ვეტერინარული პროცედურები კნუტებისთვის
მზადება ვაქცინაციისთვის
ვაქცინაციას წინ უნდა უძღვოდეს ბინადრის ჭიაზე (ანტიჰელმენტური) დამუშავება სპეციალური პრეპარატებით. კონკრეტულ საშუალებებსა და დოზირებას ვეტექიმი ნიშნავს.
ეს პროცედურა აუცილებელია იმისთვის, რომ ცხოველის ორგანიზმში ჭიების არსებობა გამოირიცხოს. პარაზიტების არსებობამ, შესაძლოა ვაქცინაციის არასასურველი შედეგი გამოიწვიოს, ის შეიძლება გახდეს არაეფექტური და მავნეც.ვადები და დანიშნულებები
პირველად ვაქცინაცია კნუტებს 2 თვის ასაკიდან ენიშნებათ. პრეპარატები გამოშვებულია კომპლექსური ვაქცინის სახით, შეიცავს 3-4 კომპონენტს. ეს შესაძლებლობას იძლევა რამდენიმე ინიექცია ჩანაცვლდეს მხოლოდ ერთით. რევაქცინაცია 3 კვირაში ტარდება. როგორც წესი, მომშენებლები ამ პროცედურებს კნუტებს უტარებენ იქამდე, სანამ ცხოველს ახალ მფლობელს გადასცემენ. თუ რაიმე მიზეზით, აცრა არ გაკეთებულა, აუცილებელია მისი სასწრაფოდ გაკეთება. 6 თვის ასაკში კნუტმა უნდა მიიღოს აცრა ცოფზე, 30 დღის შემდეგ კი, ცრიან ტრიქოფიტიაზე და მაკროსპორიაზე. მომავალში ვაქცინაციის პროცედურა ტარდება წელიწადში ერთხელ. თანამაედროვე პრეპარატების წყალობით, კატები აცრებს გართულებების გარეშე იტანენ. თუ კნუტი პროცედურის შემდეგ ოდნავ დასუსტებულია და ეძინება, ამაში საშიში არაფერია: ეს აცრაზე ჩვეულებრივი რეაქციაა, მეორე დღეს ცხოველის მდგომარეობა ნორმას უბრუნდება.აცრის გადადების მიზეზები
ზოგჯერ აუცილებელია აცრის გარკვეული დროით გადავადება. ეს შემდეგ შემთხვევეში ხდება:-
- ჩატარდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა – ამ შემთხვევაში ვაქცინირება ხდება მკურნალობის დასრულების შემდეგ 2 კვირაში;
-
- კნუტმა გადაიტანა ოპერაცია – ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ხდება 21 დღის შემდეგ;
-
- კნუტს კონტაქტი ჰქონდა დაავადებულ ცხოველთან – სანამ აცრა გაკეთდება, უნდა დარწმუნდეთ, რომ კატას არაფერი გადასდებია.
Leave your comment