კატა კნუტებს უარყოფს. რატომ ხდება ეს და რა უნდა ვქნათ?

კატა კნუტებს უარყოფს. რატომ ხდება ეს და რა უნდა ვქნათ?

პატარები ყოველთვის იწვევენ მათი დაცვის ინსტინქტს. ეს წესი გავრცელებული როგორც ადამიანის დედებში, ასევე კატებშიც. მაგრამ ზოგჯერ ხდება რომ ეს ინსტინქტი არ მუშაობს და ახალი ნამშობიარევი დედალი კატა უარყოფს თავის კნუტებს, ან რაც მაგაზე უარესია, ცდილობს მათ მოკვლას. რა შეიძლება იყოს კატის ასეთი ქცევის მიზეზი?
პირველ რიგში უნდა იცოდეთ რომ კატა მსგავსად იქცევა არა იმიტომ რომ გაფუჭებული ან ცუდი ხასიათი აქვს. ორსულობის, მშობიარობისა და კნუტების აღზრდის დროს კატა მოქმედებს ინსტინქტურად. იმ შემთხვევაში თუ კატა ცდილობს კნუტების მოშორებას, ადგილი აქვს დარღვევას. და როგორც წესი, ეს არის გამოსწორებადი.

კატას ტკივილი აწუხებს და თავს ცუდად გრძნობს

კნუტების უარყოფა ან უარის თქვა მათ გამოკვებაზე ან გალოკვაზე შესაძლოა დაკავშირებული იყოს რთულ მშბიარობასთან და იმასთან რომ კატა თავს ცუდად გრძნობს. თუ ცხოველს ტკივილი აწუხებს, ის იქნება არა კნუტებზე არამედ თავის თავზე კონცენტრირებული. ამის მოგვარება სავარაუდოდ შესაძლებელია კვალიფიციური ვეტერინარული დახმარების მეშვეობით. ზოგჯერ კნუტებზე უარს ამბობენ ძალიან ახალგაზრდა კატები, რომელიც როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად არ არიან დედობისთვის მზად.

კნუტები სიცოცხლ უუნარო არიან

ძალიან ხშირად კატის კნუტებზე უარის თქმის მიზეზი არის ის რომ დედა პატარებს სიცოცხლუუნაროებად თვლის. ამ დროს შესაძლოა კატამ უარყოს ჯანმრთელი მაგრამ სუსტი კნუტების ნაწილი, განსაკუთრებით თუ ბევრი კნუტი ეყოლა. ამ გზით ის ინსტინქტურად ფილტრავს ყველაზე სუსტებს, რადგან ხვდება რომ ყველას ვერ გამოკვებავს.

ადამიანის ჩარევის გამო

ადამიანის არასწორი და უდროო ჩარევა მშბიარობის პროცესში შესაძლოა გახდეს კნუტებზე უარის თქმის მიზეზი. თუ პატონი ცდილობს გადაიყვანოს კატა და კნუტები სხვა ადგილას, გამოცვალოს საფენი ბუდეში, კატაზე და კნუტებზე მკვეთრი შუქის მიმართვა არღვევს სუნების ბალანს, და კატა უარყოფს იმ კნუტებს რომელთაც ადამიანის სუნი აქვთ. მკვეთრმა შუქმა შესაძლოა ცხოველი შეაშინოს და ასევე გამოიწვიოს კნუტების უარყოფა. ამ სიტუაციაში უნდა გადაიტანოთ დედის სუნი კნუტებზე, მაგალითად დედის რძე ან გამონადენი წაუსვათ, ან გადაიყვანოთ მშვიდ და ჩაბნელებულ ადგილას.
ნებისმიერი მიზეზით უარის თქმის შემთხვევაში პატრონს აქვს დაახლოებით 1,5 საათი იმისათვის რომ გადაწყვიტოს კნუტების კვების საკითხი. ხელოვნური კვებისთვის უნდა მოიმარაგოთ კატის რძის შემცვლელი და სპეციალური ბოთლები.
კნუტებს კვება სჭირდებათ დღეღამის განმავლობაში ყოველ 2 საათში. ყოველივე ჭამის შემდეგ უნდა ჩაუტაროთ მუცლის მასაჟი რაგდან თავისით კუჭში გასვლას ჯერ ვერ ახერხებენ.
ამასთანავე იმ ბუდეში სადაც კნუტები ცხოვრობენ, უნდა შენარჩუნდეს 38-39 გრადუსი სითბო სათბურების მეშვეობით იმისათვის რომ კნუტებს არ შესცივდეთ და არ გადახურდნენ. როგორც წესი ჩამდგარი რძე დედას აწუხებს და ნელ ნელა შესაძლოა სცადოთ დედასთან მიიყვანოთ კნუტები რათა დედამ ბუნებრივად გამოკვებოს ისინი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!