ძაღლების ჯიშები, რომლებიც კატებთან მეგობრობენ

ძაღლების ჯიშები, რომლებიც კატებთან მეგობრობენ

თუ თქვენ უკვე გყავთ კატა და გსურთ ძაღლის ყიდვაც, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ჯიშებს, რომლებიც კატებს ყველაზე მარტივად უმეგობრდებიან. ყველაზე იდეალური სიტუაციაა, როცა ოჯახში ერთდროულად ჩნდება კნუტი და ლეკვი. მაშინ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ისინი ადვილად დამეგობრდებიან და თქვენს არყოფნაში არ მოიწყენენ. მაგრამ თუ ერთ-ერთი შინაური ცხოველი დიდი ხანია ცხოვრობს თქვენთან ერთად და სახლში ვინმე ახალს შემოიყვანთ, მაშინ ახალ ნაცნობობას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი სტატია, თუ როგორ დაამეგობროთ კატას ძაღლთან – აქ ბევრ სასარგებლო რჩევას ნახავთ.გოლდენ რეტრივერიეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ძაღლი – უყვარს ბავშვები და ცხოველები, ამიტომ კატასთან ცხოვრება არ გაუჭირდებათ. რეტრივერი მოსიყვარულე და მორჩილი ძაღლები არიან, რომლებსაც უბრალოდ კომუნიკაცია სჭირდებათ. თუმცა, ამ აქტიურ ძაღლს აგარაკზე ცხოვრება უფრო შეეფერება, ვიდრე ბინაში ჯიშის არჩევისას, ეს უნდა გაითვალისწინოთ.ბასეტ ჰაუნდიეს ჯიში ძალიან მშვიდობისმოყვარეა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატის მიმართ აგრესია გამოავლინოს. რეტრივერის მსგავსად, ბასეტს უყვარს ბავშვები და მზად არის გაუძლოს მათ ყველა ოინს. მიუხედავად სევდიანი გარეგნობისა, ის ძალიან ხალისიანი, კეთილი და აქტიური ძაღლია.მოპსიმოპსები სრულიად არააგრესიულები და ძალიან მეგობრულები არიან. ისინი ადვილად გაუწევენ კატსა კომპანიას – მთავარია, რომ პატრონის სიყვარული და ყურადღება ორივე შინაურ ცხოველს ეყოს. მოპსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროის გატარება საყვარელ ადამიანთან, რომლის უკიდურესად ერთგულია.კავალერი კინგ ჩარლზ სპანიელიეს ძაღლები ადვილად ეგუებიან ახალ გარემოებებს, ამიტომ კატის სახით ოჯახის ახალი წევრი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ძაღლს საკმარისი ყურადღება მიაქციოთ, რათა მან თავი მარტოდ არ იგრძნოს. ბიშონ ფრიზეამ ჯიშის ძაღლები მზად არიან იმეგობრონ ყველასთან: სხვა ძაღლებთან, კატებთან და მღრღნელებთანაც კი. მათ არა მხოლოდ მიმზიდველი გარეგნობა, არამედ შესანიშნავი ხასიათიც აქვთ. ისინი ჭკვიანები, მშვიდები და მოსიყვარულეები არიან.ბიგლიამ მეგობრულ ძაღლს წვრთნა სჭირდება – მაშინ აუცილებლად დაუმეგობრდება კატას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიგლებს აქვთ დიდი ენერგია, რომელიც მათ რეგულარულად უნდა დახარჯონ გასეირნებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში ყველაფერს გაანადგურებენ.
 
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!