კნუტის აღზრდა ძალიან ადრეული ასაკიდან არის საჭირო, თუმცა ზრდასრული კატის აღზრდაც უნდა აუცილებელია, რათა მასთან სწორი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს.
არ შეიძლება უყვიროთ შინაურ ცხოველს ან სცემოთ მას, მაგრამ უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე და გამძლეობა. არ უნდა გადაუხვიოთ დადგენილ წესებს, მაგრამ არც სიყვარული და მოფერება უნდა დაივიწყოთ. კატა ემოციური ცხოველია, მაგრამ მოკლე მეხსიერებით, ამიტომ ნებისმიერი სასჯელი დაუყოვნებლივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაეფექტური იქნება.უმჯობესია შეეცადოთ არასწორი ქმედებები აღკვეთოთ
პატრონი კატისთვის
კატა თავისებურია და პატრონს თვითონ ირჩევს, ანუ ოჯახის იმ წევრს, რომელიც გამოკვებავს, დაბანს, ბრჭყალებს დააჭრის, მოუვლის და უმკურნალებს. აქტიურ შინაურ ცხოველებს ურჩევნიათ, როგორც წესი, მამაკაცები, ხოლო მოსიყვარულეებსა და მშვიდებს – ქალები. პატრონის გარდა, კატა ირჩევს თავისთვის და ოჯახის საყვარელ წევრს, ვისთან ერთადაც დაიძინებს, ითამაშებს და მოეფერება.
შინაური ცხოველისთვის ავტორიტეტი რომ გახდეთ, გარკვეული წესები უნდა დაიცვათ:
• არ შეცვალოთ სახლში დადგენილი წესები და არ დაუშვათ იმის კეთება, რაც ოდესღაც აკრძალული იყო;
• არ დაემორჩილოთ კატის პროვოკაციებს და მოთხოვნებს. თუნდაც შეგეცოდოთ;
• ნუ სცემთ და ნუ დაამცირებთ მას;
• მომენტალურად მოახდინეთ რეაგირება ცხოველის არასწორ საქციელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კატა უბრალოდ ვერ გაიგებს, რატომ სჯიან.
თავისებური და ემოციური
ითვლება, რომ კატა თავისთვისაა და ემოციურად არ არის მიჯაჭვული პატრონთზე. სინამდვილეში ასე არ არის. ის მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე: ოჯახის წევრებთან განშორება, სახლში სხვა ცხოველის ან პატარა ბავშვის გამოჩენა, ახალ ბინაში გადასვლა, საყვარელი ავეჯის შეცვლა. ამიტომ, ცვლილებების პერიოდში მნიშვნელოვანია იყოთ არა მხოლოდ კატის გვერდით, არამედ შეუქმნათ სიყვარულით სავსე ატმოსფერო, რათა მიხვდეს, რომ ყველაფერი რიგზეა და მის ჩვეულ ცხოვრების წესს არაფერი ემუქრება.
Leave your comment