საუკეთესო კატის ჯიშები ბავშვებისთვის

საუკეთესო კატის ჯიშები ბავშვებისთვის

რა ჯიშის კატა შევარჩიოთ ბავშვისთვის?“ – ეს კითხვა პოპულარულია იმ ოჯახებში, რომლებმაც კნუტის ყიდვა გადაწყვიტეს. ეს სწორიცაა, რადგან ყოველ ცხოველს როდი აქვს მშვიდი და ალერსიანი ხასიათი, მითუმეტეს, როდესაც ბავშვზეა საუბარი. მოდით, ვნახოთ, არსებობს თუ არა კატის ჯიშები ბავშვებისათვის? და როგორ შევარჩიოთ შესაბამისი კატა? მიიჩნევა, რომ ბავშვებისთვის შესაფერისი კატის ჯიშები გამოირჩევიან ალერსიანი და მშვიდი ხასიათით, მაგრამ ამასთან, უყვართ თამაში და ენერგიულები არიან. ბავშვისთვის კნუტის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ მის ტემპერამენტს: მშვიდ ბავშვებს მშვიდი კნუტები შეეფერება, აქტიურ ბავშვს კი – პირიქით. აქტიურ პატარას დააინტერესებს ენერგიული კნუტი. მაშ, კატის რომელი ჯიშები ცხოვრობენ ყველაზე კარგად ბავშვებთან?  
აბისინიური კატა აქტიური, ცნობისმოყვარე და თამაშის მოყვარულია. ბავშვის საყვარელი მეგობრის პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატია. ამ ჯიშის წარმომადგენლებს ერთ ადგილზე ჯდომა არ შეუძლიათ, სულ მოძრაობაში არიან. აბისინიელი პატარასთან ერთად სიამოვნებით გამოიკვლევს სახლის ყველა კუნჭულს, გასწრობანასაც ეთამაშება და სხვადასხვა ოინებში აყვება. მეტიც, ეს კატა ცნობილია თავისი მოთმინების უნარით . ბავშვის თავდასხმაზე რეაგირება არ ექნება, უბრალოდ, საიმედო ადგილას დაიმალება.

მეინ-კუნი

კატების სამყაროს ნამდვილი გიგანტია. მეინ-კუნი ცნობილია არა მხოლოდ თავისი დიდი ზომით, რთული ხასიათითაც. მიუხედავად დამოუკიდებლობისა და დომინანტობისკენ სწრაფვისა, ბავშვები ამ კატებს ძალიან უყვართ. მეინ-კუნი ბავშვებს გულისყურით დაიცავს, მოზრდილ ბავშვებს კი თამაშშში სიამოვნებით აუბამს მხარს.

რეგდოლი

კეთილი, ალერსიანი და მშვიდი რეგდოლები ბავშვების იდეალური მეგზურები არიან. უშრეტი მოთმინების უნარი და აგრესიის არარსებობა გენეტიკურ დონეზე, ამ ცხოველებს ბავშვების ნამდვილ ფუმფულა ძიძებად აქცევენ. მაგრამ, რეგდოლის შინ მოყვანის წინ, აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ ამ კნუტი ძირს დაგდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ კატებს არ შეუძლიათ სწორად ვარდნა, ამიტომ მსგავსი რამ შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს.

კანადური სფიქსი

კანადური სფინქსი ოჯახისა და ბავშვებისთვის შესანიშნავი კომპანიონია. ამ კატას არა მხოლოდ შესანიშნავი ხასიათი აქვს, ჰიპოალერგიულიცაა. ამასთან, სფინქსი იოლად ეგუება სხვა ცხოველებს და თავს კომფორტულად იგრძნობს მაშინაც, თუ შინ ძაღლი გყავთ. ბავშვებთან ურთიერთობაში ამ ჯიშის წარმომადგენლები ავლენენ აქტიურობას, ცნობისმოყვარეობას, არ არიან აგრესიულები. მიიჩნევა, რომ გამრავლების პროცესში ფსიქიკურად არასტაბილური ცხოველები არ გაამრავლეს და დღეს, სფინქსი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ჯიშია.

ბრიტანული მოკლებწვიანი

კატა, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის – ბრიტანელის ბუნებას ეს დახასიათება ზუსტად შეეფერება. მართლაც, ეს ჯიში სახელგანთქმულია თავშეკავებულობითა და დამოუკიდებლობით, არა მხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობაში. ბავშვს ბრიტანელი ყველაზე მეტად ეჯაჭვება, ამიტომ დიდი სიამოვნებით ეთამაშება და მასთან ერთად დაიძინებს კიდეც.

ორიენტალური კატა

ეგზოტიკური გარეგნობა და მშვენიერი ხასიათი ორიენტალურ კატას ბავშვების საყვარელ ჯიშად აქცევს. ამასთან, ეს კატები ჰიპერაქტიურები არიან, ამიტომ ნებისმიერ თამაშში შეუძლიათ ბავშვებს მხარი აუბან. ორიენტალური კატები ბრჭყალებს იშვიათად უშვებენ, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ შვილების ჯანმრთელობაზე არ იღელვონ. ამ ჯიშის წარმომადგენლები ითვლებიან ალერსიანებად, მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. „საუბარი“ უყვართ და შეუძლიათ ხმების ძალიან მრავალფეროვანი გამების გამოცემა, ეს ბავშვებს აუცილებლად მოეწონებათ.
ბავშვებისთვის შესაფერის კატის ყველა ჯიშს საკუთარი თავისებურებები აქვთ: გარეგნობით დაწყებული, ხასიათით დასრულებული. ცხოველის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ მის ტემპერამენტს, ყველა ცხოველი ხომ ინდივიდუალურია. თუ ბავშვი უკვე გაცნობიერებულ ასაკშია, კნუტი თქვენთან ერთად აარჩიოს. ამ შემთხვევაში, ისინი ნამდვილად დამეგობრდებიან.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!