ბეწვის ცვენა ძაღლებში. რა უნდა ვქნათ?
კითხვა, რომელიც აწუხებს ლეკვების პატრონების უმეტესობას, არის ის, თუ როდის იწყება ბეწვის ცვენა ძაღლებში? მაშასადამე, პირველი ბეწვის ცვენა იწყება შინაურ ცხოველში დაახლოებით 2-3 თვის ასაკში, როდესაც ლეკვის “ბუმბულს“ ანაცვლებს უფრო მკვრივი „თინეიჯერული “ ბეწვი. დაახლოებით ექვს თვეში ის სქელდება, თვითონ თმა კი მძიმდება. გრძელბეწვიან ძაღლებში “თინეიჯერული” ბეწვის შეცვლის პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს. მოკლებეწვიანი შინაური ცხოველების ბეწვი კი ერთ წლამდე ყალიბდება.
ბუნებრივი ბეწვის ცვენა
შინაური ცხოველის ბეწვის სეზონური ცვლა წელიწადში ორჯერ ხდება. შემოდგომაზე ცხოველი იცვლის თავის „ზაფხულის“ ბეწვს „ზამთრის“ ბეწვით – უფრო მკვრივი და სქელი ქვედა ფენით. გაზაფხულზე, შესაბამისად, პირიქით: ბეწვი თხელდება და მოკლდება. ბეწვის ცვენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შინაური ცხოველის ბეწვის ტიპზე. ისეთ ჯიშებში, როგორიცაა აკიტა ინუ, შპიცი ან, მაგალითად, შელტი, ბეწვის შეცვლას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ის ძალიან სქელია. მოკლებეწვიან ძაღლებში ბეწვის ცვენა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ტოი ტერიერის ან ამერიკული შიშველი ტერიერის პატრონებმა შეიძლება საერთოდ ვერ შეამჩნიონ ეს პროცესი. აღსანიშნავია, რომ ბინაში მცხოვრებ ძაღლებში ცვენა შეიძლება მიმდინარეობდეს თითქმის მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი გამოხატული, როგორც ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებში. საქმე იმაშია, რომ ბინის ძაღლები ტემპერატურის ცვლილებას განსხვავებულად გრძნობენ, ეს კი გავლენას ახდენს ცხოველის ბეწვის სიმკვრივეზე.გახანგრძლივებული ბეწვის ცვენა
თუ შეამჩნევთ, რომ ბეწვის ცვენა დაიწყო მოულოდნელად ან ცვენა ძალიან დიდხანს გრძელდება, უნდა მიმართოთ თქვენს ვეტერინარს. ის შეძლებს დაადგინოს პათოლოგიური პროცესის მიზეზი. გახანგრძლივებული ცვენის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:- უხარისხო საკვები ძაღლის რაციონი უნდა იყოს ჩამოყალიბებული სელექციონერის ან ვეტერინარის რეკომენდაციების შესაბამისად. შეარჩიეთ ხარისხიანი საკვები, რომელის მოამარაგებს თქვენს შინაურ ცხოველს საჭირო საკვები ნივთიერებებით.
- სტრესი სხვა ადგილას გადასვლამ, ოპერაციამ ან პატრონთან ხანგრძლივმა განშორებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შინაურ ცხოველში თმის ცვენა.
- სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის პარაზიტული
ჰეპატიტმა, ენდოკრინულმა და იმუნურმა დარღვევებმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ბეწვის ცვენა.
რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ძაღლს ბეწვი სცვივა?
იმისთვის, რომ სეზონურმა ცვენა შეუმჩნეველი დარჩეს და ბინაში იატაკი და ავეჯი არ დაიფაროს ბეწვის ფენებით, უნდა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:- ⦁ დავარცხნეთ შინაური ცხოველი. ზოომაღაზიებში არის მრავალი განსხვავებული სავარცხელი, ძაღლის ყველა ტიპის ბეწვისთვის: მასაჟის ხელთათმანებით დაწყებული, პროფესიული ჯაგრისებით დამთავრებული. გრძელბეწვიანი შინაური ცხოველები უფრო ხშირად, თითქმის ყოველდღე, საჭიროებენ დავარცხნას. ამ გზით თქვენ დაიცავთ ძაღლს ბეწვის შეწებების შესაძლო წარმოქმნისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ: ყველა ჯიშს არ სჭირდება დავარცხნა. მკვრივბეწვიან ძაღლებს, როგორებიცაა ფოქსტერიერი ან რიზენშნაუცერი, სჭირდებათ ტრიმინგი. ამ ცხოველებმა ჯიშის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში დაკარგეს ცვენის უნარი, მაგრამ ბეწვი მაინც თანდათან თხელდება და კვდება. მის მოსაშორებლად საჭიროა სპეციალური პროცედურა – ტრიმინგი.
- ⦁ უფრო ხშირად გაასეირნეთ თქვენი ძაღლი. აქტიური სეირნობა და სუფთა ჰაერი ხელს უწყობს შინაური ცხოველის ბეწვის სწრაფ შეცვლას.
Leave your comment