ჩემი ძაღლი გამუდმებით მალავს საკვებს. რას ნიშნავს ეს?

ჩემი ძაღლი გამუდმებით მალავს საკვებს. რას ნიშნავს ეს?

  პატრონისთვის ნაცნობი სიტუაციაა: თქვენ აძლევთ თქვენს შინაურ ცხოველს საკვებს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ „ჯილდო“ აქვე და ახლა შეჭამოს, მას ის საქმიანი იერით მყუდრო ადგილას მიაქვს. გარკვეული დროის შემდეგ, სახლის დალაგების დროს, შესაძლოა, შემთხვევითაც კი წააწყდეთ დამალულ „განძს“. მაგრამ რატომ აკეთებენ ამას ძაღლები?  
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ეს საქციელი აიხსნება იმ ინსტინქტებით, რომლებიც მათ წინაპრებისგან დარჩათ. უხსოვარი დროიდან, მტაცებლები, რომლებიც ახერხებდნენ ნანადირევის მოპოვებას, მალავდნენ ან მარხავდნენ, რათა დაეცვათ იგი სხვების ხელყოფისგან და უვლებლად შეენახათ სამომავლოდ. ეს ჩვევა იჩენს თავს თანამედროვე შინაურ ძაღლებშიც, მიუხედავად იმისა, რომ, ახლა, მათ აღარ სჭირდებათ ნადირობა საკვების მოსაპოვებლად. გარდა ამისა, ხშირად საკვების დამალვის სურვილი შეიძლება იყოს დამახასიათებელი იმ ცხოველებისათვის, რომლებსაც ცუდი გამოცდილება აქვთ. მაგალითად, თუ შინაური ცხოველი აიყვანეთ ქუჩიდან ან თავშესაფრიდან, სავარაუდოა რომ ის წარსულში კრიტიკული შიმშილის შემთხვევას არაერთხელ გადაურჩა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი მოვლენის შემდეგ ცხოველებს შეიძლება, „ღირებული რესურსის“ სამომავლოდ შენახვის სურვილი ჰქონდეთ.
часто стремление укрыть или спрятать еду может быть свойственно животным, пережившим какой-то негативный опыт
ძაღლებმა შეიძლება ამოთხარონ ორმოები და ითამაშონ დამალობანა, უბრალოდ მოწყენილობის გამო ან თქვენი ყურადღების მისაქცევად. იქნებ თქვენი შინაური ცხოველი ფიზიკურად ან გონებრივად არ არის საკმარისად დატვირთული და ასეთი გართობით ცდილობს, აინაზღაუროს ამის ნაკლებობა? დააკვირდით, რა სახის ქცევისკენ უბიძგებთ მას, თქვენი რეაქციით. შესაძლებელია, რომ თუ ყოველ ჯერზე, დამალული საკვების აღმოჩენისას, თქვენ ცუდი საპასუხო რეაქცია გექნებათ, ძაღლი უფრო ხშირად დაიწყებს საკვების დამალვას და ამას გადააქცევს კომუნიკაციის საშუალებად. თუ შეამჩნევთ, რომ მარაგის დაგროვების მიზეზი ნამდვილად თქვენი ყურადღების მიქცევაა, დაიწყეთ თქვენი ქცევის კონტროლი. თქვენმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს, თქვენგან, ასეთი ჩვევის გაუცნობიერებელი წახალისებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთი ჭკვიანი ჩანს, ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ძაღლი არ გადაწყვეტს დამალული საკვების ჭამას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. იმის ნაცვლად, რომ წაახალისოთ და ასეთი „თამაშები“ ჩვევად აქციოთ, შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ შინაურ ცხოველთან და ეთამაშოთ მას. დაგვიჯერეთ, ეს მას გაახარებს!
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!