ბენგალური კატა
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა აშშ
ბეწვის ტიპი მოკლებეწვიანი სიმაღლე 25-32 სმ წონა 4-7 კგ ასაკი 12-15 წელი
მოკლე ინფორმაცია • მოსიყვარულე; • დამოუკიდებელი; • კომუნიკაბელური.
წარმოშობის ისტორია ბენგალური კატები თავიანთი წარმოშობას ამერიკელ ჟან სუგდენს უნდა უმადლოდენ. 1961 წელს იგი მივლინებაში იმყოფებოდა ბანგკოკში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. იქ, ადგილობრივ ბაზარში, მან იყიდა ადგილობრივი გარეული კატის კნუტი. კატას მალაიზია დაარქვეს და აშშ-ში წაიყვანეს. მიუხედავად საშინაო პირობებში აღზრდისა, მალაიზია გარეული ცხოველის ყველა ჩვევას ინარჩუნებდა – არ ამჟღავნებდა აგრესიას, მაგრამ არც კონტაქტს ამყარებდა, ამჯობინებდა მარტოობას და ძნელად მისადგომ ადგილებში იმალებოდა. საბოლოოდ, შინაურმა შავმა კატამ ჯინმა მალაიზიის კეთილგანწყობის დამსახურება მოახერხა, რის შედეგადაც წარმოიშვა სიცოცხლისუნარიანი ჰიბრიდული კატა, სახელად კინ-კინი. ჯინიმ, რომელიც სტუდენტობის წლებში კატების მოშენებით იყო დაკავებული, გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ჯიში, რომელსაც ველური აზიური კატების ყველა გარეგნული თვისება, მაგრამ ამავდროულად, შინაური კატის ხასიათი ექნებოდათ. სამწუხაროდ, მისი კვლევები პირველი ქმრის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა. მალაიზია ზოოპარკს გადაეცა, კინ-კინი კი, პნევმონიით დაიღუპა.
მხოლოდ 15 წლის შემდეგ, ჯინმა, რომელიც უკვე გვარად მილი გახდა, მისთვის სასურველი ჯიშის მოშენების საკითხს მიუბრუნდა. ასე დაიწყო სერიოზული მუშაობა შინაური ბენგალური კატის შექმნაზე. 1991 წლისთვის ჯინიმ ეს შეძლო და მსოფლიოში ნაზი, კონტაქტური, “ველურქურქიანი” შინაური კატები გამოჩნდნენ.
აღწერა ამ კატებს დაჭიმული, ძლიერი დაკუნთული სხეული აქვთ. ძლიერი კისერი გადადის მასიურ თავში, რომელიც ოდნავ წაგრძელებულია. თათები საკმაოდ დიდი და მრგვალია. კუდის სიგრძე – საშუალო, სქელი მომრგვალებული წვერით. შეფერილობა აუცილებლად მკაფიო, მკვეთრად კონტრასტული უნდა ჰქონდეს.
ხასიათი ბენგალურ კატებში გაერთიანებულია ლეოპარდის ფიზიკური მახასიათებლები და შინაური კატის რბილი ხასიათი. ერთის მხრივ, ბენგალები ძალიან დამოუკიდებლები არიან და მთელი თავიანთი გარეგნობით გვიჩვენებენ, რომ ნამდვილი მტაცებლები არიან, ძლიერები და მოხერხებულები. ისინი შესანიშნავი მონადირეები არიან და მათ ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს ინსტინქტები. ამიტომ, თუ სახლში უფრო პატარა ცხოველები გყავთ, რომლებიც ბენგალმა შემთხვევით, შესაძლოა, ნადავლად აღიქვას, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. მეორე მხრივ,უფრო მოსიყვარულე და კომუნიკაბელური ჯიშის პოვნა რთულია. უფრო მეტიც, ამ კატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატრონთან მუდმივი კონტაქტი: ყურადღების ნაკლებობით, ისინი ველურდებიან და პატარა ლეოპარდებად იქცევიან. მაგრამ, თუ კნუტს პატარაობიდან ხშირად და ბევრს ატარებენ ხელში აყვანილს, ზრდასრულ კატასაც ასე უნდა მოექცეთ და ის ერთგულ, ალერსიან მეგობრად გექცევათ. ხასიათის ეს თავისებურება ბენგალურ კატას თითქმის იდეალურ კატად აქცევს მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის: მათგან ის იღებს აუცილებელ კონტაქტს ადამიანთან, თამაშებს (თამაში კი, ძალიან უყვართ) და კომუნიკაციის სურვილს შესანიშნავად იკმაყოფილებს. ბენგალები პატრონთან განშორებას ცუდად იტანენ, ამიტომ, თუ პატრონს ცხოველის ვინმესთან დატოვება დასჭირდება, უმჯობესია, ეს ნაცნობები და ოჯახთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატამ შეიძლება უარი თქვას საკვებზე და იდარდოს.
Leave your comment