დობერმანი

დობერმანი

მახასიათებლები

არმოშობის ქვეყანა გერმანია

ზომა დიდი   სიმაღლე 65-69 სმ   წონა 30-40 კგ   ასაკი 14 წლამდე   მოკლე ინფორმაციაჭკვიანი, ადვილად მოსამზადებელი, მაგრამ მოითხოვს ყოველდღიურ ვარჯიშსა და წვრთნას;არ არის ვარგისი ვოლიერში საცხოვრებლად, ბეწვის ქვედა საფარის არარსებობის გამო;შესანიშნავი დარაჯები და მცველები;6 თვიდან ისინი აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ ალიკაპის ტარებას.

დობერმანის ჯიშის აღწერა დობერმანი (გერმ. Dobermann) არის ძაღლების ჯიში, რომელიც გამოირჩევა გრაციოზულობითთ, სხეულის კონტურების სიმკვეთრით და მოხენილობით. დობერმანი თავისი გარეგნობით აღგაფრთოვანებთ! სხეულის ყველა ნაწილში აშკარად ეკვეთება კუნთების კონტურები. დობერმანის ფიზიკური აღნაგობის ანატომიური ნიუანსები საშუალებას აძლევს ძაღლს განავითაროს დიდი სიჩქარე, მყისიერად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება.

დობერმანის ხასიათი უშიშარი, ენერგიული და ყურადღებიანი – სამი თვისება, რაც დამახასიათებელია დობერმანისთვის. თუმცა, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს აგრესიული ჯიშია: ძაღლს შეუძლია უცხო ადამიანზე თავდახსმა. ეს მცდარი მოსაზრებაა. სათანადო აღზრდის შემთხვევაში ცხოველი ნეიტრალური იქნება უცხო ადამიანების მიმართ და აგრესიას გამოიჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ პატრონს საფრთხე ემუქრება. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: გაწვრთნილი ცხოველი არასოდეს აიღებს ინიციატივას, ის დაემორჩილება თავის პატრონს. დობერმანები და ადამიანები ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი მისი პატრონია. ძაღლი ყოველთვის ემორჩილება პატრონს და, მიუხედავად მისი დამცველი და საბრძოლო თვისებებისა, საკმაოდ მეგობრულად ითვლება. ამ ჯიშის დამახასიათებელი თვისება სიფხიზლეა. დობერმანები მუდამ მზადყოფნაში არიან, ყოველთვის მზად არიან იჩქარონ თავიანთი ტერიტორიის ან პატრონის დასაცავად, ისინი დროულად ამჩნევენ ნებისმიერ საფრთხეს. არ აქვს მნიშვნელობა, საფრთხე სხვა ძაღლებისგან, გარეული ცხოველებისგან თუ აგრესიული ადამიანებისგან მომდინარეობს, დობერმანი მაშინვე რეაგირებს მასზე და მისი კეთილგანწყობა მოულოდნელად იცვლება აგრესიის და საფრთხის აღკვეთის გაბედული, ენერგიული მცდელობებით. ამ საკმაოდ ჭკვიანი ჯიშის წარმომადგენლებს ბუნება საშუალებას აძლევთ სხვა ცხოველებთან იცხოვრონ, თუ ისინი მათ პატარა ასაკიდან იცნობენ. სხვა შემთხვევაში, რეაქცია ახალ შინაურ ცხოველზე შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს. აქ უკვე ყველაფერი ძაღლის წვრთნაზე და აღზრდაზეა დამოკიდებული. ეს თავისებურება განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება ხვადების ურთიერთობაში.ისინი დომინანტურები არიან და ყოველთვის ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ უპირატესობას. თუმცა, წვრთნისას ეს ქცევა კორექტირდება.

ამ ძაღლების ქცევაში კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიშანი მათი ერთგულებაა. სეირნობის დროსაც კი ცდილობენ პატრონს არ მოშორდნენ. დობერმანები პატრონტან სეირნობისას საპირისპირო სქესის წარმომადგენებსაც კი არ მიაქცევენ ყურადღებას. ამავდროულად, ასეთ ერთგულებას თავისი საზღვარიც აქვს. ოჯახში მხოლოდ ერთ წევრს აქვს უდავო და შეუზღუდავი გავლენა ასეთ აღსაზრდელზე. ასეთი ძაღლი ოჯახის დანარჩენ წევრებს ემორჩილება ნაკლები მონდომებით და უმთავრესად იმ ადამიანის ტანდასწრებით, რომელიც მას ასეირნებს, აჭმევს და წვრთნის ხოლმე. ამავდროულად, ოჯახში შინაური ცხოველი, უმიზეზოდ, არ გამოავლენს თავის საბრძოლო თვისებებს მცირეწლოვან ბავშვებთან მიმართებაში ან არ უგულებელყოფს მათ. უფრო მეტიც, ის მათ თანასწორებად აღიქვამს და მზადაა ბავშვებთან აქტიურ თამაშებშიც კი ჩაებას. ჯიშის დამცველობითი თვისებები ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელად ვლინდება. დობერმანის ბუნება გამოირჩევა გარშემომყოფებისა და ცხოველებისადმი დიდი ინტერესით, ასევე შესანიშნავი, ელვისებური რეაქციით. ამიტომ, უცხო ადამიანების ნებისმიერი უეცარი მოძრაობა, მოულოდნელი გარემოებები მის დამცველობით რეფლექსს მყისიერად აღვიძებს. ამასთან, დამცველობითი რეფლექსი და მკვეთრად გამოხატული მზადყოფნა საკუთარი თავის ან პატრონის დასაცავად, მყარი მოტივების გარეშე არასოდეს ვლინდება. ეს ქცევა უნდა იყოს პროვოცირებული ადამიანების ან ცხოველების ქმედებებით, გარე ფაქტორებით. აღსანიშნავია, რომ ძუები უფრო გაბედულები არიან თავიანთ ქმედებებში, რდგან თავს ოჯახის დამცველებად გრძნობენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სახლს გარეთ. ხვადები უფრო გაწონასწორებულნი არიან თავიანთ ქმედებებში და ძუებთან შედარებით, გაცილებით წინდახედულები. ისინი ცდილობენ არ გამოიჩინონ აგრესია, სანამ საფრთხის არსებობაში არ დარწმუნდებიან.

რეკომენდაციები დობერმანების აღსაზრდელად და გასაწვრთნელად: დობერმანი არის ძაღლი, რომელსაც, როგორც სხვას არავის, ძლიერი ლიდერი სჭირდება. ამიტომ ამ ჯიშის ლეკვს ვერ აღზრდიან ბავშვები, მოზარდები და სუსტი ხასიათის ადამიანები. თუ დობერმანის მომავალ პატრონს არ ჰქონდა ძაღლების წვრთნის გამოცდილება ან მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, უმჯობესია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ კინოლოგს.   ამასთან დობერმანები გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით. ეს საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სწრაფ და ხანგრძლივ შედეგებს წვრთნის პროცესში. ეს ჯიში ცნობილია თავისი ინტელექტით და ახალი ბრძანებების მარტივად ათვისებით. ვარჯიშის დროს პატრონმა მუდმივად უნდა გაუსვას ხაზი თავის უპირატესობას, თავიდან აიცილოს რაიმე სახის დათმობა. დობერმანის წარმატებული წვრთნის სამი ძირითადი კრიტერიუმია:

თანმიმდევრულობა – ნუ ასწავლით ახალ მოქმედებებსა და ბრძანებებს, სანამ ძველებს კარგად არ ისწავლის. უფრო მეტიც, თანმიმდევრობა ასევე უნდა გამოვლინდეს თავად დობერმანის მხრიდან: მან უნდა შეასრულოს ბრძანებები სწორად, როგორც ამას რიგითობა მოითხოვს; დისციპლინა ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, როგორც დობერმენისთვის, ასევე მისი პატრონისთვის. მკაცრად უნდა დაიცვათ ვარჯიშისთვის გამოყოფილი დრო. მიიყვანოთ მიღწეული შედეგები ლოგიკურ ფინალამდე და არ შეარბილოთ ძაღლის მიმართ დამოკიდებულება, თუ რაიმე არ გამოსდის – ეს აუცილებელი პირობებია; მოთმინება – დობერმანის პატრონი, მიუხედავად იმისა რომ ეს ძაღლი კარგად იწვრთნება და გამოირჩევა შესანიშნავი გონებით, უნდა ავლენდეს დაჟინებულობას ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ განწყობაზე ყოფნისას. მაქსიმალური მორჩილებისა და ბრძანებების შესრულების მისაღწევად, უმჯობესია შინაური ცხოველი ადრეული ასაკიდანვე გაწვრთნათ. დობერმანის ლეკვები, თავიანთი გონიერების წყალობით, უკვე ოთხი თვის ასაკიდან კარგად ხვდებიან, რას მოითხოვს მათგან პატრონი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!