მიიჩნევა, რომ კატა ძაღლთან ვერ თანაცხოვრობს, თუმცა, შინაური ცხოველების ბევრ პატრონს შეუძლია მარტივად უარყოს ეს მითი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კატა ვერ ეგუება შინაურ ფრინველებთან ერთად ცხოვრებას, როგორებიცაა თუთიყუშები და კანარეიკა. მაგრამ ეს ბოლომდე სიმართლე არაა. მაშ, რა არის მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების საიდუმლო?მართლაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატა და ფრინველი დამეგობრებიან: ნადირობის ინსტინქტები კატებში ამისთვის მეტად ძლიერია. მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი შინაური ცხოველიც კი შეიძლება მყისიერად გადაიქცეს საშიშ და სწრაფ მტაცებლად, თუ ფრინველსდაინახავს, რა მითუმეტეს, თუ ეს ფრინველი მასთან ერთად ცხოვრობს.სიფრთხილე უპირველეს ყოვლისასამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსალური გზა კატებისა და ფრინველების ერთ სახლში მშვიდობიანად შესანახად. ყველა ცხოველი ინდივიდუალურია და ამიტომ მათი აღზრდა სხვადასხვა გზით არის აუცილებელი. მთავარია იყოთ უკიდურესად ფრთხილად და ფხიზლად.პატარა ფუმფულა თუთიყუში კატისთვისნადავლია. მათ ბრძოლაში მას პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს. მცირე ნაკაწრებიც კი, რომლებიც ინფექციის განვითარების პროვოცირებას ახდენს, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. მაგრამ რაც შეეხება დიდ ფრინველებს, აქ საქმე პირიქითაა, ისინი საფრთხესთავად კატას უქმნიან. ძლიერი ნისკარტით ნაკბენმა ან დარტყმამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს იგი.
Რა უნდა ვქნათ?ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს არასოდეს იყოლიოთ ერთად კატა და ფრინველი, ან შეინახოთ ისინი სხვადასხვა ოთახებშში, რათა მათი გზები არ იკვეთებოდეს. ამავდროულად, ფრინველი არ უნდა იჯდეს გალიაში მთელი დღის განმავლობაში. საჭიროა მათი რეგულარულად გათავისუფლება. ასეთი სასიამოვნო ფრენებით სასურველია ერთი ოთახის სივრცეშიშემოიფარგლოს.თუ გადაწყვეტთ გააცნოთ ცხოველები ერთმანეთს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ: კარები ყოველთვის მჭიდროდ დახურეთ, განსაკუთრებით სახლიდან გასვლისას.სხვა ექსპერტები, პირიქით, დაჟინებით მოითხოვენ შინაური ცხოველების გაცნობას. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით.როგორ გავაცნოთ ერთმანეთს კატა და ფრინველი?• რეკომენდირებულია პირველი შეხვედრამოხდეს უსაფრთხო დისტანციის დაცვით: ფრინველი თავისუფლად არ უნდა დაფრინავდეს, ხოლო კატა მასთან ახლოს არ უნდა მიუშვათ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ კატა დაძაბულია, ჩიტი ნერვიულობს, ან ზოგადად ატმოსფერო დამძიმდა, შეწყვიტეთ შეხვედრა;• თანდათან, შინაური ცხოველების ერთმანეთთან შეგუებისას შესაძლებელია მათი დაახლოება, შეხვედრების ნელ-ნელა გახანგრძლივებაც დასაშვებია;• როდესაც კატა აღარ რეაგირებს გალიაში მყოფ ფრინველზე, ჩიტი შეიძლება გამოუშვათ. მაგრამ ძალიან ყურადრებით ინდა იყოთ, თუ ვერ აკონტროლებთ ფრინველს, მაშინ დაიჭირეთ კატა;•მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. თუ ცხოველებმა ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაკარგეს, ეს იმას ნიშნავს რომ ერთმანეთს შეეჩვივნენ.მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს: ნაკლებად სავარაუდოა, მათი შეხვედრები აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. უცნობია, ზუსტად რომელ მომენტში გამოვლინდება კატაში ნადირობის ინსტინქტი და გამოვლინდება თუ არა იგი საერთოდ. ამავდროულად, ფრინველები ნამდვილი მოძალადეები არიან. თუთიყუშები ხშირად აღიზიანებენ და პროვოცირებენ სხვა ცხოველებს. და კატის რეაქცია ასეთ ქცევაზე საკმაოდ მოსალოდნელია.უსაფრთხოების ზომებიასევე, აღსანიშნავია უსაფრთხოების ძირითადი ზომები, რომლებიც უნდა დაიცვან კატისა და ფრინველის პატრონმა:• ფრინველის გალია უნდა იყოსმდგრადი, რთული საკეტით;• გალიაში ფრინველსთავშესაფარი უნდა ჰქონდეს მოწყობილი, კატის დანახვისას ის ასე თავს უფრო დაცულად იგრძნობს;• თუ უბედური შემთხვევა მოხდა, ნუ დააშინებთ კატას და გაკიცხავთ – ის მაინც ვერ გაიგებს, რატომ უყვირით, მით უმეტეს, რომ შინაური ცხოველი თავად არ არის დამნაშავე: ასეთი ქცევა თანდაყოლილია და ბუნებრივი;• თუ ფრინველი დაკაწრულია, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ვეტერინარს, თავად ნუ მისცემთ წამლებს.ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ერთად მცხოვრები ფრინველი და კატა ნამდვილმეგობრებადიქცნენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული კონკრეტულ შინაურ ცხოველებზე, მათ ხასიათზე და აღზრდაზე. პატრონის ამოცანა მათი თანაცხოვრება ორივესთვის კომფორტული და უსაფრთხო იყოს.
Leave your comment