ძაღლების სტერილიზაცია

ძაღლების სტერილიზაცია

ძაღლის შეძენისას ბევრ პატრონს უჩნდება სერიოზული ეჭვი: ჩაუტაროს სტერილიზაციის ოპერაცია თუ შეუნარჩუნოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური ფუნქციები შინაურ ცხოველს? ორივე მიდგომას ჰყავს საკმარისი მომხრე და მოწინააღმდეგე. საუბარია არა მხოლოდ ძაღლების უკონტროლო გამრავლებაზე, არამედ ჯანმრთელობაზე – როგორც ოპერაციის ჩატარების, ასე მასზე უარის თქმის შემთხვევაში.

სტერილიზაციის მომხრეთა არგუმენტები

ჯანმრთელობის შენარჩუნება. სტერილიზებულ ცხოველებში საგრძნობლად მცირდება სხვადასხვა დაავადების რისკი. მამრებში – სათესლე ჯირკვლის კიბო და პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ქალებში – სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ონკოლოგია, ასევე საშვილოსნოს ქსოვილების ანთება. მნიშვნელოვანია, რომ მდედრებს ოპერაცია თუ გაუკეთდება 2,5 წლამდე – ასე სიმსივნური წარმონაქმნების ალბათობა კიდევ უფრო მცირდება. სტერილიზებულ ძაღლებს ასევე აქვთ პერიანალური ფისტულების, დიაბეტის და ჰორმონალური დარღვევების რისკი. სტაბილური ფსიქიკა. სტერილიზებული ძაღლი ნაკლებად აგრესიულია, მას არ აღენიშნება ემოციური რხევები და განწყობის მკვეთრი ცვლილება. ასეთ ცხოველებს აქვთ უფრო სტაბილური და ძლიერი ფსიქიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მშვიდი, უფრო მორჩილნი არიან. გადაადგილების თავისუფლება. პატრონი არ არის დამოკიდებული ძაღლის ორგანიზმში არსებულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე, რომლებიც აღენიშნება ცხოვრების გარკვეულ პერიოდში. შინაური ცხოველის გასეირნება, მოგზაურობაში თან წაყვანა, სასტუმროში ან ნათესავებთან რამდენიმე დღით დატოვება – ყველა სიტუაციაში პატრონს არ უნდა ეშინოდეს მისი შინაური ცხოველის არაპროგნოზირებადი ან შეუსაბამო ქცევის.

სტერილიზაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

ჰორმონის დონის დაქვეითება. ოპერაციის შემდეგ ძაღლში იკლებს გარკვეული ჰორმონების დონე, როგორიცაა ტესტოსტერონი, რაც ასტიმულირებს ზრდას და ცილების სინთეზს, კუნთების განვითარებას და კალციუმის დეპონირებას ძვლებში. პირველ რიგში, ეს პრობლემა ეხება მამრებს.
წონაში მატება. სტერილიზაციის შემდეგ ცხოველი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხდება. შესაბამისად, მას ნაკლები კალორია სჭირდება. თუ თქვენს შინაურ ცხოველს ისე აჭმევთ, როგორც ოპერაციამდე, შესაძლოა წონაში მოიმატოს. სიმსუქნე იწვევს დიაბეტის, გულის უკმარისობის, ნაწლავების და შარდვის პრობლემებს. მაგრამ ეს პრობლემები დაკავშირებულია არა სტერილიზაციასთან, არამედ ძაღლის არასწორ მოვლასთან, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სასურველია შემცირდეს მოხმარებული საკვების რაოდენობა 20%-ით, გაიზარდოს სეირნობის ხანგრძლივობა და მათი ინტენსივობა. ოპერაცია არასწორ დროს. ზოგიერთი პატრონი შინაურ ცხოველებს სტერილიზაციას უკეთებს პირველი შეჯვარების შემდეგ. ეს შეცდომაა. მამრებში შეჯვარების შემდეგ ქცევა საგრძნობლად იცვლება, რომლის უარყოფითი გამოვლინებები ყოველთვის ვერ გამოსწორდება ოპერაციის შემდეგ. მდედრებში, ერთი მშობიარობის შემდეგ, იზრდება ონკოლოგიის რისკი. ორსულობისას ძაღლის ორგანიზმში იწყება პროცესები, რომლებიც რადიკალურად ცვლის ცხოველის ფიზიოლოგიას, ამიტომ საერთოდ არ უნდა იმშობიაროს ან განაგრძოს რეგულაურად ეს პროცესი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!