ძაღლების სამკურნალო საკვები

ძაღლების სამკურნალო საკვები

სპეციალური კვების საჭიროება ცხოველში ჩნდება ზუსტად იმ შემთხვევებში, რა შემთხვევებშიც ადამიანებში: დაავადებები, რეაბილიტაციის პერიოდი, ასაკი. ადამიანების მსგავსად, არ შეიძლება სამკურნალო დიეტის გამოყენება ვეტერინარის დანიშნულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არა მხოლოდ ვერ დაეხმაროთ თქვენს შინაურ ცხოველს, არამედ სერიოზული ზიანი მიაყენოთ მას.
ვეტერინარი დაუსვამს ცხოველს დიაგნოზს, შეარჩევს შესაბამის მკურნალობას და სპეციალურ საკვებს. როგორც წესი, მედიკამენტური საკვები ინიშნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რა დროშიც ცხოველის ჯანმრთელობა უნდა აღდგეს. მაგრამ არის მისი უწყვეტი გამოყენების შემთხვევებიც: სიბერე, მძიმე ქრონიკული დაავადებები – მაგალითად, დიაბეტი. შინაური ცხოველების საკვების თითქმის ყველა მსხვილ მწარმოებელს აქვს სამკურნალო ძაღლის საკვების საკუთარი ხაზი. პროდუქციის ასორტიმენტი განსხვავებულია: ზოგი სპეციალიზებულია ერთ კონკრეტულ დაავადებაზე, ზოგი სხვაზე.

სამკურნალო საკვების სახეობა

კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის

გასტრიტი, კოლიტი, ენტერიტი, მოწამვლა, სხვადასხვა ანთებითი პროცესები კუჭსა და ნაწლავებში – სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძაღლებსაც აწუხებთ. ასეთი პრობლემა შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან ავადმყოფობის შემდეგ განვითარებული, არასწორი ან არასათანადო კვებით გამოწვეული, ან ალერგიის გამო. უნდა შეირჩეს სათანადო კვება – მსუბუქი, რათა ცხოველის ავადმყოფი ან დასუსტებული ორგანოები არ გადაიტვირთოს. როგორც წესი, ასეთი საკვების სერიის სახელწოდებებს აქვს პრეფიქსი “გასტრო”.

პანკრეასის პრობლემებისთვის

თუ ძაღლის ზემოხსენებული ორგანო არ მუშაობს სრული დატვირთვით, მაშინ პრობლემები შეიძლება შეექმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტ, კანს, ბეწვს, ღვიძლსა და თირკმელებსაც. ამიტომ, პანკრეატიტის დროს, ასევე ინიშნება მედიკამენტური საკვები, მსუბუქი და ცხიმის ნაკლები შემცველობით.

ალერგიულებისათვის

ალერგია და აუტოიმუნური დაავადებები შეიძლება იყოს, როგორც ჯიშის, ასევე ფერის მახასიათებელი: ცნობილია, რომ თეთრი ცხოველები ყველაზე ალერგიულები არიან, ისევე როგორც ცხოველები ინდივიდუალური აუტანლობით. მწარმოებლები გვთავაზობენ ჰიპოალერგიული საკვების ხაზებს, მაგრამ პატრონებმა უნდა აირჩიონ სწორი საკვები, მათი შინაური ცხოველისთვის. ერთი ძაღლისთის შესაფერისი იქნება რაციონი, რომელიც არ შეიცავს ქათმის ხორცს, მეორესთვის – თევზს: ეს განისაზღვრება მხოლოდ ექსპერიმენტულად. როგორც წესი, ეს თერაპიული საკვები შეიცავს მინიმუმ პროტეინს. არსებობს სერიაც, რომელიც ხორცს გამორიცხავს.

თირკმელებისა და შარდის ბუშტის პრობლემების დროს

ეს არის პროდუქცია „Renal“ და „Urinary“ წარწერით. ამ უკანასკნელს აქვს რამდენიმე სახეობის საკვები, რომელიც უნდა მივცეთ ცხოველს, მისი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. თირკმელების პათოლოგიის მქონე ძაღლების საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ფოსფორის ნაერთები, რადგან ისინი ხელს უწყობენ სტრუვიტის წარმონაქმნების განვივათრებას.

გამოფიტულობის დროს

სპეციალიზებული მაღალკალორიული კვება დაგეხმარებათ. სრულად დასუსტებული ცხოველის გამოჯანმრთელება აჯობებს, დაიწყოთ რბილი საკვებით – სხვადასხვა სახის კონსერვებით.

ჭარბი წონის დროს

რეკომენდებულია მსუბუქი საკვები ჭარბწონიანი ძაღლებისთვის. ეს საკვები შეიცავს ბოჭკოს გაზრდილ კონცენტრაციას, რაც ანიჭებს ნოყიერების შეგრძნებას, დაბალკალორიულობის მიუხედავად.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!