედიცინო შემოწმება. ვეტერინარმა შესაძლოა შეადგინოს დამატებითი საკვების გეგმა, ვინაიდან ნელ-ნელა ცხოველები დედის რძის ჭამას წყვეტენ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დამოუკიდებლებად და გაზრდილებად გვეჩვენებიან, მათი მოშორება დედისგან ჯერ კიდევ რეკომენდირებული არ არის.

იუვენილური პერიოდი

იუვენილური პერიოდი იწყება დაახლოებით 11 კვირიდან და გრძელდება სქესობრივ მომწიფებამდე, ანუ 4-5 თვემდე. კნუტი ხდება ჰიპერაქტიური და ცნობისმოყვარე, ამ პერიოდში პატრონის ამოცანაა უზრუნველყოს კნუტისთვის უსაფრთხო გარემო. 2 თვის ასაკში კნუტი შესანიშნავად ორიენტირდება სივრცეში, იცის თავისი სახელი, მიჩვეულია ტუალეტს და დედაზე დამოკიდებული აღარ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის საუკეთესო დრო ის ახალ მეპატრონეს გადასცეთ. კნუტების ყოველკვირეული განვითარება დაახლოებით 3 თვის ასაკში სრულდება, შემდეგომ ზრდის პროცესი ნელდება. ამ დროს ხდება კუნთოვანი კორსეტის გამაგრება, კბილების საბოლოოდ მოცვლა, დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, საბოლოოდ ჩამოყალიბებულად კატა 1 წლის ასაკისთვის ითვლება.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!