როდესაც კნუტის შეძენას გეგმავენ, მომავალი პატრონები ბევრ რამეზე ფიქრობენ ხოლმე: რა ჯიშის კნუტი იყიდონ, რა სქესის, რა დაარქვან, რა საკვები აჭამონ და სხვა, მაგრამ ძალიან ხშირად ავიწყდებათ ვეტერინარული კლინიკები და აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები. არსებობს მცდარი მოსაზრება რომ სახლის კატებს დაავადება არ მიეკარებათ (ისინი ხომ გარეთ არ გადიან!), მაგრამ სინამდვილეში საქმე ასე არაა.
ნებისმიერ სახლის კატას სჭირდება ვეტპროცედურების მინიმალური ნაკრები, რომელშიც შედის ვეტექიმის მიერ მისი შემოწმება (ზრდისა და განვითარების შეაფასებლად) შიდა და გარე პარაზიტებზე დამუშავებების გრაფიკის შედგენა, პირველადი ვაქცინაცია და რეგულარული რევაქცინაცია, სტერილიზაცია ან კასტრაცია, ვეტექიმის პერიოდული მეთვალყურეობა.
რატომ არის რევაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ ზოგიერთი დაავადების პრევენცია ვაქცინაციით უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობით. როგორ ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, მიუხედავად საუკეთესო მკურნალობისა. იმიტომ რომ ბევრი დაავადება, მაგალითად, პანლეიკოპენია, იგივე კატის ჭირი, ირიბი გზით გადაეცემა ცხოველს – ესე იგი, კატას ეს დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანისგან, მოვლის საშუალებით, დაინფიცირებულ ზედაპირთან კონტაქტით, ასევე, იმიტომ, რომ მრავალი დაავადება ერთად არის გავრცელებული და ყოველი მათგანი ძალიან გადამდებია. დაბოლოს, ცოფი – სასიკვდილო, უკურნელებელი სენია, რომელიც საშიშია არა მხოლოდ კატებისთვის და სხვა ცხოველებისთვის, არამედ – ადამიანებისთვისაც.
Leave your comment