სიამის კატა

სიამის კატა

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა ტაილანდი   ბეწვის ტიპი მოკლებეწვიანი   სიმაღლე 23–25 სმ   წონა 3-დან 7 კგ-მდე   ასაკი 15-20 წელი   მოკლე ინფორმაციაამაყი კატა რთული ხასიათით;ჭკვიანი, ადვილად გასაწვრთნელი და იოლად ითვისებს ახალ ტრიუკებს;აქვს უნიკალური ხმა – ძალიან მოლაპარაკეა.   ხასიათი ხშირად შეიძლება მოისმინოთ მოსაზრება, რომ სიამის კატები კატის სხეულის მქონე ძაღლები არიან. ისინი ადვილად იწვრთნებიან და, როგორც ეტყობათ, ახალ ტრიუკებს სიამოვნებით სწავლობენ. მათ შეუძლიათ თათის მოცემა, კბილებით პატარა საგნების მოტანა პატრონთან – ერთი სიტყვით, შეუძლიათ შეასრულონ ყველა ძირითადი ბრძანება, რასაც ჩვეულებრივ ძაღლები ასრულებენ. თუმცა, პატრონს მათთან მოთმინება და დაჟინებულობა მოეთხოვება. პატრონისთვის მასზე ერთგული კატის პოვნა რთულია. სიამის კატები მას ყველგან დაყვებიან, მცირე დისტანციას იცავენ და არასდროს მისცემენ უფლებას თავს, უცერემონიოდ ჩაყუყონ ცხვირი თეფშში პატრონს, თუ ის ჭამს. ამავდროულად, სიამის კატამ შესაძლოა ბრჭყალები გამოუშვას, ან ხმა გამოსცეს, რითაც პატრონს აგრძნობინებს, რომ მის აზრს პატივი უნდა სცეს. ამ მიზეზით, სიამის კატები რთული ტემპერამენტის მქონე კატებად ითვლებიან. კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში ისინი მაშინვე თავს ესხმიან მტერს, ბრჭყალებითა და კბილებით აფრინდებიან. გარდა ამისა, ისინი ძალიან ეჭვიანები არიან, რთულად ეგუებიან სხვა ცხოველებს. ამავდროულად, სიამის კატებს ურთიერთობა სჭირდებათ, ამიტომ, თუ პატრონი იძულებულია დატოვოს კატა მთელი დღით, საღამოს ის ყურადღების მიქცევას ძალიან დაჟინებით მოსთხოვს. მოლაპარაკე კატები არიან, სპეციფიკური ხმით, მზად უნდა იყოთ, რომ ჩუმად არ დასხდებიან. საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ და უყურადღებობას ვერ იტანენ. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული მათი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ყოლა: სიამის კატა ნაკლებად სავარაუდოა, მათ ეთამაშოს და მით უმეტეს, რომ არ დაუშვებს ათრიონ, კუდზე მოქაჩონ და სწრაფად უჩვენებს პატარას სახლში მთავარი ვინ არის.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!