ძაღლების მშობიარობა
მშობიარობისთვის მზადება
პირველი, რაც პასუხისმგებლიანმა პატრონმა უნდა გააკეთოს, არის ვეტერინართან მოლაპარაკება, რომ ის სახლში მოვიდეს, მშობიარობისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ამ საკითხში გამოუცდელი ხართ ან ეს თქვენი შინაური ცხოველისთვის პირველი მშობიარობაა. გარდა ამისა, სასურველია სამსახურიდან ხანმოკლე შვებულების აღება ძაღლისა და ლეკვების მოვლისთვის. პირველ დღეებში ცხოველს თქვენი მხარდაჭერა და კონტროლი სჭირდება. რამდენიმე კვირით – დაბადებამდე ერთი თვით ადრე მოაწყვეთ ძაღლისთვის სპეციალური ადგილი მშობიარობისთვის, სწორედ იქ იცხოვრებს ლეკვებთან ერთად. ცხოველი მას უნდა შეეგუოს, თორე ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ძაღლი ოთახის კუთხეში ან დივნის ქვეშ დაიმალება. ზოგიერთ პატრონს ურჩევნია, დივანზე ან იატაკზე იმშობიაროს, ამისათვის წინასწარ მოამზადეთ ცელოფანი და ზეწრები. ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი დიდი ზომისაა.მშობიარობა
ლეკვების გაჩენის პროცესი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ეტაპად: მოსამზადებელი, ჭინთვები და ლეკვების დაბადება. მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება 2-3 საათიდან 1 დღემდე. ამ დროს, ძაღლის ქცევა მკვეთრად იცვლება: ის მოუსვენარი ხდება, ჩქარობს, ცდილობს დამალვას, ან, პირიქით, არც ერთი ნაბიჯით არ გშორდებათ. თუ მოსამზადებელი ეტაპი დღეზე მეტხანს გაგრძელდება, სასწრაფოდ უნდა გამოიძახოთ ვეტერინარი: პროცესის გადადებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პერიოდი არის თვალსაჩინო და დროა, გამოიძახოთ ვეტერინარი მშობიარობის ჩასატარებლად. მშობიარობის დაწყება აღინიშნება ამნიონური სითხის გამოსვლით. როგორც წესი, სითხით სავსე ბუშტი თავისით სკდება, ან ძაღლი თვითონ ღრღნის მას. პირველი ლეკვი უნდა დაიბადოს 2-3 საათის შემდეგ.მშობიარობა 3-დან 12 საათამდე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ პროცესი 24 საათამდე ჭიანურდება. ლეკვები რიგ-რიგობით ჩნდებიან 15 წუთიდან – 1 საათის ინტერვალით.
როგორც წესი, მათი პოზიცია გავლენას არ ახდენს პროცესზე: ისინი შეიძლება დაიბადონ თავით ან უკანა ფეხებით.
მშობიარობის დასკვნითი ეტაპია საშვილოსნოს შეკუმშვა და პლაცენტის გამოსვლა (ყოველი ახალი ლეკვის შემდეგ გამოდის). არ გაგიკვირდეთ, რომ ძაღლი შეჭამოს პლაცენტა და ნაყოფის გარსიც, მაგრამ ყურადღებით დააკვირდით ამ პროცესს. არ დაუშვათ ძაღლმა შეჭამოს 2-ზე მეტი მომყოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ღებინება გარდაუვალია.
Leave your comment