შინაური კატის კვების რეჟიმი, ცოტა და ხშირად ჭამა გვიჩვენებს მისი წინაპრის – აფრიკული სტპის კატის ნადირობის ამბავს. შესაძლოა, ერთადერთი სერიოზული განსხვავება ისაა, რომ ველურ ბუნებაში ცხოველები დამოუკიდებლად იღებენ საკვებს, ხოლო სახლში მოსიყვარულე პატრონმა უნდა იზრუნოს შინაურ ცხოველებზე.
წინაპრების ძახილი
როგორც წესი, კატების ოჯახის წარმომადგენლები არიან მარტოხელა მონადირეები, რომლებიც მსხვერპლად ირჩევენ პატარა ცხოველებს – მღრღნელებსა და ფრინველებს. აქედან გამომდინარე, აქვთ კვების ასეთი რეჟიმი, ჭამენ ცოტას და ხშირად.
კატის ორგანიზმი ზუსტად არის ადაპტირებული ასეთი რეჟიმისთვის, ამას მოწმობს მისი ფიზიოლოგიური თავისებურებებითაც: კატის კუჭის კედლები რთულად იჭიმება და ერთ ჯერზე დიდი რაოდენობის საკვების მიღება არ შეუძლია. ესეც წინაპრისგან მემკვირდეობით ერგო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია პატრონმა უზრუნველყოს, რომ მის შინაურ ცხოველს ჯამში სკავები ყოველთვის ჰქონდეს.
ხოლო, თუ კატას ძაღლივით კვებავთ, დღეში ერთხელ ან ორჯერ დიდი ულუფებით, მას ემუქრება სიმსუქნე და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.
Leave your comment