წუნია: კატას საკვები მობეზრდა, რა ვქნათ?

წუნია: კატას საკვები მობეზრდა, რა ვქნათ?

  • თუ თქვენი კატა უარს ამბობს ჩვეულ საკვებზე, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს ავადმყოფობის ბრალი არაა, რადგან ხშირად ჭამაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ კატა სასწრაფოდ უნდა აჩვენოთ ვეტერინარს. მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ შინაური ცხოველის ჯანმრთელადაა და, მაგალითად, უარს არ ამბობს სასუსნავებზე, არამედ უბრალოდ წუნიობის ხასიათზეა, ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
სცადეთ შეცვალოთ საკვების გემო ან ბრენდი. თუ თქვენს კატას ყოველთვის სიამოვნებდა ქათმის საკვების მირთმევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არასოდეს მოიბეზრდება. სცადეთ შესთავაზოთ მას იგივე ბრენდის საკვები, მაგრამ განსხვავებული გემოთი. ან თუ თქვენი კატა არ არის სპეციალურ სამკურნალო დიეტაზე და ჩვეულებრივ საკვებს ჭამს, მაშინ შეიძლება ღირდეს მისი ბრენდის შეცვლა – კატებს მრავალფეროვნება უყვართ , ამიტომ ზოგჯერ ისინი უარს ამბობენ ჩვეულ საკვებიის ჭამაზე, რადგან ის, უბრალოდ, მობეზრდათ. თხევად საკვებთან ექსპერიმენტირება კიდევ უფრო ადვილია – ახლა ბაზარზე ბევრი სხვადასხვა ტექსტურას ნახავთ, ესენია: პაშტეტები, ნაჭრებიანი ჟელეეები და სოუსები და ა.შ. სცადეთ სხვადასხვა ტექსტურები – ამ გზით მიხვდებით, რა მოსწონს თქვენს ცხოველს ყველაზე მეტად. გაათბეთ თხვეადი საკვები. თუ თხევად საკვებს მაცივარში ინახავთ, სანამ კატას მისცემთ, მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ. ეს საკვების სუნს, ტექსტურას და ტემპერატურას უფრო მიმზიდველს თქვენი კატისთვის. არავის უყვარს ცივი საკვების ჭამა – კატებსაც! შეამოწმეთ ჯამები. შესაძლოა კატას ჯამების სუნი არ მოსწონს. ყოველთვის კარგად გარეცხეთ ისინი ახალი საკვების მიცემამდე. თუ პლასტმასის ჯამიდან აჭმევთ, აჯობებს კერამიკულით ან ლითონის ჯამით შეუცვალოთ – ისინი სუნს მარტივად არ იკიდებენ. საკვებში რაიმე გემრიელი ჩაუმატეთ. სცადეთ დაუმატოთ სასუსნავები კატის ჩვეულებრივ საკვებს, ეს დაგეხმარებათ მისი მის დაინტერესებაში და მადაც მოემატება. არ დამალოთ მედიკამენტები საკვებში. თუ ამ გზით ცდილობთ კატის მოტყუებას, ის შესაძლოა ცუდად შემოგიტრიალდეთ. კატა უსიამოვნო წამალს დაუკავშირებს იმ საკვებს, სადაც წამალი ჩაამატეთ და უარი თქვას მის მირთმევაზე. მოძებნეთ სხვა გზები, რათა თქვენს ცხოველს მიაწოდოთ საჭირო მედიკამენტი საკვებში შერევის გარეშე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!