ბელგიური ნაგაზი

ბელგიური ნაგაზი

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა ბელგია   ზომა დიდი   სიმაღლე 56-66 სმ   წონა 25-35 კგ   ასაკი 12-15 წელი   მოკლე ინფორმაციაარსებობს ბელგიური ნაგაზის ოთხი სახეობა: გრონენდალი, ლაკენუა, მალინუა და ტერვიურენი;შესანიშნავი სამომსახურეო ჯიში;ჭკვიანი, კარგი მეხსიერება აქვს.   ხასიათი ამ ჯიშის წარმომადგენლებს, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი გარეგნობისა, ხასიათის თვისებები მსგავსი აქვთ. ეს არის შესანიშნავი სამომსახურეო ჯიში, რომელიც როგორც ბავშვიან ოჯახებს, ასევე მარტოხელა ადამიანებს შეეფერება. ბელგიური ნაგაზები უცხო ადამიანების მიმართ ცივები არიან, რაც მათ შესანიშნავ დამცველებად და დარაჯებად აქცევს. მაგრამ ამისთვის ისინი უნდა იყვნენ გაწვრთნილი. სათანადო მომზადების გარეშე, ძაღლი ზედმეტად აგრესიული ან მშიშარა შეიძლება გახდეს. ბელგიურ ნაგაზთან მუშაობა ძალიან მარტივი და სასიამოვნოა. მომშენებლებმათ შესანიშნავ მეხსიერებას, ინტელექტს და ცნობისმოყვარეობას უსვამენ ხაზს. მთავარია საერთო ენის პოვნა. თუ გამოცდილება მცირე გამოცდილება გაქვთ, კინოლოგს უნდა მიმართოთ. ბელგიური ნაგაზები ბავშვების ერთგულები არიან და სიამოვნებით დაუჭერენ მხარს მოზარდების თამაშებს. კარგად აღზრდილი შინაური ცხოველი ოჯახის წევრებს არასდროს დააზიანებს. ბელგიური ნაგაზის ქცევა სხვა ცხოველების მიმართ დამოკიდებულია მის აღზრდაზე. სოციალიზებულ შინაურ ცხოველ სხვა ძაღლებთან და კატებთან ცხოვრების წინააღმდეგი არ იქნება. ბელგიური ნაგაზის აღწერა ბელგიური ნაგაზის ოთხივე სახეობა მიეკუთვნება დიდი ძაღლების კატეგორიას, აქვს მასიური სხეული გამოხატული კუნთოვანი რელიეფით. კიდურები ძალიან ძლიერი, დაკუნთული აქვთ. ძაღლის მოძრაობები ელეგანტურია, მანერები კი არისტოკრატული. ამ ძაღლებს დიდი, წაგრძელებული თავი აქვთ, შუბლი – ბრტყელი, სახე – წაგრძელებული, ცხვირისკენ ოდნავ წვრილდება. ცხვირი შავი, ტუჩების ლორწოვანი გარსი ვარდისფერი პიგმენტაციის გარეშე. ამ ჯიშის დამახასიათებელი თვისებაა სამკუთხა დამგარი ყურები. მაქსიმალური სიფხიზლის მომენტში ისინი ვერტიკალურად დგებიან. თვალები – ნუშის ფორმის, მუქი ყავისფერი. ბელგიურ ნაგაზს ქუთუთოზე შავი რკალი აქვს. ამ ჯიშის ოთხ ქვესახეობას შორის განსხვავებები მხოლოდ ბეწვშია.გრონენდალს გრძელი, გლუვი შავი ბეწვი და ბეწვისქვეშა სქელი საფარი აქვს. ნებადართულია თეთრი ლაქები თითებზე და მკერდზე;მალინუას მოკლე ბეწვი აქვს, დასაშვებია კუდზე და კისერზე უფრო გრძელი ბეწვი ჰქონდეს. მალინუას შეფერილობა წითურია შავი ჩანართებით და სახეზეც ყოველთვის შავი „ნიღაბი“ აქვს.ტერვიურენის შეფერილობა, მალინუას მსგავსია მაგრამ ბეწვი გრონენდალის სიგრძის აქვს. სახეზე აქვს ულვაში, წვერი და წარბები;ლაკენუას საშუალო სიგრძის, აბურდული და ძალიან უხეში ტალღოვანი ან ძალიან ხვეული ბეწვი აქვს. ამ ქვესახეობის ბეწვის შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ყავისფერი ან ნაცრისფერი, მოწითურო ან ნაცრისფერი ელფერით, ასევე, დასაშვებია ჰქონდეს მუქი ლაქები სახესა და კუდზე.

შენახვა და მოვლა ბელგიური ნაგაზის მოვლა დამოკიდებულია შინაური ცხოველის ბეწვის ტიპზე. გრონენდალები და ტერვიურენები საჭიროებენ უფრო ხშირად დავარცხნას – სამ დღეში ერთხელ მაინც, ხოლო მალინუები და ლაკენუები საკმარისი კვირაში ერთხელ გამოვარცხნოთ. ბეწვის ცვენის პერიოდში შინაური ცხოველების ბეწვს უფრო საფუძვლიანი მოვლა სჭირდება: ძაღლ ყოველდღიურად უნდა დავარცხნოთ, ბელგიურ ნაგაზებს იშვიათად აბანავენ, რათა ბეწვის ხარისხისა და სტრუქტურის გაფუჭება თავიდან აიცილონ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!