
სწორი რაციონი კნუტისთვის
თვისებები
კნუტებისთვის განკუთვნილი რაციონებს რამდენიმე მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი უპირატესობა აქვთ. ასეთი საკვები ადვილად ათვისებადია, მაგალთად, ცილა 85%-ით აითვისება, კნუტს ხომ ზრდისთვის დიდი რაოდენობით „სამშენებლო მასალა“ სჭირდება. დაბადებიდან ჩამოყალიბებამდე კნუტი 40-50-ჯერ იზრდება. რაციონების ენერგეტიკული ღირებულება გაზრდილია, კალორიების მოთხოვნილება განსაკუთრებით იგრძნობა 8 კვირის ასაკში და თანდათანობით, ზრდასრულ ასაკში – 1 კგ წონაზე 220 კილოკლორიიდან, 50 კილოკარიამდე იკლებს. ასევე, ზრდასრული ცხოველისგან განსხვავებით, კნუტისთვის აუცილებელია მიიღოს მეტი ამინომჟავა, კალციუმი ფოსფორი, სპილენძი. ამასთან, საკვები არ უნდა იყოს მოცულობითი, რადგან ცნობილია რომ კნუტის კუჭი „სათითის“ ზომისაა.მრავალფეროვნება
კატები ცნობილები არიან საკვებში პრეტენზიულობით, ეს თვისება აქვთ კნუტებსაც. ამიტომ საკვების წამყვანი მწარმოებლები მათ სთავაზობენ გემოებისა და ტექსტურების არჩევანის ფართო სპექტრს, პატონებს კი ურჩევენ, კნუტებს საკვები რომ არ მობეზრდეთ, რაციონები შეცვალონ ხოლმე.
Leave your comment