აკიტა ინუ

აკიტა ინუ

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა იაპონია   ზომა დიდი   სიმაღლე 64-დან 75 სმ-მდე   წონა 36-50 კგ   ასაკი 8-10 წელი   FCI ჯიშის ჯგუფი შპიცები და პრიმიტიული სახეობის ჯიშები   მოკლე ინფორმაციაამ ჯიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ერთგულებაა. ჯიშის ლეგენდარული წარმომადგენელი იყო იგივე ძაღლი ჰაჩიკო, რომელიც პატრონს გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მის დაბრუნებას ელოდა;აკიტა ინუს ცოცხალი, აქტიური და ენერგიული ხასიათი აქვს;ითვლება, რომ ეს ძაღლები იშვიათად ყეფენ, ამჯობინებენ ბგერების მთელი გამის გამოცემას: ხვრინვიდან ღრენამდე და ღრუტუნამდე.   აკიტა ინუს ჯიშის აღწერა აკიტა ინუ დიდი შპიცის მსგავსი ძაღლია. ამ ჯიშის ზრდასრული ძუ 32-დან 45 კილოგრამამდე იწონის, ხვადი – 40-დან 45-მდე. ძუების სიმაღლე 58-დან 64 სანტიმეტრამდეა, ხვადების – 64-დან 70-მდე. ამ ძაღლებს საკმაოდ კარგად განვითარებული კუნთები აქვთ, ცხოველი საჭიროებს მუდმივ დატვირთვასა და ვარჯიშს.   აკიტა ინუს ხასიათი აკიტა ინუ იდეალური პრეტენდენტია კომპანიონის როლისთვის და შეეფერება არა მხოლოდ ბავშვიან ოჯახებს, არამედ მარტოხელა ადამიანებსაც. თუმცა, ჯიშის წარმომადგენლები ძალიან აქტიურები არიან და ამან შეიძლება იმედი გაუცრუოთ იმათ, ვინც მშვიდ ძაღლზე ოცნებობს. აკიტა ინუ ერთ-ერთი უძველესი ჯიშია მსოფლიოში. ითვლება, რომ ეს ძაღლები იაპონიის სულის განსახიერებაა. ზოგიერთი ცნობით, აკიტას მსგავსი ცხოველები პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში იყვნენ ნახსენები. ამ ჯიშის ძაღლები ჭკვიანები, ცნობისმოყვარეები და ძალიან ჯიუტები არიან. ლეკვობიდანვე სჭირდებათ წვრთნა და მუდმივი კონტაქტი ადამიანთან. თუმცა, აკიტა ინუს გაწვრთნა რთულია, ის არ არის ისეთი ძაღლი, რომელიც მაშინვე მოიტანს ბურთს და პატრონის სიამოვნებისთვის სათამაშოს გაეკიდება. სწორედ ამ მიზეზით, ექსპერტები დამწყებებს აკიტა ინუს აყვანას არ ურჩევენ. იაპონური ჯიშის წარმომადგენლები დამოუკიდებლები და თავნებები არიან, ლიდერის თვისებები აქვთ და მოითხოვენ პატივისცემას. დაჟინებულობა, პატივისცემა და სიჯიუტე აკიტას აღზრდაში წარმატების მისაღწევი მთავარი კომპონენტებია. ადამიანებთან ურთიერთობაში აკიტა ინუ ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელსაც უყვარს ბავშვები და სიხარულით უბამს მხარს მათ თამაშებს. თუმცა, ეს ძაღლები ყოველთვის კარგად ვერ ეგუებიან სხვა ცხოველებს, მათ ადრეული სოციალიზაცია სჭირდებათ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!