კატების შეჯვარების წესები

კატების შეჯვარების წესები

პასუხისმგებლიანი პატრონები გეგმავენ შეჯვარებას უკვე მაშინ როდესაც ცხოველს აღენიშნება სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნები. არსებობს რამოდენიმე ადვილი წესი, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ თქვენი კატა დაგეგმილი ორსულობისათვის.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ეხება შეჯვარების შესაძლებლობას. უნდა შეაჯვაროთ ისეთი ცხოველები რომელიც ჯიშის სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს. იმისათვის რომ იცოდეთ, მიეკუთვნება თქვენი კატა ამ კატეგორიას თუ არა, უნდა გაიაროთ კონსულტაცია გამოცდილ სელექციონერთან ან მიიღოთ მონაწილეობა კატების გამოფენაში, სადაც ექსპერტები სათანადოდ შეაფასებენ თქვენს კატას და ასევე შესაძლოა მოგცენ სამომავლო პარტნიორის რეკომენდაცია, რათა მიიღოთ ხარისხიანი კნუტები. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი წესი რომელიც წარმატებულ შეჯვარებას ხელს უწყობს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

    • ⦁ გამორიცხეთ კატის ჰორმონალური მკურნალობა შეჯვარებამდე. შეჯვარება უნდა მოხდეს რამოდენიმე მძუვნობის პერიოდის მერე, როდესაც კატა არის 10-15 თვის. არავითარ შემთხვევაში არ ჩაახშოთ მძუვნობა ჰორმონალური პრეპარატებით. ისინი გავლენას ახდენენ ნაყოფის განვითარებაზე და კატის სასქესო სისტემაზე, რაც შეიცავს კნუტების პათოლოგიის, მკვდარი ნაყოფის დაბადების და მშობიარობის გართულებების რისკს.
    • ⦁ ჩაატარეთ საჭირო ვაქცინაცია და ანტიპარაზიტული პროფილაქტიკა. ცხოველები რომლის შეჯვარება არის დაგეგმილი, უნდა იყვნენ ვაქცინირებული შემდეგი დაავადებებისგან: კალიცივიროზი, პანლეიკოპენია, რინოტრაქეიტი და ცოფი. სასურველია გაუკეთდეს ქლამიდიოზის აცრა. ასევე დედალი და მამალი კატა, რომელიც მონაწილეობას ღებულობენ შეჯვარებაში, უნდა შემოწმდნენ ქრონიკულ ვირუსულ ინფექციებზე (ვირუსული ლეიკოზი და ვირუსული იმუნოდეფიციტი). ასევე შეჯვარებამდე ორი კვირით ადრე კატა უნდა დამუშავდეს ჭიაზე და ექტოპარაზიტებზე – ტკიპზე და რწყილზე. არ არის რეკომენდირებული კატა დაბანოთ შეჯვარებამდე 2 კვირით ადრე, რათა შეუნარჩუნდეს დედლის სპეციფიური სუნი.
  • ⦁ წარუდგინეთ პარტნიორის მეპატრონეებს ვეტერინარული პასპორტი, რათა დაარწმუნოთ თქვენი კატის ჯანმრთელობაში. ასევე არ იქნება ურიგო თქვენც ნახოთ მომავალი მამის ჯანმრთელობის დამადასტურებელი საბუთი.
  • ⦁ ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის შეჯვარების გამოცდილებას. თუ თქვენი კატისთვის ეს პირველი შეჯვარებაა, აურჩიეთ გამოცდილი პარტნიორი. იმ შემთხვევაში თუ ორივე პარტნიორისთვის ეს იქნება პირველი შეჯვარება, ის შეიძლება დროში გაიწელოს ან საერთოდ არ შედგეს ცხოველების დაბნევის გამო.
  • ⦁ დაადგინეთ შეჯვარების ტერიტორია და თქვენი კატისთვის საჭირო ნივთები. როგორც წესი, შეჯვარება ხდება მამალი კატის ტერიტორიაზე. არსებობს აზრი რომ მამალმა თავი უფრო თავდაჯერებულად უნდა იგრძნოს. დედალი კატის ყოლა და პირობები მამალი კატის პატრონის სახლში როგორც წესი რეგულირდება ხელშეკრულებით, ეს არის საშუალოდ ორი დღე. ამ დროს ცხოველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ჯამი და საყვარელი საკვები, ლანგარი შემვსებით, ასევე გადასაყვანი ჩანთა, რომელშიც კატას შეუძლია დაისვენოს მისთვის ნაცნობ გარემოში.
  • ⦁ შეადგინეთ ხელშეკრულება. ის მეპატრონეები რომელიც აჯვარებენ ცხოველებს ჯიშის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, მსგავს ხეკშეკრულებას ადგენენ შეჯვარებამდე. სანიმუშო ხელშეკრულება ექნება თქვენს კლუბს. ასეთ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია კატების შეჯვარების ძირითადი პირობები და შესაძლო სადავო მომენტები.
ხელშეკრულება არის შეჯვარების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სერიოზურად აპირებთ დაკავდეთ ჯიშის სტანდარტების გაუმჯობესებით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პასუხისმგებლობით შეუდგეთ დოკუმენტების შედგენას. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ყველა ძირითად პუნქტს:
  • ⦁ ვაქცინაციის პირობები და კატის დაავადებების არქონის დამადასტურებელი საბუთები;
  • ⦁ დედალი კატის მამალი კატის პატრონის სახლში ყოლის დრო და პირობები;
  • ⦁ შეჯვარების საფასურის გადახდის პირობები;
  • ⦁ კნუტების განაწილება და მათზე ანაზრაურება;
  • ⦁ სადავო მომენტების გადაწყვეტა, რომელიც შეზაძლოა იყოს წარუმატებელ შეჯვარებასთან, ნაადრევ მშობიარობასთან ან კნუტების სიკვდილთან დაკავშირებული;
  • ⦁ კნუტების კლუბში რეგიგსტრაცია.
წარმატებული შეჯვარება დიდ ნაწილად არის დამოკიდებული მეპატრონეეებზე. არ დატოვოთ პროფესიონალი სელექციონერების და ვეტერინარების რჩევები უყურადღებოდ. კითხვების შემთხვევეში კი არ მოგერიდოთ მიმართოთ მათ, იმიტომ რომ მომავალი კნუტების ჯანმრთელობა და ხარისხი თქვენი პასუხისმგებლობაა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!