დღეში რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ კნუტს?
დღის წესრიგის დაცვა
2-3 თვის ასაკში კნუტი, როგორც წესი, დედის რძიდან გადადის მზა რაციონზე. ამ დროს ცხოველს ესაჭიროება ნოყიერი და რეგულარული კვება. დღეში 5-ჯერ, მცირე ულუფებით უნდა იკვებოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის პირველ 3 თვეში კნუტის საჭმლის მომნელებელი სისტემა ფორმირდება, ჩოჩხი მაგრდება. იმისთვის, რომ კნუტი ყველა საჭირო სასარგებლო ნივთიერებებით იყოს უზრუნველყოფილი, რეკომენდირებულია ერთმანეთს შეანაცვლოთ მყარი და თხევადი რაციონები. თხევადი საკვების 1 შეკვრა ოთხ ულუფად უნდა გაყოთ, რომელსაც კნუტი დღის განმავლობაში მიირთმევს, წასახელმსებლად კი, 23-28 გრამი მყარი საკვები დაუტოვეთ.
3 თვის შემდეგ კნუტი გადაყავთ სამჯერად კვებაზე. საუზმეზე უნდა მისცეთ თხევადი საკვების მთლიანი შეკვრა, სადილსა და ვახშამზე – ნახევარ-ნახევარი, დღის განმავლობაში წასახემსებლად რეკომენდირებულია 33 გრამი მშრალი საკვები დაუტოვოთ.
ასეთ რეჟიმში კნუტს 1 წლამდე უნდა აჭამოთ, მხოლოდ საჭიროა მყარი საკვების დოზა თვეში ერთხელ თითო გრამით გაუზარდოთ.ზედმეტი ჭამის კონტროლი
თუ კნუტი პატრონს საცოდავი თვალებით შესცქერის, ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ შია, შესაძლოა, უბრალოდ მოფერება უნდა. საკვებით მოფერების ჩანაცვლება არ შეიძლება! მნიშვნელოვანია დააკვირდეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მიგახვედრებთ რომ ცხოველი დანაყრებულია:- მომრგვალებული, მაგრამ არა ძალიან შებერილი მუცელი;
- პირის დაბანა;
- კმაყოფილი კრუტუნი;
- აღელვებული ქცევა;
- მცდელობები პატრონს თათები ჩაავლოს;
- თითებზე კბენა ან წოვა;
- მუდმივი კნავილი.
Leave your comment