თქვენი შინაური ცხოველი უნდა იკვებებოდეს სპეციალურად შექმნილი რაციონით, მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პატრონის სუფრიდან მიღებული საკვები ამ მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს და თუ ასეა, მაშინ რძე და რძის ნაწარმი პროდუქტები ძაღლისთვის არ არის რეკომენდებული. და აი რამიტომ:
ბალანსის ნაკლებობა
ძაღლებისთვის რეკომენდებული კვების ერთადერთი ვარიანტია სამრეწველო დამზადების მშრალი და სველი რაციონი. მათი რეცეპტი შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს, ცხოველის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ჰარმონიული განვითარებისთვის.
ამ მხრივ, ძროხის რძე არ შეიძლება გახდეს ასეთი რაციონის შემადგენელი კომპონენტი. და ეს ასევე ეხება ლეკვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ბევრად ნაკლებ კალციუმს, ფოსფორს, ცხიმსა და ცილას, ვიდრე მზარდმა შინაურმა ცხოველმა უნდა მიიღოს.
რაც შეეხება ზრდასრულ ძაღლებს, აქ სიტუაცია ასეთია: ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, ისინი იწყებენ საჭირო საკვები ნივთიერებების მიღებას სხვა საკვებიდან და აღარ აქვთ რძის კარგად შეთვისების უნარი, რა წარმოშობის არ უნდა იყოს.
სავარაუდო დიარეა
რძემ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს შინაურ ცხოველს. როგორც წესი, ასეთი უსიამოვნებები ემართებათ ზრდასრულ ძაღლებს, რომლებსაც, ლეკვებისგან განსხვავებით, აქვთ ლაქტაზას დაბალი დონე – ფერმენტი, რომელიც შლის რძის შაქარს (ლაქტოზას). ამიტომ დიდი რაოდენობით რძეს შეუძლია ცხოველში დიარეის პროვოცირება.
შეჯამება იქნება შემდეგი: ძაღლმა უნდა მიირთვას სრულყოფილი საკვები, მით უმეტეს, რომ პატრონის სუფრაზე შესაფერისი ალტერნატივა არ არის. რათქმაუნდა, შინაური ცხოველი რძით არ მოიწამლება, მაგრამ რატომ უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტი, რომელიც, ცუდად იმოქმედებს ცხოველებზე?
Leave your comment