სენბერნარი

სენბერნარი

სენბერნარი მელანქოლიური მზერის მქონე კეთილშობილი გოლიათია. ძაღლის ეს ჯიში იდეალურია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.   • წარმოშობის ქვეყანა: იტალია, შვეიცარიაზომა: დიდიწონა: 50-დან 91 კგ-მდესიმაღლე: 65-დან 90 სმ-მდე სიმაღლეშიასაკი: 9 წლამდე   პლუსები:კარგად ეწყობიან სხვა შინაურ ცხოველებს, თუ ერთად გაიზარდნენ;სიკეთე და აგრესიის სრული არარსებობა;კარგი ათვისების უნარი;სიცივისადმი გამძლეობა;უზარმაზარი ძალა.   მინუსებიშედარებით მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა;ცხელი ამინდის აუტანლობა;ადრეული ასაკიდან რეგულარული წვრთნის აუცილებლობა;უხვი ნერწყვდენა.     სენბერნარის აღწერა სენბერნარები დიდი ძაღლები არიან. შინაური ცხოველები ორ წლამდე იზრდებიან და იმატებენ წონაში. გამოირჩევიან ფიზიკური სიძლიერით და კარგად განვითარებული კუნთებით. თავი ფართო და მასიური აქვთ. ბეწვიც შეიძლება ჰქონდეთ გრძელიც და მოკლეც. შეფერილობა, ტრადიციულად სამფეროვანია – ძირითადი ფერი, წითური ლაქებით. ჯიშის გამორჩეული თვისებად წარმოუდგენლად გამჭოლი და სევდიანი მზერა მიიჩნევა.    

სენბერნარების ხასიათი სენბერნარები კეთილგანწყობილი და მშვიდი არიან. გარეგნულად ისინი ფლეგმატური და სიმშვიდისმოყვარული ძაღლის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ ჯიშს უყვარს ადამინები და მარტო ყოფნა დიდხანს არ შეუძლიათ. თუ სენბერნარი სახლში მთელი დღე მარტო იქნება, მოწყენილობისგან, დაიწყებს ავეჯის, იატაკის, პატრონის ფეხსაცმლის გაფუჭებას. მისთვის კომუნიკაცია და ყურადღება უაღრესად მნიშვნელოვანია. ძაღლები მომთმენნი არიან ყველა ასაკის ბავშვების მიმართ. მათ შეუძლიათ კარგი ძიძები გახდნენ თუ სათანადოდ გაწვრთნით. შეუძლია ნებისმიერი საბავშვო თამაშში ჩაებას. ძაღლი არასდროს უკბენს ბავშვს, მაშინაც კი, როცა ის უნებლიეთ რამეს ატკენს. სენბერნარები ძალიან ეჯაჭვებიან ოჯახის ყველა წევრს, მაგრამ პატრონს განსაკუთრებით აფასებენ და პატივს სცემენ. ისინი მზად არიან ყველაფერში ასიამოვნონ მას. მათ არ ახასიათებთ აგრესიის აფეთქებები. ასეთი შინაური ცხოველისგან წყობილებიდან გამოყვანა რთულია. მათ შეუძლიათ სხვა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა, იმ პირობით, თუ ერთად გაიზარდნენ. ისინი მზად, ნამდვილი გუსაგებივით ტერიტორიის დასაცავად, მაგრამ უცხო ადამიანების მიმართ გულგრილობას ავლენენ. რეალური მიზეზის გარეშე ცხოველი თავს არავის დაესხმება. ისინი იშვიათად ყეფენ. სენბერნარები მომთმენები და დამჯერები არიან, ბრძანებებს სიამოვნებით ასრულებენ. მართალია, ძაღლისგან სხარტ რეაქციას არ უნდა ელოდოთ – ისინი თითქმის ყოველთვის ზანტები არიან. განსაკუთრებით ზრდასრული ძაღლები. ახალგაზრდები შედარებით ენერგიულად იქცევიან ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ამ შინაურ ცხოველებს ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ, დროდადრო ურჩევნიათ პასიურად დისვენონ. სენბერნარს ხალიჩაზე სიამოვნებით წასთვლემს ხოლმე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!