ციმბირული ჰასკი

ციმბირული ჰასკი

მახასიათებლები

არმოშობის ქვეყანა რუსეთი

Ზომა დიდი   სიმაღლე 54-60 სმ   ონა 20-27 კგ   ასაკი 12 წლამდე

მოკლე ინფორმაციაძალიან მეგობრული ჯიში;საჭიროებს სერიოზულ ფიზიკურ აქტივობას;აქვს სხარტი გონება და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.   ციმბირული ჰასკის ჯიშის აღწერა ჰასკის ყველაზე წარმატებული სტანდარტები და ჯიშის მახასიათებლები მოცემულია ბრიტანული სელექციის ძაღლების მაგალითზე. ეს ჯიში შემთხვევით როდი შეირჩა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰასკის ჯიშის რეგისტრაციისა და აღწერის დაწყებიდან, გამოიკვეთა მისი სამი მიმართულება:ჩასაბმელი ძაღლებიმათ მუშებსაც უწოდებენ. დღესდღეობით ისინი გამოიყენება ფოსტის მიწოდებისთვის, ბავშვების ატრაქციონებზე სასრიალოდ და ტურისტების გასართობად. ეს ძაღლები ამტანები არიან, გამოირჩევიან პროპორციულობით.სარბოლო ძაღლებიმართალია ისინი გამოიყენება ჩასაბმელადაც, ისევე როგორც მათი მუშა ნათესავები, მაგრამ მხოლოდ პატრონების სპორტული ინტერესებისთვის. ჰასკის ამ კატეგორიაში ორი ქვეტიპია: ძაღლები თხილამურებით სრიალისთვის (სპორტული სკიდჯორინგი მცირე შემადგენლობით 4 ძაღლი 1 გუნდში), და ძაღლები შეჯიბრებისთვის ექვსეულში და გუნდები ძაღლების დიდი რაოდენობით. პირველ ვარიანტში, ჰასკის გარეგნობა გამოირჩევა უფრო დიდი სიმაღლით,დაკუნთული კიდურებით;შოუ კატეგორიის ჰასკი, ან შოუ ჯიშიეს ტიპი გამოყვანილია გასართობ პროგრამებსა და ძაღლების გამოფენებში მონაწილეობისთვის. აქ ორი ქვეჯგუფი იქმნებაევროპული და ამერიკული ტიპის. ამ ჯიშის ამერიკელი წარმომადგენლები გამოირჩევიან უფრო დიდი, მასიური მკერდით; მისი ევროპელი ნათესავები კი უფრო გრაციოზულები და მოხდენილნი არიან, მათში ჯიშის ნიშნები აშკარად გამოკვეთილია. ვინაიდან ამ ძაღლების სამ კატეგორიაში ჯერ კიდევ არსებობს განსხვავებები, ჯიშის ნიმუშად შეირჩა ბრიტანული ჰასკი, ამიტომ მათ აღწერილობაზე უნდა ვორიენტირდეთ.   ციმბირული ჰასკის ყველა სახეობასა და კატეგორიას ახასიათებს საერთო ნიშნები: ოდნავ მოკლე სახე, მკვრივი ბეწვი და სქელი ბეწვისქვეშა საფარი. ყველა ძაღლი არის საშუალო ზომის, შესანიშნავი მორბენალი, კარგად განვითარებული კუნთებით. ყველა მათგანი გამოირჩევა კომპაქტური აღნაგობით. ჰასკის ნებისმიერი კუთხიდან შეხედვისას მაშინვე შენიშნავთ სიარულის მანერის სიმსუბუქეს, სიგლუვეს, სხეულის, ფეხების და თავის პროპორციულობას.   ჰასკის ხასიათი ციმბირული ჰასკები წარმოუდგენლად მეგობრული და შრომისმოყვარე ძაღლები არიან. ადრე დღისით ტვირთის გადაზიდვით იყვნენ დაკავებულნი, ღამით კი, პატრონებს ათბობდნენ. რა თქმა უნდა, ახლა პრაქტიკულად ამ მიზნებისთვის ძაღლების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს, თუმცა, ეს ჯიში პოპულარობის ნაკლებობას დღემდე არ უჩივის. ბუნებით ჰასკი აგრესიისკენ არ არის მიდრეკილი. ამიტომ ისინი დამცველებად არ გამოდგებიან. ყველა მცდელობამ, წვრთნისას გამოუმუშავდეთ აგრესია, შესაძლოა ცხოველში სერიოზული ქცევითი გადახრები და უკონტროლო აგრესია გამოიწვიოს. ციმბირული ჰასკები, როგორც წესი, უცნობების მიმართაც კი, ძალიან მეგობრულები არიან. ეს თვისება მათ იდეალურ ძაღლებად აქცევს ბავშვებიანი ოჯახებისთვის – პატრონი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჰასკი ბავშვის მიმართ მომთმენი იქნება და სიამოვნებით ითამაშებს მასთან. ციმბირული ჰასკი გამორჩეულ კეთილგანწყობას ავლენს სხვა ცხოველების მიმართაც. ეს ჯიში გუნდური მუშაობისთვის არის შექმნილი, ამიტომ მათ არ ახასიათებთ ლიდერობისთვის აქტიური ბრძოლა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძაღლის მართვა ადვილია. ციმბირული ჰასკი, თავისი პლუშისებრი გარეგნობისა და გარშემომყოფების მიმართ მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად, წარმოუდგენლად ჯიუტია. უფრო მეტიც, ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, არ ითვალისწინებენ პატრონის აზრს, მხოლოდ საკუთარ ხედვას ეყრდნობიან.   სხვათა შორის, ეს ძაღლებიც პატრონებს თავად ირჩევენ. თბილ ურთიერთობას ამყარებენ ოჯახის ყველა წევრთან, მაგრამ ყოველთვის გამოარჩევენ ერთ ადამიანს, რომელსაც პატრონად აღიარებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰასკის ბუნება არ აძლევს მას უფლებას დაემორჩილოს და გააკეთოს ყველაფერი, რასაც მისგან სთხოვენ, თუ პატრონი ძაღლისთვის უდავო ავტორიტეტი და ხროვის ლიდერი არ არის. მშვიდი ხასიათის მიუხედავად, ჰასკები საკმაოდ აქტიური ძაღლები არიან, მათ უყვართ თამაში და რბოლები. ამ ჯიშის წარმომადგენლები დაჯილდოვებულნი არიან მაღალი ინტელექტით, მაგრამ წვრთნისას, ხშირად, ეს შეუმჩნეველია. მათ აქვთ კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ჰასკის გონებრივი განვითარების ნიშნები ძალიან გამოხატულია მათ გაქცევისკენ მიდრეკილებაში. არის მაგალითები, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ ძალიან სწრაფად კარის საკეტის გაღებას. ეზოს ან ვოლიერის პირობებსი ჰასკები გასაქცევად წინაღობებს თითქმის არ აწყდებიან. მარტივად თხრიან ღობის ქვეშ ორმოს, ახტებიან მათ და ა. შ. აღსანიშნავია, რომ ჰასკის ახასიათებს გაბმული ყმუილი, მიდრეკილია ყეფისკენაც.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!