ძაღლის ხასიათის მქონე კატის ჯიშები

ძაღლის ხასიათის მქონე კატის ჯიშები

თუ ძაღლის ერთგულება მოგწონთ და ზოგადად, მოხიბლული ხართ ძაღლების ჩვევებითა და ქცევებით, თუმცა, კატის ყოლა გსურთ, გამოსავალი არსებობს! თქვენთვის შევაგროვეთ კატის რამდენიმე ჯიში, რომლებიც ქცევით ძაღლებს ძალიან გვანან. თამამად შეარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი – ნამდვილად არ შეცდებით.
    • ბენგალური კატა
    • ეს კატები ძალიან ალერსიანები და კონტაქტურები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია პატრონებთან მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი, სხვა შემთხვევაში, ველურდებიან. ისევე, როგორც ძაღლებს, ბენგალელებს უყვართ თამაში და პატრონთან განშორება რთულად გადააქვთ.
    • ორიენტალური კატა
    • ეს ჯიში ერთგულებით არის სახელგანთქმული. ორიენტალები მუდამ პატრონებს დაყვებიან უკან. მათი დიდი ხნით მარტო დატოვება არაფრით შეიძლება, ძალიან დადრობენ. გარდა ამისა, ეს კატები კნავილისა და თამასის სიყვარულით გამოირჩევიან.
    • სავანა
    • სავანას პატრონთან გვერდით ყოფნა მოსწონს – ის მას მუდამ და ყველგან თან დაყვება და მზადაა მონაწილოება მიიღოს ყველაფერში, რასაც პატრონი აკეთებს. მარტოობა რთულად გადააქვს, აუცილებლად სჭირდებიან ადამიანები, სხვა შემთხვევაში, შეიძლება აგრესიული გახდეს.
    • ტონკინური კატა
    • ამ ჯიშის კატები ძალიან მეგობრულნი არიან, არ ეშინიათ უცნობი ადამიანების – პირიქით, სიხარულით ეცნობიან მათ. ამასთან, ადვილად ეჯაჭვებიან პატრონს, მაგრამ დამოუკიდებლობასაც არ კარგავენ. მათთვის ადამიანებთან პარტნიორული ურთიერთობაა მნიშვნელოვანი.
    • თურქული ანგორა
    • ეს კატები ერთ ადამიანს ეჯაჭვებიან, მათთვის აუცილებელია მასთან მუდმივი კონტაქტი, მარტოობა ადარდიანებთ. ანგორები არიან აქტიურები, უყვართ თამაში და კნავილი.
Бенгальская кошка
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!