ფრანგული ბულდოგი

ფრანგული ბულდოგი

მახასიათებლები   ქვეყანა საფრანგეთი   Ზომა პატარა   სიმაღლე 28–30 სმ   წონა 11-13 კგ   ასაკი 10-12 წლის   მცირე ინფორმაცია   • თამამი, გონიერი, მოძრავი ძაღლები;სახის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ძილში იხვრინონ;შესაფერისიები არიან დატვირთული ადამიანებისთვის, რომლებსაც რუტინული ცხოვრების წესი აქვთ;იშვიათად ყეფენ, ამიტომ ქალაქის ბინაში თავს შესანიშნავად გრძნობენ.   ფრანგული ბულდოგების აღწერა ფრანგული ბულდოგები მცირე ზომის ძაღლები არიან, საკმაოდ კომპაქტურები. ზრდასრული ხვადი შეიძლება იწონიდეს ათიდან თხუთმეტ კილოგრამამდე, ხოლო ძუ რვა-თორმეტ კილოგრამამდე. სტანდარტის მიხედვით, ძაღლების სიმაღლეზე მკაფიო ზღვარი დაწესსებული არაა. ყველაზე ხშირად, მათი სიმაღლე, ოცდათხუთმეტ სანტიმეტრს არ აღემატება.   .ფრანგული ბულდოგის ხასიათი ფრანგული ბულდოგი ვერავის დატოვებს გულგრილს. ამ მხიარული ძაღლის დანახვაზე ადამიანებს განწყობა უმაღლდებათ. თუ უჩვეულო გარეგნობას დაუმატებთ ბავშვებისადმი სიყვარულს, აღზრდის სიმარტივეს და პატრონისადმი ერთგულებას, ეჭვგარეშეა, რომ თქვენს წინაშე ოჯახის საყვარელი არსების ტიტულისთვის მებრძოლი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. ფრანგული ბულდოგის ტემპერამენტი ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება. ლეკვობაში ის არის მოუსვენარი და მხიარული, ენერგიის ამოუწურავი წყარო აქვს. როდესაც იზრდება, ძაღლი უფრო ზარმაცი და სერიოზული ხდება. თუმცა, ფრანგული ბულდოგი ნებისმიერ ასაკში პატრონის მიერ შეთავაზებულ თამაშზე არასდროს იტყვის უარს. ამ ჯიშის ძაღლები საკმაოდ ჭკვიანები და გონიერები არიან, განსაკუთრებით, როცა საქმე წვრთნას ეხება. წვრნის გარეშე ბულდოგის აღზრდას, უბრალოდ, ვერ შეძლებთ. მაგრამ უფროსების კონტროლის ქვეშ მყოფ ბავშვსაც კი შეუძლია ამის გაკეთება: “ფრანგი” ცნობილია თავისი მოთმინებითა და ბავშვების მიმართ სიყვარულით. ძაღლი შესანიშნავია ოჯახის შინაური ცხოველის როლისთვის და სიამოვნებით დატკბება სიყვარულითა და ყურადღებით. ფრანგულ ბულდოგს ბევრი უპირატესობა აქვს, რაც ამ ჯიშს სასურველ ძაღლად აქცევს. მაგალითად, საკმაოდ კომპაქტურია, ამიტომ იდეალურია ქალაქის პატარა ბინაში შესანახად. ამ ძაღლს ადვილად შეუძლია გაძლება ხანგრძლივი გასეირნების გარეშე. ის იდეალურია სახლში ჯდომის მოყვარულებისთვის, „ფრანგს“ თავისი ხალისიანობითა და ხალისიანი განწყობით ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მოსაწყენი დღე შეუძლია გაანათოს. ძაღლი შესანიშნავია, პირველი შინაური ცხოველის რანგში. მას ხშირად ირჩევენ გამოუცდელი ძაღლების მომშენებლები, რადგან აგრესიულები არ არიან. ბულდოგები იშვიათად აზიანებენ ავეჯს და არც პატრონის ფეხსაცმელს „ჭამენ . რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ მის აღზრდას დროს დაუთმობთ. ფრანგული ბულდოგი პატრონის განწყობის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. კარგი თანაგრძნობის უნარი აქვთ. ისინი არასოდეს შეგაწუხებენ, თუ მოწყენილი ხართ. ამავე დროს, სიამოვნებით გეთამაშანებიან თუ შესაბამის განწყობაზე დაგინახავენ. მიუხედავად მცირე ზომისა, “ფრანგები” შეიძლება იყვნენ შესანიშნავი მცველები. ისინი ყოველთვის მზად არიან თავიანთი პატრონისა და მისი სახლის დასაცავად.   ფრანგულ ბულდოგებს დიდი ხნით მარტო დარჩენა არ უყვართ. ისინი პატრონზე იდარდებენ, მეზობლებს კი ნამდვილად არ მოეწონებათ გაბმული ყმუილი, რომლითაც ძაღლი ემოციებს გამოხატავს. ამიტომ, თუ სახლიდან დიდი ხნით გიწევთ გასვლა, უმჯობესია, ამ ჯიშზე უარი თქვათ. გარდა ამისა, ბულდოგები, რომლებიც ადამიანებთან ვერ ურთიერთობენ, შეიძლება იქცნენ ჯიუტ, თავნება და უმართავ ძაღლებად.ფრანგი“ ადამიანებს კარგად უგებს, მაგრამ სხვა ძაღლებთან და კატებთან შეიძლება პრობლემები შეექმნას ეჭვიანობისა და ტერიტორიის გაყოფის გამო. ამიტომ, უმჯობესია, თუ სახლში მხოლოდ ის გეყოლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლს მუდმივად დასჭირდება გაწვრთნა და მუდმივი სოციალიზაცია. მხოლოდ ასე შეძლებთ კიდევ ერთი ოთხფეხა შინაური ცხოველი „ჩაისახლოთ“ და ასევე, თავს აარიდებთხ ქუჩის ცხოველებთან კონფლიქტებს.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!