როგორც წესი, კატები თვითონ კარგად უვლიან ახალშობილ კნუტებს. პატრონის მხრიდან დახმარება მოიცავს მშვიდი და თბილი ადგილის მოწყობას, ასევე პატრონმა უნდა უზრუნველყოს სრულყოფილი და ჯანმრთელი საკვები, მიაქციოს ყურადღება ცხოველების ჯანმრთელობას და დროულად მისცეს კნუტებს დამატებითი საკვები.
სითბო
სახლი კატისთვის თავისი ახალშბილი კნუტებით უმჯობესია განათავსოთ მშვიდ ოთახში, სადაც ბავშვებს, სტუმრებს და სხვა ცხოველებს ნაკლებად ექნებათ წვდომა. ეს ოთახი უნდა იყოს თბილი და ნიავის გარეშე, არ არის სასურველი რომ ტემპერატურა ამ ოთახში იყოს 26 გრადუსზე ნაკლები. დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში კმუტებს არ გააჩნიათ ტანის ტემპერატურის რეგულირების მექანიზმი, ამიტომ სიცივემ შესაძლოია მათ ზიანი მიაყენოს.
ჰიგიენა
ზედმეტად ნუ აიყვანთ კნუტებს ხელში. პირველ რიგში, ზედმეტი ფსიქოლოგიური დატვირთვა, რომელიც კატისთვის მოაქვს მშობიარობას, შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა, რომ დედამ კნუტები მიატოვოს. ასევე კნუტების იმუნური სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, და მათ ადვილად შეუძლიათ აიკიდონ რაიმე ვირუსი. ამიტომ, თუ კნუტების ხელში აყვანის აუცილებლობა დგება, კარგად უნდა დაიბანოთ ხელები, რომ არ გქონდეთ სუნამოს, კრემის ან სხვა არომატები, კარგი იქნება ამ შემთხვევაში გაიკეთოთ სტერილური ხელთათმანი. დაბადებიდან ერთი კვირის მანძილზე კნუტები ვერაფერს ხედავენ და მათ არაპერი ესმით, მაგრამ ყნოსვა უკვე კარგად აქვთ განვითარებული.
როგორც წესი, კატა თვითონ კარგად უვლის კნუტებს: პირველი თვე დედა თვითონ ლოკავს კნუტებს, ასევე თვითონ ინარჩუნებს სისუფთავეს თავის ბუდეში.
კვებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა
მშობიარობა არის ძალიან ძლიერი სტრესი კატის ორგანიზმისთვის. ამიტომ მშობიარობის შემდეგ კატამ უნდა სვას წყალი და კარგად ჭამოს. არ გაგიკვირდეთ თუ ის შეჭამს ორჯერ მეტს – ეს ნორმალურია, იმიტომ რომ მას სჭირდება ბევრი ძალა და ენერგია რომ გამოკვებოს კნუტები.
კატას უნდა აჭამოთ სპეციალური ტიპის საჭმელი რომელიც შეიცავს საჭირო ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მინერალებს. Royal Canin, Purina Pro Plan და სხვა მწარმოებლის მშრალი და სველი საკვების ხაზში არის სპეციალური საკვები მეძუძური დედებისთვის და კნუტებისათვის.
საკვები და წყალი უნდა განთავსდეს კატის და კნუტების ბუდესთან ახლოს. ამ პერიოდში დედალი კატა სხავს ბევრად მეტ წყალს იმიტომ რომ ბევრად მეტ წყალს კარგავს რძესთან ერთად.
მშობიარობიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში კატას აქვს მუქი ფერის გამონადენი შედედებებით, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ეს გამონადენი არ ღიავდება და არ წყდება, უნდა აჩვენოთ ცხოველი ექიმს.
კნუტების რეანიმაცია მშობიარობის დროს
ზიგჯერ ახალშობილი კნუტები არიან ძალიან სუსტად, და მათ სასწრაფო დახმარება სჭირდებათ. უნდა მოხდეს სითხის ასპირაცია ცხვირისა და პირის ღრუდან სპეციალური ამოსატუმბით, რათა მოხდეს ფილტვების სტიმულაცია. თუ კნუტი მაინც არ სუნთქავს, საჭიროა ტრაქეის ინტუბაცია, რისი გაკეთება შეუძლია მხოლოდ ვეტერინარს.
იმისათვის რომ სისხლის მიმოქცევა აღდგეს და კნუტი გაცოცხლდეს, ის უნდა გაწმინდოთ სტერილური სალფეთქით და ჩაუტაროთ ინტენსიური მასაჟი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ნიშადურის სპირტი!
აუცილებლად აჩვენეთ ასეთი ცხოველი ექიმს, რომელმაც უნდა გამოუწეროს სწორი მკურნალობა, იმუნომოდულატორები და ვიტამინები.
სათამაშოები და პირველი ნაბიჯები
13–15 დღის ასაკში კნუტები იწყებენ ჩოჩვას და უკვე სრულიად გონიერად ათვალიერებენ სამყაროს. ისინი უკვე ხედავენ, ესმით და ერთმანეთს ყურადღებას აქცევენ. მათი პირველი სათამაშო შეიძლება იყოს პატარა ბურთი, რომელიც გორაობს ნებისმიერი შეხებისას.
სეირნობის შეზღუდვა
მშობიარობის მერე კატა თითქმის არ ტოვებს თავის ბუდეს და კნუტებს, მაგრამ როგორც კი კნუტები იზრდებიან, დედა გადის სასეირნოდ. რადგან ბუნებით კატა არის ღამის ნადირი, ზოგჯერ ეს ინსტინქტები იღვიძებენ სახლის ცხოველებშიც, ამიტომ ხშირ შემთხვევაში კატის სეირნობა მოსალოდნელია დილისკენ.
თუ კატა შეჩვეულია გარეთ სეირნობას, უმჯობესია ასეთი ტიპის სეირნობა რაღაცა პერიოდით შეუზღუდოთ: კნუტების იმუნიტეტი ძალიან სუსტია, ამ დროს კი კატას შეუძლია თავის ბეწვზე მოიტანოს არა მარტო ვირუსული დაავადებები, ასევე პარაზიტებიც, რომელიც სასიკვდილო შეიძლება იყოს კნუტებისთვის.
Leave your comment