არ გააკეთოთ ეს: რა ამცირებს კატის სიცოცხლის ხანგრძლივობას?
- საკვები თქვენი მაგიდიდან ალბათ ეს არის ყველაზე პოპულარული პრობლემა – ბევრი პატრონი კატას იმავე საკვებით კვებავს, რასაც თავად მიირთმევს. მაგრამ ეს არასწორია, რადგან კატას სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. იმისათვის, რომ არ დააზიანოთ თქვენი შინაური ცხოველი არასწორი საკვებით, უმჯობესია (და უფრო ადვილია!) შეიძინოთ სპეციალურად კატებისთვის შექმნილი საკვები, რადგან ისინი უკვე შეიცავს ყველაფერს, რაც ცხოველს სჭირდება. თუ ცხოველის მზა რაციონებით გამოკვება არ გსურთ, მაშინ ეს საკითხი ყურადღებით შეისწავლეთ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან იმის შესახებ, თუ რა და როგორ მოუმზადოთ ცხოველს სახლის პირობებში.
-
- ონკანის წყალი
-
- პრევენციის ნაკლებობა
- მაშინაც კი, თუ კატა გარეთ არ გადის, მას მაინც სჭირდება რეგულარულად დამუშავება გარე და შიდა პარაზიტებზე, რადგან ქუჩიდან ფეხსაცმლით სახლში ინფექცია შეგიძლიათ შემოიტანოთ. გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ, ზრდასრული კატა უნდა იყოს აიცრას ცოფიზე და სხვა დაავადებებზე. კნუტებს კი, ვაქცინაცია, სპეციალური გრაფიკით ესაჭიროებათ, მრავალი დაავადებისგან დაცულნი რომ იყვნენ. თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებთ, საფრთხეს უქმნით არა მხოლოდ თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობას, არამედ თქვენს ჯანმრთელობასაც.
- სტერილიზაციის არარსებობა თუ კნუტების მოშენებას არ აპირებთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი იქნება კატის სტერილიზაცია. ჩატარდა კვლევები, რომლებმაც დაადასტურა, რომ სტერილური ცხოველები საშუალოდ 2 წლით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე არასტერილიზებული.
- არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მიუხედავად იმისა, რომ კატები დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა. ზრდასრულ შინაურ ცხოველთანაც კი საჭიროა რეგულარულად თამაში, წაახალისეთ ის და აქტიურობისკენ უბიძგეთ.
Leave your comment