ძაღლის კოცნა: რატომ გვლოკავს ძაღლი?
სიყვარულის გარდა, კიდევ რა უბიძგებს შინაურ ცხოველს პატრონის ლოკვისკენ? კიდევ რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- ⦁ მოუსვენრობა, შფოთვა⦁ ეს განსაკუთრებით ახასიათებთ ლეკვებს – მოდუნებისა და დასამშვიდებლად, ისინი ლოკავენ თავიანთ პატრონს. ამ გზით ისინი მშვიდდებიან. სხვათაშორის, ლეკვები, უფრო ხშირად მიდიან პატრონთან “კოცნით”. და ამას სხვა ახსნაც აქვს: ველურ ბუნებაში ცხოველები ლოკავენ დედებს როცა შიათ იმისთვის, რომ დედამ აჭამოს.
- ⦁ გემო⦁ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძაღლებს მოსწონთ ადამიანის კანის მარილიანი გემო, განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ, როცა ოფლიანდებით. ამავე მიზეზით, ძაღლებს შეუძლიათ ტირილის დროს აგლოკონ – ცრემლებიც მარილიანია!

- ⦁ გენები⦁ გარეული ძაღლები, რომლებიც მგლებივით ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ლოკავნდნენ ლიდერისადმი პატივისცემის გამოხატვისა და კავშირების გასაძლიერებლად. ეს ჩვევა გენებშია ჩადებული, ამიტომ ახლა თქვენი ძაღლი გლოკავთ, რათა გაჩვენოთ, რომ მისთვის ნამდვილი ლიდერი ხართ. ⦁ ოღონდ არ იფიქროთ, რომ ძაღლი მხოლოდ ანგარებიანი მიზნებისთვის გლოკავთ – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ამ საქციელით გაჩვენებთ თავის სიყვარულსა და ერთგულებას. და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები, მხოლოდ ამის დამატებაა.
Leave your comment