დველფი

დველფი

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა აშშ   ბეწვის ტიპი მელოტი   სიმაღლე 15-18 სმ   წონა 2-3 კგ   ასაკი 20 წელი   მოკლე ინფორმაციაახალგაზრდა, ექსპერიმენტული ჯიში;მხიარული და არააგრესიული;ძალიან ეჯაჭვებიან პატრონს.   წარმოშობის ისტორია ეს ჯიში ძალიან ახალგაზრდა და ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა. მაგრამ უკვე ნათელია, რომ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. 2007 წელს ამერიკელმა ფელინოლოგებმა გადაწყვიტეს შეექმნათ არაჩვეულებრივი სასწაული სამი სრულიად განსხვავებული ჯიშის შეჯვარებით. დველფმა მიიღო სასაცილო ყურები – კერლისგან, მოკლე ფეხები – მანჩკინებისგან, უბეწვობა კი, კანადური სფინქსებისგან ერგო. ასევე, მომშენებლებმა ჯიშის მცირე ზომაზეც იმუშავეს. ჯერჯერობით, ეს საოცარი არსებები არ იქნა აღიარებული არცერთი ფელინოლოგიური ორგანიზაციის მიერ, რადგან ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მათი პოპულარობა იზრდება და ოფიციალური სტატუსი უკვე ახლოსაა.   აღწერა დველფი პლუშის სათამაშოს ან საბავშვო მულტფილმის პერსონაჟს გავს. მოკლე ნაკეცებიანი კიდურები და სასაცილოდ მოკეცილი ყურები ამ კატებს სრულიად უჩვეულო იერს აძლევს. მიუხედავად მათი მინიატურული ზომისა, სხეული საკმაოდ ძლიერი და კუნთოვანი აქვთ: განიერი მკერდი, მოკლე, სქელი კიდურები. დიდი, ფართოდ განლაგებული წვეტიანი ყურები დახრილია უკან, სწორედ ამით გვანან ელფებს. თვალები დიდი და მრგვალი აქვთ, მათი ფერი დამოკიდებულია ბეწვის შეფერილობაზე და შეიძლება იყოს ლურჯი ან ნაცრისფერი, ზეთისხილისფერი მწვანე ან მოყვითალო. დველფის სხეული შეხებისას ხავერდს ან რბილ ზამშს მოგაგონებთ. კუდზე, ცხვირზე, ყურებზე და მუცელზე შესაძლოა გამჭვირვალე ფუმფულა ღინღლი ჰქონდეს. ჯიშის ზოგიერთ წარმომადგენელში შესაძლოა გამოვლინდეს მცირე ზომის ნაკეცები კაზე შეფერილობა შეიძლება იყოს ნებისმიერი: თეთრი, წითური, იისფერი, ნაცრისფერი, შავი, ლაქებიანი.   ხასიათი დველფის გარეგნობა შესაძლოა, უჩვეულოა, მაგრამ ხასიათი ნორმალური, ჩვეულებრივი კატის აქვს. არის ხალისიანი და არააგრესიული ჯიში, რომელიც სიამოვნებით თამაშობს ბურთს, მღერის სიმღერებს პატრონის მუხლებზე და მედიტირებს ფანჯრის რაფებზე. თუ ფარდებზე ახტომის საშუალებას მოკლე ფეხები არ აძლევთ, ეს მხოლოდ პლუსია. ითვლება, რომ დველფები პატრონებს ძალიან ეჯაჭვებიან და მათი ხანგრძლივი არყოფნის დროს (მაგალითად, შვებულებაში) შეიძლება დეპრესიაში ჩავარდნენ და ავად გახდნენ.   მოვლა მათი ნაზი კანი ნოტიო პირსახოცით ადვილად იწმინდება. ბანაობა, არაუმეტეს, თვეში ერთხელ სჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ან ბავშვის შამპუნი. ბრჭყალები საჭიროების მიხედვით უნდა დააჭრათ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!