გერმანული პატარა შპიცი

გერმანული პატარა შპიცი

მახასიათებლები

ქვეყანა გერმანია

Ზომა პატარა   სიმაღლე 26-30 სმ   ონა 5-6 კგ   ასაკი 12-16 წლის

ცირე ინფორმაცია

პატარა შპიცი – გერმანული შპიცის ერთ-ერთი სახეობა;ცნობილია კლაინშპიცის სახელუთაც;ენერგიული, დაუღალავი და ხალისიანი ჯიშია.

ხასიათი გერმანული პატარა შპიცი პომერანული შპიცის უახლოესი ნათესავია. უფრო სწორად, ეს ერთი და იგივე ჯიში, უბრალოდ ძაღლები ზომით განსხვავდებიან. პომერანელი გერმანული შპიცი გერმანული შპიცების ჯგუფის ყველაზე პატარა წარმომადგენელია, მცირე შპიცი ოდნავ უფრო დიდია. გერმანული შპიცი უძველესი ჯიშის ძაღლია, ი ევროპაში ითვლება ერთ-ერთ უძველესად. მსგავსი ცხოველების გამოსახულებები ნაპოვნია თიხის ფილებსა და ჭურჭელზე, რომლებიც დაახლოებით 2500 წლისაა. გერმანული შპიცი თავდაპირველად სამუშაო ჯიში იყო. პატარა ძაღლების მცველების რანგში შენახვა მოსახერხებელი იყო: ისინი ხმაურიანები, მგრძნობიარენი არიან და განსხვავებით უფრო დიდი ზომის ნათესავებისგან, ნაკლებს ჭამენ. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მე -18 საუკუნეში, როდესაც არისტოკრატებმა ამ ჯიშს ყურადღება მიაქციეს. ამის შემდეგ შპიცები სწრაფად მოედნენ მთელ ევროპა, მოხვდნენ რუსეთში და ამერიკაშიც კი.

ჯიშის სტანდარტი მიღებულ იქნა მე-19 საუკუნის ბოლოს თითქმის ერთდროულად გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. გერმანული პატარა შპიცი ამაყი, მამაცი და ძალიან თავნება ძაღლია. ის გახლავთ ენერგიული შინაური ცხოველი, რომელსაც ხშირად თავი დიდ და საშინელ ძაღლი ჰგონია. ცუდი აღზრდის შემთხვევაში, ეს ხასიათის თვისება გამოხატული იქნება. ამიტომ, ჯიშის წარმომადგენლებთან მუშაობა, კერძოდ, მისი სოციალიზაცია, ძალიან ადრე უნდა დაიწყოთ. გერმანული შპიცი მომხიბვლელი კომპანიონი ძაღლია. ის გულგრილს ვერავის დატოვებს. ამ ფუმფულა მოქოქილი„ბატარეის“ დანახვა, განწყობას აგიმაღლებთ. ამას დაუმატეთ მისი მხიარული ხასიათი და შესანიშნავი გონებრივი შესაძლებლობები და მაშინვე ცხადი ხდება: ეს ძაღლი საერთო ენას ყველასთან გამონახავს. გერმანული პატარა შპიცი შესაფერისია როგორც მოხუცებისთვის, ასევე ბავშვებიანი ოჯახებისთვის.   ამ ჯიშის ძაღლები ძალიან სწრაფად ეჯაჭვებიან პატრონებს. ისინი ხანგრძლივ განშორებას ცუდად იტანენ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ასეთი ძაღლი პატრონთან, რომელიც მუდამ წასულია, ბედნიერებას იპოვნის. გერმანული მცირე შპიცებგამორჩეულნი არიან მოთმინების უნარით. მხიარული შინაური ცხოველი მზად არის ბავშვთან მთელი დღის განმავლობაში ითამაშოს. მთავარია, ძაღლი არ გაანაწყენონ და არ ატკინონ. პატარა შპიცი სხვა ცხოველებთან ცხოვრების წინააღმდეგი არ იქნება, ყოფნას, თუ პატრონი დაანხვებს, რომ კონკურენტები არ ჰყავს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!