ალასკური ჰასკი

ალასკური ჰასკი

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა აშშ   ზომა საშუალო   სიმაღლე 59-66 სმ   წონა 16-27 კგ   ასაკი 10-15 წელი   არ არის აღიარებული   მოკლე ინფორმაციაშეეფერება აქტიურ პატრონს;ჭკვიანი, მაგრამ ჯიუტი;მხიარული, კარგად ეწყობა სასკოლო ასაკის ბავშვებს.   ხასიათი ალასკური ჰასკი არ არის აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ, მაგრამ ეს საკმაოდ უძველესი ჯიშია, რომლის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ალასკას განვითარებასთან. პირველი ძაღლები ჩრდილოეთში ესკიმოს ტომებთან ერთად გამოჩნდნენ დაახლოებით ოთხნახევარი ათასი წლის წინ. გენეტიკური ანალიზის დახმარებით დადგინდა, რომ ალასკური ჰასკი ალასკური მალამუტისა და ციმბირული ჰასკის უახლოესი ნათესავია. მართალია, მათგან განსხვავებით, უმეტესად სოფლებსა და დასახლებებში ის უსისტემოდ ვითარდებოდა. დღესდღეობით ჯიშის თაყვანისმცემლებიარა მხოლოდ იბრძვიან მისი აღიარებისთვის, არამედ ზრუნავენ ძაღლების სამუშაო მახასიათებლების განვითარებაზეც. მათ აჯვარებენ პოინტერებთან, ნაგაზებთან და სალუკებთანაც კი. მომშენებლების ძალისხმევა უშედეგო არ არის. ალასკური ჰასკი ნამდვილი სამომსახურეო ძაღლია, რომელიც დღემდე მონაწილოებს ზამთრის სპორტის სახეობების შეჯიბრებებში და შესანიშნავი კომპანიონია აქტიური ადამიანებისთვის. ციმბირული ჰასკის მსგავსად, ალასკური ჰასკი წარმოუდგენლად ენერგიული და სწრაფია. მას არ შეუძლია მშვიდად ჯდომა. პატრონი ამისთვის მზად უნდა იყოს: ძაღლს 100%-იანი ყურადღება და დიდი დროის დათმობა დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხასიათი გაუფუჭდება და შედეგად, შინაური ცხოველი შეიძლება უკონტროლო გახდეს. ეს დაზიანებულ ავეჯში, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში გამოვლინდება. გარდა ამისა, ალასკურ ჰასკის შეუძლია მიზნის მისაღწევად დამოუკიდებლობისა და სიჯიუტის დემონსტრირება. სამწუხაროდ, ეს ხასიათის დადებითი თვისება ყოველთვის არ არის. მაგალითად, წვრთნის პროცესში. თუ შინაური ცხოველი არ არის დაინტერესებული, ის სწრაფად მოიწყენს და, სავარაუდოდ, არ შეასრულებს უმარტივეს ბრძანებებსაც კი. დიახ, ჰასკებთან ურთიერთობა არც ისე ადვილია. დამწყები ამ თავნებას აღზრდას ძნელად უმკლავდება. ამიტომ თუ პატრონი გამოუცდელია, აჯობებს პროფესიონალ კინოლოგს მიმართოს. ალასკური ჰასკი საუკეთესოდ უგებს სასკოლო ასაკის ბავშვებს. ერთობლივი თამაშები ქუჩაში, აქტიური გართობა – ეს ყველაფერი აერთიანებს ძაღლს და ოჯახის უმცროს წევრებს. მაგრამ უმჯობესია არ დატოვოთ შინაური ცხოველი პატარა ბავშვებთან მარტო, ბავშვს შემთხვევით ტრავმა რომ არ მიაყენოს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სიტუაცია, როდესაც სახლში ბავშვი ჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ ძაღლს გააგებინოთ, რომ ის ოჯახის წევრია და არა – მისი კონკურენტი. მაშინ ძაღლი არ შეეცდება ყურადღების მიქცევას და “ლიდერის” სიყვარულს დაბრუნებას. ბინაში მასთან ერთად მცხოვრებ ცხოველებთან ალასკური ჰასკი საერთო ენას ადვილად პოულობს. ისინი კომუნიკაბელური და გახსნილი ძაღლები არიან.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!