კატის გრუმინგი საკუთარი ხელით

კატის გრუმინგი საკუთარი ხელით

რა არის გრუმინგი და არის თუ არა ის აუცილებელი? ღირს გრუმინგ- სალონებში ცხოველის მიყვანა, თუ თავადაც გაუმკლავდებით? თუ ამ საკითხს ოსტატურად მიუდგებით, აუცილებლად შეძლებთ ამ რთულ ამოცანას თავადაც გადაჭრით.

რა არის გრუმინგი?

ეს არის ბეწვის, ხანდახან კი, ბრჭყალებისა და ყურების მოსავლელი ღონისძიებების ერთობლიობა. პრინციპში, ამას მზრუნველი პატრონები ისედაც, სპეციალიზებული სალონების გამოჩენამდე ყოველთვის აკეთებდნენ.
ძირითადი წესები სახლის პირობებში გრუმინგის ჩასატარებლად:

გამოვარცხნა სასურველია ყოველდღიურად, თუნდაც კატას მოკლე ბეწვი ჰქონდეს;

ხშირად დაბანა არ არის რეკომენდებული, მაგრამ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია, როცა კატა შესამჩნევად ჭუჭყიანია;

აუცილებელია კატას ბრჭყალები რეგულარულად დააჭრათ. (დაახლოებით თვეში ერთხელ);

თუ თვალები ეცრემლება ან გამონადენი აქვს, ისინი უნდა მოუწმინდოთ სუსტ ჩაის ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით.

ყველაზე რთული კატისთვის ბეწვის შეჭრაა. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ ცხოველს აქვს ბევრი ჩახლართული ან ზედმეტად სქელი ბეწვი, რომელშიც ზაფხულში ცხელა. გარდა ამისა, ზოგიერთი პატრონი შინაურ ცხოველებს წმინდა ესთეტიკური მიზნებისთვის კრეჭს.

რა არის საჭირო კატის სახლში გასაკრეჭად?

მაკრატელი; თმის საპარსი მანქანა; იოდი და წყალბადის ზეჟანგი (ჭრილობის შემთხვევაში); მაგიდა ან სხვა მყარი ზედაპირი. ძალიან კარგია, თუ დამხმარეც გეყოლებათ, რომელიც ცხოველის დაჭერას შეძლებს, თუ ის წინააღმდეგობას გაგიწევთ.

როგორ გავკრიჭოთ კატა დაოუკიდებლად

  • შეგიძლიათ კატა გაკრიჭოთ ბეწვის ზრდის მიმართულებით, ან -პირიქით, პირველ შემთხვევაში, მეტი ბეწვის მოჭრას მოახერხებთ.
  • თავიდან, კატას ბრჭყალები უნდა დააჭრათ, რადგან მათი უმეტესობა ცდილობს გაქცევას, როგორც კი ჩართული საკრეჭი მანქანის ხმას იგებენ;
  • შემდეგ კატას მაგიდაზე ათავსებენ;
  • დამხმარე ცხოველს ერთი ხელით იკავებს წინა კიდურებით, მეორე ხელით უჭერს უკანა თათებს. კატა მაგიდის ზედაპირს მჭირდოდ ეკვრის;
  • საკრეჭ მანქანაზე მაგრდება 2-3 მმ სიგრძის პირი. უფრო პატარა პირის დამაგრებას არ გირჩევთ, შეჭრის დროს კანი რომ არ დაუზიანოთ კატას; თან ასეი პირით უფრო კარგად გაკრეჭთ;
შეჭრა გვერდებიდან უნდა დაიწყოთ, შემდეგ გადახვიდეთ უკან და მხოლოდ ამის შემდეგ მუცელზე; არ არის რეკომენდებული თათების ქვედა ნაწილის გაკრეჭა. ასევე, უკეთესი იქნება თუ კუდის წვერსაც ხელშეუხებელს დატოვებთ; კისერი და თავი მეტად მგრძნობიარე ნაწილებია, რადგან მათი დაზიანება გაცილებით იოლია. ამიტომ უმჯობესია სხეულის ეს ნაწილები საერთოდ არ გაკრიჭოთ. თუ თავზე ზედმეტად სქელი ბეწვი ადევს, შეგიძლიათ ძალიან ფრთხილად შეაჭრათ მაკრატლით; ამ რეკომენდაციების დაცვა შინაური ცხოველის დამოუკიდებლად მოვლისას საბოლოოდ მოგცემთ საშუალებას დააგროვოთ საკმარისი გამოცდილება, პროფესიონალების მომსახურება რომ არ დაგჭირდეთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!