იორკშირული ტერიერი
იორკშირული ტერიერი არის პატარა, მეგობრული ხასიათის მქონე ძაღლია. შესანიშნავი კომპანიონია ბავშვიანი ოჯახებისთვის.
• წარმოშობის ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი • ზომა: მინიატურული • სიმაღლე: 18-20 სმ • წონა: 3,2 კგ-მდე • ასაკი: 14-16 წელი პლუსები
• კარგად ეგუება სხვა შინაურ ცხოველებს; • კარგად უგებს ბავშვებს; • მინიატურული ზომისაა; • ბეწვის ცვენა თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.
მინუსები
• ესაჭიროება ხშირი დავარცხნა; • საჭიროებს რეგულარულად გაკრეჭას; • სჭირდება ტანსაცმელი ცივი სეზონისთვის.
ძირითადი ინფორმაცია იორკშირურლი ტერიერების შესახებ
• იორკშირული ტერიერები შესაფერისია ალერგიით დაავადებულთათვის, რადგან მათ ბეწვი ძალიან მცირე რაოდენობით ცვივათ და სუნიც თითქმის არ აქვს. • ამ ჯიშის წარმომადგენელი პირველი თერაპიული ძაღლი იყო . მეორე მსოფლიო ომის დროს, ტერიერი სახელად სმოკი დაჭრილ ჯარისკაცებს რეაბილიტაციაში ეხმარებოდა. • იორკშირულ ტერიერებს შეუძლიათ სასაცილო ხმების გამოცემა, რასაც ვეტერინარებში „უკუ ცემინებას“ უწოდებენ. ეს მდგომარეობა საშიშად არ ითვლება და ძალიან სწრაფად გადის. ნაწილობრივ ის ღრენას წააგავს. ეს ყველაზე ხშირად ხდება ძაღლის ცხვირის ნებისმიერ გამაღიზიანებელზე მგრძნობელობის გამო: მცენარის მტვერზე, მტვერზე, შინაური ცხოველისთვის უსიამოვნო სხვადასხვა სუნზე და ა.შ. • იორკშირ ტერიერები აღიარებული ჩემპიონები არიან ყველაზე პატარა ძაღლებს შორის. 1940-იან წლებში დაბადებული ძაღლი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანენილი, როგორც ყველაზე პატარა ძაღლი. მისი სიმაღლე მხოლოდ 7,11 სმ იყო. • მცირე ზომის მიუხედავად, ეს ცხოველები ძალიან მამაცები არიან. არის შემთხვევები, როდესაც იორკშირული ტერიერები დაპირისპირებიან არა მხოლოდ დიდი ჯიშის ძაღლებს, არამედ გარეულ ცხოველებსაც კი, მაგალითად: დათვებს, კოიოტებს.
იორკშირული ტერიერების აღწერა
იორკშირული ტერიერი პატარა ზომის ძაღლია. დამახასიათებელი თვისებაა ორივე მხრიდან გრძელი, სწორი ბეწვი. თმა ეყოფა ცხვირის გვერდითა ნაწილიდან, და სრულდება კუდის ძირთან. ეს ძაღლი კომპაქტურია და ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. ფიზიკურად ძალიან ჰარმონიული და სოლიდურია. პროპორციულია. მიუხედავად ელეგანტური გარეგნობისა, ძაღლს კარგად განვითარებული კუნთები არ აქვს.
იორკშირული ტერიერის ხასიათი იორკშირული ტერიერი იდეალური კომპანიონია. ამ შინაურ ცხოველს შეუძლია გახდეს მეგობარი, როგორც მარტოსული ადამიანისთვის, ასევე შეუერთდეს ბავშვიან ოჯახებს. ისინი კარგად ეწყობიან სხვა შინაურ ცხოველებს. მით უმეტეს, თუ მათთან ერთად გაიზარდნენ. მონადირული წარსული გამო, მათ შეიძლება გამოიჩინონ განსაკუთრებული ინტერესი, მხოლოდ მღრღნელების მიმართ. სეირნობისას იორკშირული ტერიერები ხანდახან პატარა ცხოველებს დასდევენ. მაგალითად, ხვლიკებს, პეპლებს და ა.შ. მეგობრულები არიან, ადვილად ამყარებენ კონტაქტს. უყვართ ყეფა. ხმა ხმამაღალი, გამჭოლი. ყველაზე ხშირად, იორკი უმიზეზოდ ყეფს. ასევე, აფრთხილებს პატრონს საფრთხის შესახებ. ცხოველი უაზროდ ყეფას ადრეული ასაკიდანვე უნდა გადააჩვიოთ. იორკშირ ტერიერი ბავშვებს კარგად ეწყობა. მაგრამ უმჯობესია არ აყვანოთ თუ ძალიან პატარა ბავშვი გყავთ: პატარამ შეიძლება ის უნებურად დააზიანოს, დააწვეს, ან გადმოაგდოს, რაც იორკისთვის ცუდად დამთავრდება. ჯიშის წარმომადგენლები ძალიან ძლიერად ეჯაჭვებიან პატრონს. მარტოობა არ უყვართ. იორკები მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობენ და მზად არიან ყველგან გაჰყვნენ პატრონს. ეს მინიატურული ძაღლები თან მიჰყავთ კაფეებში, მაღაზიებში, ატარებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იორკშირულმა ტერიერმა, თუ სახლში მარტო დარცენა დიდი ხნით მოუწია, მოწყენილობისგან შესაძლოა დაიწყოს ნივთების გაფუჭება. ამის თავიდან ასაცილებლად, მიეცით თქვენს ცხოველს საკმარისი რაოდენობის სათამაშოები: ძვლები, ბურთები და ა.შ. იორკშირ ტერიერები ძალიან აქტიური და ენერგიული არიან. ისინი არასოდეს იტყვიან უარს ბუნებაში აქტიურ თამაშებზე, სიამოვნებით გაეკიდებიან ბურთს, მოძებნიან დამალულ ნივთს, და ასე შემდეგ. იორკშირულ ტერიერებს ბუნებაში სიარული მოსწონთ, სიამოვნებით წამოგყვებიან პიკნიკზე, სოკოს დასაკრეფად და სათევზაოდ, უსაფრთხოების ინსტინქტები ძალიან კარგად აქვს განვითარებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ვინმემ დარაჯად გამოიყენოს, მაგრამ იორკები პატრონის დასაცავად მუდამ მზად არიან. დაიცავენ მას ნებისმიერი ბოროტმოქმედისგან. იორკშირული ტერიერები ბუნებით ძალიან მამაცები არიან და არ ეშინიათ მათზე რამდენჯერმე დიდი მტრისაც კი. ინტელექტის დონე მაღალი აქვთ. ადვილად იწვრთნებიან და ითვისებენ ახალ ინფორმაციას. ახალი ბრძანებების დამახსოვრება რამდენიმე გამეორების შემდეგ შეუძლიათ. თუმცა ხანდახან სიჯიუტეს ავლენენ. ამის თავიდან ასაცილებლად, პატრონმა შინაურ ცხოველს უნდა დაანოხოს ვინაა, ლიდერი. ძაღლი უპირობოდ შეასრულებს იმ ადამიანის ბრძანებებს, რომელსაც ავტორიტეტად თვლის. იორკშირულ ტერიერებს ძალიან უყვართ ალერსი, მოფერება და ჩახუტება. მიუხედავად ამისა, ის “ცოცხალ სათამაშოდ” არ ჩათვალოთ. მას რეგულარული, ზომიერი წვრთნა და ვარჯიში სჭირდება.
ვისთვის არის ეს ჯიში შესაფერისი? იორკშირული ტერიერი არის ძაღლის ჯიში, რომელიც შესაფერისია პატრონისთვის, რომელიც ოცნებობს ჰყავდეს: ლამაზი, გლუვბეწვიანი ცხოველი, რომელიც იქნება მცირე ზომის, ადვილად შეეგუება სხვა შინაურ ცხოველებს და ექნება კარგი დარაჯის ინსტინქტები. იორკები არ შეეფერებათ მომშენებლებს, რომელბიც გეგმავენ ძაღლი ყავდეთ ვოლიერში, არ აპირებენ ის ხშირად ვარცხნონ და გაკრიჭონ, ყავთ მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც ბავშვებს არ ესმით, როგორ უნდა მოექცნენ მინიატურულ იორკს და დააზიანონ ის, არ შეეფერება ადამინებს, რომლებსაც ხმამაღალი ყეფა აღიზიანებთ. იორკშირული ტერიერი არის ძაღლი, რომლებიც შესაფერისია როგორც მარტოხელა ადამიანისთვის, ასევე ოჯახისთვის. მთავარია მოვლის აუცილებელი პირობების დაიცვათ. მნიშვნელოვანია ცხოველისთვის ყურადღების მიქცევა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული რაციონის შერჩევა და ძაღლის გაწვრთნა.
Leave your comment